ტაჯიკეთის ნაკრებს სათავეში გელა შეყილაძე ჩაუდგა

ტაჯიკეთის ფეხბურთის ფედერაცია იტყობინება, რომ მათი ქვეყნის ნაკრების მწვრთნელად 53 წლის გელა შეყილაძე დანიშნეს, რომელიც აქამდე პეტარ სეგრტის თანაშემწე იყო. შეყილაძის ასისტენტი თამაზ ბოკერია იქნება. ის აგრეთვე სეგრტის სამწვრთნელო შტაბში მუშაობდა. შეყილაძე ბთუმის “დინამოში”, “ლიერსში”, “რუზელარეში”, კიევის “არსენალსა” და ცსკა-ში თამაშობდა, შემდეგ საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელის თანაშემწე იყო, მუშაობდა “პერსირესეში”, “მაკასარში”, “ზვეზდა გრადაჩაცში”, ავღანეთისა და […]

იენს სტოლტენბერგი – მივესალმები უკრაინისადმი საქართველოს მხარდაჭერას და იმედს გამოვთქვამ, რომ თბილისი გაზრდის რეფორმების განხორციელების ტემპსა და მასშტაბს

სასიამოვნო იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ბატონ ირაკლი კობახიძის მასპინძლობა ნატო-ს შტაბ-ბინაში, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი “ტვიტერზე” წერს. როგორც ნატო-ს გენერალური მდივანი აღნიშნავს, საქართველო ნატო-ს ფასეული პარტნიორია. „სასიამოვნო იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ბატონ ირაკლი კობახიძის მასპინძლობა ნატო-ს შტაბ-ბინაში. საქართველო ჩვენი ფასეული პარტნიორია და სრულად ვუჭერთ მხარს ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. მივესალმები უკრაინისადმი საქართველოს […]

ირაკლი კობახიძე – ასოცირების საბჭო ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა იყო, ძალიან კარგი, დადებითი შეფასებები მოვისმინეთ ჩვენ, არა მხოლოდ ოფიციალურ ნაწილში, არამედ დახურულ რეჟიმში

ასოცირების საბჭო ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა იყო, ძალიან კარგი, დადებითი შეფასებები მოვისმინეთ ჩვენ, არა მხოლოდ ოფიციალურ ნაწილში, არამედ დახურულ რეჟიმში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბრიუსელში, ჟურნალისტებს განუცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, იყო პოზიტიური, საქმიანი და პროდუქტიული შეხვედრა. „რაც შეეხება ასოცირების საბჭოს, კიდევ ერთხელ შემიძლია ვთქვა, რომ ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა, ძალიან კარგი, დადებითი […]

ირაკლი კობახიძე – ძალიან მეგობრული განწყობაა ჩვენი ქვეყნის მიმართ, რაც გვაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს, რომ კიდევ უფრო მეტად გაღრმავდება პარტნიორობა საქართველოსა და ნატო-ს შორის

ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართა, ძალიან საქმიან, მეგობრულ გარემოში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ბრიუსელში, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოს მიმართ ძალიან მეგობრული განწყობა არის. „გვქონდა სხვადასხვა თემაზე საუბარი, რაც დაკავშირებულია ჩვენი ქვეყნის შიგნით პოლიტიკურ პროცესებთან, ჩვენს მისწრაფებებთან საგარეო პოლიტიკის კუთხით, ევროკავშირთან, მათ შორის, რაც დაკავშირებულია ნატო-ში ინტეგრაციის პროცესთან. ყველა თემას შევეხეთ. […]

ირაკლი კობახიძე – ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ ჩვენ წელსვე გადავიდეთ ახალ ეტაპზე, ეს არის უკვე ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გახსნა – გვაქვს ძალიან დიდი იმედი, რომ შემდეგი საფეხური უკვე რეალიზებული იქნება წლის ბოლომდე

ეს ორი დღე გვაძლევს ოპტიმიზმის განსაკუთრებულ საფუძველს, რეალურად აჩვენა ის, რომ პროგრესი გვაქვს ძალიან კარგი, ტენდენცია არის ძალიან კარგი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბრიუსელში, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. ირაკლი კობახიძის თქმით, საბოლოო ჯამში, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ საქართველო წელსვე გადავიდეს ახალ ეტაპზე, რაც არის უკვე ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მოლაპარაკებების გახსნა. „ეს ორი დღე […]

