თაზო დათუნაშვილმა “ლელო” დატოვა – 1000 ლარიანი პენსიის დაპირება პარტიაშიც არარეალურად მიაჩნიათ

“კურიერის” ინფორმაციით, “ლელოს” რიგები თამაზ დათუნაშვილმა დატოვა. პარტიაში სკანდალის მიზეზი წინასაარჩევნოდ 1000-ლარიანი პენსიის დაპირება გახდა, რაც, დათუნაშვილის აზრით, არარეალურია. ამ საკითხზე ის პარტიის ლიდერს, მამუკა ხაზარაძეს პირადად დაუპირისპირდა, რის შემდეგაც პარტია ოფიციალურად დატოვა. დაპირისპირების დეტალებზე დათუნაშვილი ღიად არ საუბრობს, თუმცა “კურიერს” დაუდასტურა, რომ პარტიის რიგები დატოვა.

ახალი ზელანდია უკრაინას 26 მილიონი დოლარის დახმარებას გამოუყოფს

ახალი ზელანდიის მთავრობამ განაცხადა, რომ უკრაინას თავდაცვისა და ჰუმანიტარული დახმარების კიდევ ერთ პაკეტს გადასცემს, რომლის ღირებულებაც თითქმის 26 მილიონი აშშ დოლარია. როგორც დახმარების პაკეტის ნაწილი, ახალი ზელანდია 6.5 მილიონ დოლარს გააგზავნის გაერთიანებული სამეფოს მიერ ადმინისტრირებულ ფონდს უკრაინისთვის იარაღისა და საბრძოლო მასალის შესაძენად. აგრეთვე, ქვეყანა 7 მილიონი დოლარის ღირებულების ჰუმანიტარულ დახმარებას გაუწევს ომის შედეგად დაზარალებულ უკრაინელებს, […]

მოლდოვაში საყოფაცხოვრებო მომხმარებლისთვის გაზის ტარიფი 20%-ით შემცირდა

მოლდოვაში ენერგეტიკის მარეგულირებელმა ეროვნულმა სააგენტომ (ANRE) გაზის ტარიფები საყოფაცხოვრებო მომხმარებლისთვის 20%-ით, კუბურ მეტრზე 18,07 ლეიდან 14,46 ლეიმდე შეამცირა. ამის შესახებ ANRE-ს პრესსამსახურის განცხადებაშია ნათქვამი. უწყების ცნობით, ტარიფის გადახედვის სამი მიზეზი არსებობდა: გაზის საშუალო შესყიდვის ფასის შემცირება 750 დოლარიდან 518 დოლარამდე 1000 კუბურ მეტრზე, მოლდავური ლეის გაძლიერება, ასევე განაწილების და ხარჯების მაჩვენებელი. ახალი ტარიფები ქვეყანაში 23 […]

უკრაინა ადასტურებს, რომ დაარტყეს რუსების საწვრთნელ პოლიგონს ხერსონში

სამხრეთ უკრაინის თავდაცვის ძალების პრესცენტრის ხელმძღვანელმა ნატალია გუმენიუკმა დაადასტურა, რომ უკრაინამ დაარტყა ხერსონის ოლქის მარცხენა სანაპიროზე პოდო-კალინოვკას მახლობლად მდებარე სასწავლო პოლიგონს. დაღუპულია სულ მცირე 60-მდე რუსი სამხედრო, რომლებიც იქ წვრთნას გადიოდნენ. “ვიდეოდან ჩანს, რომ თავდასხმის ჯგუფები ვარჯიშობდნენ, ისინი ცდილობდნენ შეემუშავებინათ თავიანთი ქმედებების თანმიმდევრულობა და ჩვენ დავადგინეთ ეს. სამუშაო შესრულდა ეფექტურად, მინიმუმ 60-მდე დამპყრობელი ნამდვილად არ […]

ყველაფერს ხომ აქვს საზღვარი?! – ნინო ფოჩხუა

ყველაფერს ხომ აქვს საზღვარი?! – ნინო ფოჩხუა ფანტასტიკის სფეროსაც სცილდება ის, რაც დღეს მსოფლიოში ხდება. საქართველო ყოველთვის გამოირჩეოდა თავისი ტოლერანტული დამოკიდებულებით უმცირესობის მიმართ, მაგრამ ყველაფერს ხომ აქვს საზღვარი, – ასე ეხმიანება ექსპერტი ნინო ფოჩხუა დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის ეროვნული სამსახურის განცხადებას, რომელმაც ტრანსგენდერების რძე ისეთივე სასარგებლოდ ცნო, როგორც დედის რძე. მისი თქმით, “უკიდეგანო მარაზმია” ტრანსგენდერის მიერ, […]

საბედნიეროდ, საქართველოს ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა სამივე დიდი საფრთხის – პანდემიის, ომის და რადიკალიზმის – გასანეიტრალებლად

