ირაკლი ჩიქოვანი – ჩრდილოატლანტიკური ალიანსისა და ევროკავშირის აბსოლუტურად ყველა წევრი სახელმწიფო მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს

ჩრდილოატლანტიკური ალიანსისა და ევროკავშირის აბსოლუტურად ყველა წევრი სახელმწიფო მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, – ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა. „ჩვენ ამისთვის მადლიერები ვართ და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ყველაფერი გაგრძელდეს. ჩვენთვის, საგარეო პოლიტიკური თვალსაზრისით, არაღიარების პოლიტიკა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია და აღნიშნულის მისაღწევად ამ სახელმწიფოების პარტნიორობა და მხარდაჭერა ჩვენთვის არის […]

იერუსალიმსა და მაალე-ადუმიმს შორის მდებარე საგუშაგოსთან სროლის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა

იერუსალიმსა და მაალე-ადუმიმს შორის მდებარე საგუშაგოსთან სროლის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა, – ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის „მაგენ დავიდ ადომის“ სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური ავრცელებს. „მაგენ დავიდ ადომის“ დირექტორის, ილაი ბინის ცნობით, აზ-ზაიემის საგუშაგოსთან სროლის შედეგად 8 ადამიანი დაიჭრა. მათგან ორი მძიმე მდგომარეობაშია. ადგილობრივი პოლიცია აცხადებს, რომ თავდასხმა სამმა პალესტინელმა ტერორისტმა განახორციელა. სამივე მათგანი ლიკვიდირებულია.

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ღაზაში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტას ითხოვს

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰაკან ფიდანმა საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდა, უფრო აქტიური როლი შეასრულოს ღაზაში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტისა და კონფლიქტის ორი სახელმწიფოს პრინციპზე დაყრდნობით გადაწყვეტის მიმართულებით. მედიის ინფორმაციით, ფიდანმა რიო-დე-ჟანეიროში, „დიდი ოცეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე განაცხადა, რომ ღაზაში ულმობლობა უნდა შეწყდეს და ამერიკელ და გერმანელ კოლეგებთან მოლაპარაკებების დროს ცეცხლის დაუყოვნებლივ შესაწყვეტად საჭირო ნაბიჯები განიხილა. ამასთან, […]

უკრაინა: რუსების გაშვებული 10 დრონიდან 8 გავანადგურეთ

გასულ ღამით რუსებმა უკრაინას შაჰედის ტიპის ათი დრონით შეუტიეს, რომელთაგან უკრაინამ რვა გაანადგურა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საჰაერო ძალები ავრცელებს. ამავე ინფორმაციით, დრონები პრიმორსკო-ახტარსკის ტერიტორიიდან გაუშვეს. გარდა ამისა, გასულ ღამეს რუსებმა შავი ზღვიდან უკრაინის მიმართულებით გაუშვეს X-31P-ის ტიპის სარადარო რაკეტაც. უკრაინის საჰაერო ძალებმა დრონები პოლტავას, დნეპროპეტროვსკის, ზაპოროჟიესა და ხარკოვის ოლქებში გაანადგურეს. ამასთან, როგორც რუსეთის თავდაცვის […]

ჯო ბაიდენმა ვლადიმერ პუტინს გიჟი SOB-ი უწოდა

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს გიჟი SOB-ი (son of bitch) უწოდა. ჯო ბაიდენმა კლიმატის ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა, რომ მსოფლიოს ჰყავს ვლადიმერ პუტინი და მისი მსგავსი ადამიანები, რომლის გამოც ყოველთვის უნდა აღელვებდეთ ბირთვული კონფლიქტის საფრთხე. ”ჩვენ გვყავს გიჟი SOB-ი, როგორიცაა პუტინი და სხვები და ჩვენ ყოველთვის უნდა გვაღელვებდეს ბირთვული კონფლიქტი, მაგრამ კაცობრიობის ეგზისტენციალური […]

გასულ წელს, სიმთვრალის მდგომარეობაში ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის 23 210 შემთხვევა გამოვლინდა – ამავე პერიოდში, სიჩქარის გადაჭარბების 1 მილიონ 303 032 ფაქტია დაფიქსირებული

