დიმიტრი მედვედევი – რუსეთი, ალბათ, კიევამდე მივა, თუ ახლა არა, კონფლიქტის სხვა ფაზაში

რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, დიმიტრი მედვედევის განცხადებით, რუსეთი, შესაძლოა, კიევამდე მივიდეს, რადგან მისი არსებობის საფრთხე სწორედ კიევიდან მოდის. „სად უნდა გავჩერდეთ? – არ ვიცი. ვფიქრობ, ჯერ კიდევ ბევრი და სერიოზულად უნდა ვიმუშაოთ. იქნება ეს კიევი? – დიახ, ალბათ, კიევი უნდა იყოს. თუ ახლა არა, მაშინ გარკვეული დროის შემდეგ, შესაძლოა ამ კონფლიქტის განვითარების სხვა რომელიმე […]
ივნისიდან Jazeera Airways ელ-ქუვეითიდან ბათუმის მიმართულებით ოპერირებას იწყებს

ქუვეითური დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია – Jazeera Airways 14 ივნისიდან ელ-ქუვეითიდან ბათუმის მიმართულებით ოპერირებას იწყებს. ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს. მათივე ცნობით, თბილისის შემდეგ ბათუმი საქართველოში მეორე მიმართულება იქნება, სადაც Jazeera Airways კვირაში 7 სიხშირით, ზაფხულის ტურისტულ სეზონზე იფრენს. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის, ირაკლი ქარქაშაძის განცხადებით, ავიაკომპანიასთან მოლაპარაკებების წარმატებით დასრულება განაპირობა იმან, რომ საქართველო სპარსეთის ყურის […]
სამაგისტრო პროგრამების ნაწილი, შესაძლოა, ერთწლიანი გახდეს – უმაღლესი განათლების სამივე საფეხურზე კი ნაწილობრივ ელექტრონული სწავლება იქნება დაშვებული

სამაგისტრო პროგრამების ნაწილი, შესაძლოა, ერთწლიანი გახდეს – უმაღლესი განათლების სამივე საფეხურზე კი ნაწილობრივ ელექტრონული სწავლება იქნება დაშვებული. ამასთან, სადოქტორო პროგრამაზე სწავლის გაგრძელება ერთ წლიანი (60-კრედიტიანი) სამაგისტრო პროგრამის დასრულების საფუძველზე შესაძლებელი არ იქნება. აღნიშნული სიახლეები მცირე ნაწილია იმ ცვლილებებისა, რომლის განხორციელებაც „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში იგეგმება. მთავრობამ შესაბამისი კანონპროექტი პარლამენტს განსახილველად საგაზაფხულო სესიის ფარგლებში უნდა […]
ჯვარი-ხაიშის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ30-კმ70 (ჯვარი-ხაიში) მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა. ამასთან, თოვლის და ლიპყინულის გამო, აღნიშნული საავტომობილო გზის კმ70-კმ185 (ხაიში-უშგული) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი და M3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა კმ70-კმ140 (ხაიში-მესტია) მონაკვეთზე თავისუფალია, ხოლო კმ140-კმ185 (მესტია-უშგული) მონაკვეთზე, დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის […]
ვენესუელაში მაღაროს ჩამონგრევის შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა

ვენესუელაში მაღაროს ჩამონგრევის შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა, – ამის შესახებ ინფორმაციას ვენესუელის პრეზიდენტი, ნიკოლას მადურო ავრცელებს. ვენესუელის პრეზიდენტის, ნიკოლას მადუროს ცნობით, ბოლივარის შტატის ქალაქ ლა პარაგუაში არალეგალურად მოქმედ ოქროს მაღაროში მიწის კედლის ჩამონგრევის შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა და 11 დაშავდა. „ჩვენ სამოქალაქო თავდაცვის ჯგუფები დაუყოვნებლივ გავგზავნეთ, ბოლივარის შტატის გუბერნატორთან, ანხელ მარკანოსთან ერთად სამაშველო ოპერაციას გავააქტიურებთ“, […]
დავით ნარმანიამ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის ელექტროენერგეტიკის რეგულირების კურსის ახალი მონაწილეებისთვის ლექცია წაიკითხა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის ელექტროენერგეტიკის საფუძვლების რეგულირების კურსის მონაწილეებისთვის ენერგეტიკული ბიზნესის შესახებ ლექცია წაიკითხა. ინფორმაციას სემეკი ავრცელებს. მათივე ცნობით, დავით ნარმანიამ ლექციის ფარგლებში ისაუბრა ენერგეტიკის სექტორზე როგორც ეკონომიკისათვის ერთ-ერთ წამყვან მიმართულებაზე, მიმოიხილა ენერგეტიკული ბიზნესის სუბიექტები, ყურადღება გაამახვილა ენერგეტიკის სექტორში მიმდინარე რეფორმირების პროცესზე, სახელმწიფოს როლზე ენერგეტიკაში, […]
მიხეილ დაუშვილი – ცვლილებები და ინიციატივები, რაც წარმოდგენილი აქვს „ოცნებას“, მე არ ვიტყვი, რომ ეს ყველაფერი უსარგებლოა და არ ვარგა – იქ არის კონკრეტული საკითხები, მათ შორის ორგანული კანონის პროექტში, რომელიც მისაღებია