საბედნიეროდ, საქართველოს ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა სამივე დიდი საფრთხის – პანდემიის, ომის და რადიკალიზმის – გასანეიტრალებლად საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა 2023 წლის ანგარიშის წარდგენისას განვლილი წელი შეაჯამა და იმ გამოწვევების შესახებ ისაუბრა, რომლებსაც საქართველოს ხელისუფლება მე-10 მოწვევის პარლამენტთან ერთად გაუმკლავდა. მისი თქმით, ეს იყო პანდემია, რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ, სადაც საქართველო დადგა ისტორიული საფრთხის წინაშე, […]

გიორგი ვაშაძე შალვა პაპუაშვილს – თუ შეიძლება, პასუხი გაგვეცით კითხვაზე, რა გააკეთა პარლამენტმა იმისთვის, რომ ადამიანებს უკეთესად ეცხოვრათ, ეს მძიმე მდგომარეობა არ ყოფილიყო ქვეყანაში – სად არის ადამიანი, სად არის მისი პრობლემები?

თუ შეიძლება, პასუხი გაგვეცით კითხვაზე, რა გააკეთა პარლამენტმა იმისთვის, რომ ადამიანებს უკეთესად ეცხოვრათ, ეს მძიმე მდგომარეობა არ ყოფილიყო ქვეყანაში – სად არის ადამიანი, სად არის მისი პრობლემები? – ამ შეკითხვით „სტრატეგია აღმაშენებლის“ლიდერმა გიორგი ვაშაძემ პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს მიმართა, რომელიც პარლამენტში წლიური მოხსენებით გამოდის. როგორც გიორგი ვაშაძემ აღნიშნა, შალვა პაპუაშვილის გამოსვლა „გაჟღენთილი იყო დაპირისპირების რიტორიკით“. […]

შალვა პაპუაშვილი – დეზინფორმაცია სამი წლის განმავლობაში ქართულ პოლიტიკაში პოლარიზაციის გაღრმავების, სახელმწიფო ინსტიტუტების დასუსტების და ქვეყნის საგარეო პოლიტიკური მიზნების დაზიანების მთავარ იარაღად იქცა

წლების განმავლობაში ოპოზიცია ცდილობდა პრორუსულობა დაებრალებინა მმართველი პარტიისთვის. ეს მცდელობა ვლინდებოდა შიდა პოლიტიკურ პროპაგანდაში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა 2023 წლის ანგარიშის წარდგენის დროს დეზინფორმაციის გავრცელების საფრთხეებზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, საპარლამენტო უმრავლესობის პოზიცია იყო და არის სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკა, რომელიც ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში წარმოადგენდა სტრატეგიულ პარტნიორებთან შეთანხმებულ პოლიტიკას, საქართველოს მძიმე […]

შალვა პაპუაშვილი – სტრასბურგის გადაწყვეტილებებში გამოჩნდა, რომ მართალი იყო ქართული სასამართლო და ტყუოდა ყველა, ვინც მას თავს ესხმოდა – არ გვაქვს მოლოდინი, რომ შიგნით თუ გარეთ ვინმე ბოდიშს მოიხდის, მაგრამ ისწავლონ წარსულის გაკვეთილები

სტრასბურგის გადაწყვეტილებებში გამოჩნდა, რომ მართალი იყო ქართული სასამართლო და ტყუოდა ყველა, ვინც მას თავს ესხმოდა – არ გვაქვს მოლოდინი, რომ შიგნით თუ გარეთ ვინმე ბოდიშს მოიხდის, მაგრამ მოვუწოდებ ყველას – ისწავლონ წარსული პერიოდის გაკვეთილები, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც მის წლიურ ანგარიშს ისმენენ. შალვა პაპუაშვილის თქმით, მაშინ, როცა სურდათ […]

შალვა პაპუაშვილი – არანაირ პოლარიზაციასთან საქმე არ გვაქვს, საზოგადოება ერთიანია, პოლარიზაცია კი სინამდვილეში პოლიტიკური პარტიების ნაწილის რადიკალიზაციაში ვლინდება – ამ გზაზე მათთვის არაფერი წმინდა აღარ არსებობს

არანაირ პოლარიზაციასთან საქმე არ გვაქვს, საზოგადოება ერთიანია, პოლარიზაცია კი სინამდვილეში პოლიტიკური პარტიების ნაწილის რადიკალიზაციაში ვლინდება – ამ გზაზე მათთვის არაფერი წმინდა აღარ არსებობს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც 2023 წლის საქმიანობის ანგარიშს წარადგენს. მისივე თქმით, რადიკალური ოპოზიციის მხრიდან ნებისმიერი საკითხის პოლიტიზება და შემდეგ მათი პოლიტიკურ იარაღად გამოყენება […]