მსახიობი ნატა ბერეჟიანი მეორე შვილის დედა გახდა – ნახეთ, რა დაარქვა პატარას

· 43 მსახიობი, ნატა ბერეჟიანი, რომელიც ფართო საზოგადოებამ სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებიდან“ გაიცნო, მეორე შვილის დედა გახდა. მსახიობი სამშობიაროდან პირველ ფოტოს საზოგადოებას უზიარებს და საკმაოდ კარგად გამოიყურება. ნატამ უსაყვარლეს გოგონას სახელად თინა დაარქვა.
მესტიაში „გემო ფესტი“ ჩატარდება

24-25 თებერვალს, სვანეთში, მესტიაში, უკვე მეორედ, „გემო ფესტი“ გაიმართება – გასტროტურიზმის ხელშეწყობის მიზნით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ორდღიან კულინარიულ ფესტივალს ჩაატარებს. ღონისძიების ფარგლებში მოეწყობა სამეწარმეო ბაზარი და მუსიკალური სივრცეები. ფესტივალის პარტნიორია საქართველოს აეროპორტების გაერთიანება. „გემო ფესტის“ მასპინძლებს შორისაა მესტიის აეროპორტი. „გემო ფესტის“ სტუმრებს საშუალება ექნებათ დააგემოვნონ იშვიათი და ნაკლებად ცნობილი ტრადიციული სვანური კერძები, რომელსაც ადგილობრივი მზარეულები […]
იერუსალიმში ტერორისტულ თავდასხმას ერთი ადამიანი ემსხვერპლა და რვა დაიჭრა

იერუსალიმში მაგისტრალთან ტერორისტულ თავდასხმას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო რვა დაჭრილი შაარე ზედეკის სამედიცინო ცენტრშია გადაყვანილი. გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლი მშვიდობიან მოსახლეობას პალესტინელმა ტერორისტებმა გაუხსნეს. იერუსალიმის სამედიცინო ცენტრის წარმომადგენლის ცნობით, თავდასხმის შედეგად გარდაცვლილია მაალე ადუმიმი და დაჭრილებიდან ორი მძიმე მდგომარეობაშია. იერუსალიმის პოლიციის ცნობით, სამმა პალესტინელმა თავდამსხმელმა ცეცხლი საცობში მდგომ ხალხს ავტომატური იარაღით გაუხსნა. ისრაელის უსაფრთხოების სამსახურმა ორი […]
1-ლი მარტიდან ლიტვა ბელარუსთან კიდევ 2 სასაზღვრო-გამშვებ პუნქტს დახურავს

1-ლი მარტიდან ლიტვის ხელისუფლება ბელარუსთან საზღვარზე ორ გამშვებ პუნქტს დახურავს. ამის შესახებ ინფორმაცია ლიტვის მთავრობის ვებგვერდზე გავრცელდა. ჯამში ლიტვას ბელარუსთან 6 სასაზღვრო-გამშვები პუნქტი აქვს, ამ გადაწყვეტილებით კი ქვეყანაში დახურული სასაზღვრო გადასასვლელების რაოდენობა 4-მდე გაიზარდა. დანარჩენი 2 პუნქტი განაგრძობს ფუნქციონირებას, თუმცა, შეიზღუდება ფეხით მოსიარულეთა და ველოსიპედისტთა მოძრაობა. როგორც ლიტვის შინაგან საქმეთა მინისტრმა აგნე ბილოტაიტემ აღნიშნა, ეს […]
ევროკავშირის წევრები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-13 პაკეტზე შეთანხმდნენ

ევროპის კავშირის წევრი სახელმწიფოები რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციების მე-13 პაკეტზე შეთანხმდნენ. აღნიშნული პაკეტი ოფიციალურად 24 თებერვალს, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრისა და სრულმასშტაბიანი ომის დაწყების მეორე წლისთავზე, დამტკიცდება. „ეს პაკეტი არის ერთ-ერთი ყველაზე ფართო დამტკიცებული ევროპის კავშირის მიერ. ის გაივლის წერილობით პროცედურას და ოფიციალურად დამტკიცდება 24 თებერვალს“. ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი სანქციების მე-13 პაკეტზე […]
წყალი 11 საათით შეწყდა – გადაამოწმეთ თქვენი მისამართი