გასულ წელს, სიმთვრალის მდგომარეობაში ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის 23 210 შემთხვევა გამოვლინდა – ამავე პერიოდში, დადგინდა სიჩქარის გადაჭარბების 1 მილიონ 303 032 ფაქტი, მათ შორისაა სიჩქარის გადაჭარბება სხვადასხვა დამამძიმებელ გარემოებაში და აღნიშნული დარღვევის განმეორებით ჩადენის შემთხვევებიც. რაც შეეხება 2023 წელს საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის გამო სხვა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებს, შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკური მონაცემების თანახმად, ერთ წელში […]

საარჩევნო კოდექსი უფრო თავსებადი უნდა იყოს ევროპულ კანონმდებლობასთან – თამთა მეგრელიშვილი

საარჩევნო კოდექსი უფრო თავსებადი უნდა იყოს ევროპულ კანონმდებლობასთან – თამთა მეგრელიშვილი „საარჩევნო კოდექსი უფრო თავსებადია ევროპულ კულტურასთან – ამოსავალი წერტილი კი ცესკოს რეალური დამოუკიდებლობაა,“ – განაცხადა მედიასთან საუბარში მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა თამთა მეგრელიშვილმა და დასძინა, რომ ვეტო პრეზიდენტის ხელში პოლიტიკური სათამაშოა. მისივე თქმით, ვეტოს დაძლევა საპარლამენტო უმრავლესობას არ გაუჭირდება. „ვეტო პრეზიდენტის ხელში პოლიტიკური წონასწორობის […]

22 თებერვალი – ღირსი მამის გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის (ურგებაძე) წმიდა ნაწილთა აღმოყვანება

2014 წლის ახ.სტ. 22 თებერვალს, უწმინდესისა და უნეტარესის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორეს ლოცვა-კურთხევით, აღმოყვანილი იქნა ღირსი მამის გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის (ურგებაძე) წმიდა ნაწილები. სიწმიდე გადააბრძანეს ჯერ სვეტიცხოვლის წმიდა თორმეტი მოციქულის სახელობის საპატრიარქო ტაძარში, შემდეგ ყოვლადწმიდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში. ამჟამად, ღირსი მამის გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის წმიდა ნაწილები დაბრძანებული გახლავთ მცხეთის სამთავროს წმიდა […]

მუნიციპალიტეტებში ტაქსით მგზავრთა გადაყვანას ნებართვა დასჭირდება – გაიზრდება თუ არა საფასური

როგორც ცნობილია, საქართველოს მუნიციპალიტეტებში მსუბუქი ავტომობილით − ტაქსით (M1 კატეგორია) მგზავრთა გადაყვანა სანებართვო საქმიანობა ხდება. პარლამენტში მთავრობის ინიციატივით საკანონმდებლო პაკეტია წარდგენილი, რომლის თანახმად, სანებართვო საქმიანობების ჩამონათვალს ახალი სანებართვო საქმიანობა – მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მსუბუქი ავტომობილით − ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანა ემატება. მუნიციპალიტეტებს 2025 წლის 1-ელ ივნისამდე ეძლევათ ვადა, უზრუნველყონ მსუბუქი ავტომობილით − ტაქსით (M1 კატეგორია) […]

უკრაინის საჰაერო ძალები – უკრაინელმა დამცველებმა პოლტავას, დნეპროპეტროვსკის, ზაპოროჟიესა და ხარკოვის ოლქებში დრონები გაანადგურეს

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა წუხელ უკრაინის ტერიტორიას დრონებითა და რაკეტებით შეუტიეს, – ინფორმაციას უკრაინული მედია შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს. უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, რუსებმა პრიმორსკო-ახტარსკის ტერიტორიიდან უკრაინისკენ „შაჰედის“ ტიპის 10 უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვეს შავი ზღვიდან კი – Х-31П ტიპის რაკეტა. უკრაინელმა დამცველებმა პოლტავას, დნეპროპეტროვსკის, ზაპოროჟიესა და ხარკოვის ოლქებში 8 დრონი გაანადგურეს.