ირაკლი კობახიძე – 21 თებერვალი ისტორიული დღეა ჩვენი ქვეყნისთვის – პირველი კონსტიტუციის შინაარსი იმის დემონსტრირება იყო, რომ მაშინდელ ქართულ საზოგადოებას სათანადო ღირებულებები ჰქონდა

21 თებერვალი არის ისტორიული დღე ჩვენი ქვეყნისთვის. მაშინდელმა, პირველი რესპუბლიკის ხელისუფლებამ ძალიან დიდი მემკვიდრეობა დაგვიტოვა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბრიუსელში, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ეს ისტორიული თარიღი იყო და პირველი კონსტიტუციის შინაარსი ადასტურებს იმას, რომ მაშინდელ ქართულ საზოგადოებას სათანადო ღირებულებები და ძალიან მაღალი სამართლებრივი კულტურა ჰქონდა. „მაშინდელი კონსტიტუცია ეფუძნებოდა იმდროინდელ […]

გიორგი ვაშაძე – ირაკლი რუხაძეს არ მოსწონს ჩემი მუშაობა ან რატომ უნდა მოვწონდე, სწორედ იმ ძარცვას ვებრძვი, რომელსაც ყოველდღიურად ახორციელებს საპენსიო სესხის პროცენტით

რატომ უნდა მოვწონდე ირაკლი რუხაძეს, როცა ერთ-ერთი უსამართლობის ქვაკუთხედი ეგ არის, ხალხი უკიდურესად ღარიბდება და ის და მისნაირები ზემდიდრები გახდნენ, სწორედ ამ ძარცვას ვებრძვი, – ასე ეხმიანება „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე ტელეკომპანია „იმედი-ს“ მფლობელის ირაკლი რუხაძის განცხადებას, რომელიც მან NDI-სთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა. ვაშაძის თქმით, ის იმ უსამართლობას ებრძვის რასაც რუხაძე ყოველდღიურად პენსიონერების წინააღმდეგ […]

თიბისის მხარდაჭერით, კომპლექსი – „ოტიუმი ბელიაშვილზე“ შენდება

თიბისის მხარდაჭერით, დიღომში, აკაკი ბელიაშვილის #110-ში, მულტიფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსი – „ოტიუმი ბელიაშვილზე“ შენდება. პროექტი, რომელიც საცხოვრებელთან ერთად, კომერციულ და საოფისე სივრცეებსაც აერთიანებს, ორი ფაზისგან შედგება. პირველი ფაზის ფარგლებში, რომელიც 2025 წლის დეკემბერში დასრულდება, დაგეგმილია 2 საცხოვრებელი ბლოკისა და მათ გარშემო სრული ინფრასტრუქტურის მშენებლობა. მეორე ფაზის ფარგლებში კი, პრემიუმ კლასის აპარტჰოტელი, ბიზნესცენტრი და მულტიფუნქციური სავაჭრო ცენტრი […]

დაზიანებული სტადიონის გამო, გლდანის გამგეობა GWP-ის სასამართლოში უჩივლებს

გლდანში, ლეო კერესელიძის ქუჩაზე, წყალარინების ქსელის დაზიანების გამო, ყოველდღიურად დიდი ოდენობით დაბინძურებული წყალი ჟონავს. გლდანის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის, კონსტანტინე ზარნაძის განცხადებით, შედეგად, დაზიანებულია საფეხბურთო მოედანი, რაშიც გამგეობამ ორი წლის წინ, 100 ათას ლარამდე თანხა გადაიხადა. როგორც კონსტანტინე ზარნაძემ BMG-სთან აღნიშნა, გლდანის გამგეობა “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს” სასამართლოში უჩივლებს.

ირაკლი კობახიძე იენს სტოლტენბერგს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე ნატო-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, იენს სტოლტენბერგმა ირაკლი კობახიძეს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა. პრემიერ-მინისტრმა ნატო-ს გენერალურ მდივანს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. „ბრიუსელში, ნატოს შტაბბინაში გამართულ შეხვედრაზე, საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე ისაუბრეს. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ნატოში ინტეგრაცია საქართველოს, როგორც ნატოს ასპირანტი ქვეყნის, საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტია, […]