რეალურად, ცვლილებები და ინიციატივები, რაც წარმოდგენილი აქვს “ოცნებას”, მე არ ვიტყვი, რომ ეს ყველაფერი უსარგებლოა და არ ვარგა. არ არის ეგრე, იქ არის კონკრეტული საკითხები, მათ შორის ორგანული კანონის პროექტში, რომელიც მისაღებია, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ დეპუტატმა, მიხეილ დაუშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც პარლამენტში 9 რეკომენდაციის შესრულების თაობაზე დაგეგმილ სამუშაო შეხვედრას გამოეხმაურა. მისივე თქმით, “ქართული […]
„ნუ იქნებით პილატეზე სასტიკი, გადაეცით ნავალნის ცხედარი ოჯახს“ – 26 რუსი სასულიერო პირის მიმართვა კრემლს

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდლებმა რუსეთის ხელისუფლებისადმი ღია მიმართვა გამოაქვეყნეს. ისინი მოუწოდებენ კრემლს, დაღუპული ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის ცხედარი ოჯახს გადასცენ. მიმართვა გამოქვეყნდა პროექტ „ყველას მშვიდობას“ საიტზე. ეს პროექტი ეხმარება იმ მღვდლებს, რომლებიც ჩამოაშორეს მსახურებას მათი ანტისაომარი პოზიციების გამო. მიმართვაში ნათქვამია, რომ პოლიტიკოსობის გარდა, ნავალნი მორწმუნეც იყო, ხოლო ოჯახს უნდა ჰქონდეს მასთან გამომშვიდობების საშუალება. „ეს არის არა […]
Sky News: რუსეთი ბრიტანეთიდან საქონელს მაინც იღებს, მათ შორის პოსტსაბჭოთა ქვეყნების გავლით

ბრიტანულმა Sky News-მა ოფიციალური საბაჟო სტატისტიკის დეტალური კვლევა გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც სანქციების მიუხედავად, რუსეთი ბრიტანეთიდან საქონლის მიღებას აგრძელებს, მათ შორის ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების გავლით. რეპორტაჟში საქართველოც არის ნახსენები. Sky News-ის ანალიზის მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ ბრიტანეთიდან რუსეთში ექსპორტი სანქციების დაწესების შემდეგ მკვეთრად შემცირდა, ექსპორტი გაერთიანებული სამეფოდან ყოფილ საბჭოთა ქვეყნების ჯგუფში – უზბეკეთიდან საქართველომდე, უპრეცედენტო ტემპით […]
დიმიტრი მედვედევი – რუსეთი, ალბათ, კიევამდე მივა, თუ ახლა არა, კონფლიქტის სხვა ფაზაში

რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, დიმიტრი მედვედევის განცხადებით, რუსეთი, შესაძლოა, კიევამდე მივიდეს, რადგან მისი არსებობის საფრთხე სწორედ კიევიდან მოდის. „სად უნდა გავჩერდეთ? – არ ვიცი. ვფიქრობ, ჯერ კიდევ ბევრი და სერიოზულად უნდა ვიმუშაოთ. იქნება ეს კიევი? – დიახ, ალბათ, კიევი უნდა იყოს. თუ ახლა არა, მაშინ გარკვეული დროის შემდეგ, შესაძლოა ამ კონფლიქტის განვითარების სხვა რომელიმე […]