თბილისის ზოგიერთ ქუჩას წყალმომარაგება შეზღუდული აქვს. ინფორმაციასა და ქუჩების ჩამონათვალს “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” ავრცელებს. ვაკის რაიონში,სოფ. თხინვალას სატუმბო სადგურში წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით21/02 23:55-დან 22/02 07:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: თხინვალას, სოფ. თხინვალას აგარაკებს, ავთო ვარაზის, ლეო კვაჭაძის, კეჭაყმაძის, შუამინდვრის, წმინდა წყლის, ერეკლე დანელიას, კოსტა მაისურაძის, კობა სერგიას და გიორგი ბერიკაშვილის ქუჩებს. […]
ზელენსკის ბრძანებით, უცხოელებს ეროვნულ გვარდიაში მსახურების უფლება მიეცათ

უცხოელებსა და კონკრეტული ქვეყნის მოქალაქეობის არმქონე პირებს მიეცათ უფლება, იმსახურონ უკრაინის ეროვნულ გვარდიაში. შესაბამის ბრძანებას ხელი უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 21 თებერვალს მოაწერა და ის დაუყოვნებლივ შევიდა ძალაში. როგორც უკრაინული მედიასაშუალება The Kyiv Independent წერს, გვარდიაში მსახურების უფლება ექნებათ იმ უცხოელებს, რომლებიც უკრაინის ტერიტორიაზე ლეგალურად იმყოფებიან, არ არიან ნასამართლევი და აკმაყოფილებენ სამხედრო სამსახურისთვის უკრაინის კანონმდებლობით […]
ზაფხულში Jazeera Airways ელ-ქუვეითიდან ბათუმის მიმართულებით იფრენს

ქუვეითური დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია Jazeera Airways 14 ივნისიდან ელ-ქუვეითიდან ბათუმის მიმართულებით ფრენებს იწყებს. თბილისის შემდეგ ბათუმი იქნება საქართველოში მეორე მიმართულება, სადაც Jazeera Airways კვირაში 7 სიხშირით, ზაფხულის ტურისტულ სეზონზე რეისებს შეასრულებს. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის, ირაკლი ქარქაშაძის განცხადებით, საქართველო სპარსეთის ყურის ქვეყნებისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. “Jazeera Airways-მა საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირება 2018 წელს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში […]
უკრაინა ჯერჯერობით არ ასახელებს ავდეევკაში უგზო-უკვლოდ დაკარგული სამხედროების რიცხვს

უკრაინის თავდაცვის ძალებში უარყოფენ მედიით გავრცელებულ ინფორმაციას, რომ დონეცკის ოლქის ქალაქ ავდეევკიდან უკან დახევისას რუსეთს ტყვედ ჩაუვარდა ასეულობით უკრაინელი სამხედრო. ამასთან, უკრაინული მხარე ჯერჯერობით არ ასახელებს დაკარგულად მიჩნეული სამხედროების რიცხვს. უკრაინის თავდაცვის ძალების ოპერატიულ-სტრატეგიული დაჯგუფების, „ტავრიის“ წარმომადგენელმა დმიტრო ლიხოვოიმ რადიო თავისუფლების უკრაინულ სამსახურს უთხრა, რომ უგზო-უკვლოდ დაკარგული სამხედროების რაოდენობას ამ ეტაპზე არ ასახელებენ, რადგან ვერიფიკაცია […]
ირაკლი ჩიქოვანი – ნატო-ში ჩვენი სამხედროების პროფესიონალიზმსა და თავდადებას მაღალ დონეზე აფასებენ

ნატო-ში ჩვენი სამხედროების პროფესიონალიზმსა და თავდადებას მაღალ დონეზე აფასებენ, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა. როგორც ირაკლი ჩიქოვანმა აღნიშნა, ალიანსის წარმომადგენლებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ საქართველო მხოლოდ უსაფრთხოების მომხმარებელი სახელმწიფო არ არის. „ჩვენ რეგიონში ვართ ერთ-ერთი სანდო, დასაყრდენი პარტნიორი და ეს ყველაფერი დამტკიცდა არაერთხელ, როდესაც საქართველო წლების განმავლობაში აქტიურად მონაწილეობდა ნატო-ს მისიებში“, – […]