ტატუნაშვილი ქართველი კაცის ღირსებისა და შეუპოვრობის სიმბოლოდ იქცა — კობახიძე

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობიდან 6 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „დღეს 6 წელი შესრულდა საოკუპაციო რეჟიმის მიერ არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობიდან. მისი სახელი ქართველი კაცის ღირსებისა და შეუპოვრობის სიმბოლოდ იქცა ყველა ჩვენგანისა და მომავალი თაობებისათვის. ჩვენს საზოგადოებასთან ერთად კიდევ ერთხელ მივაგებ პატივს ჩვენი დროის გმირის ნათელ ხსოვნას“, — ნათქვამია განცხადებაში. ირაკლი კობახიძის თქმით, ხელისუფლება ყველაფერს […]

ქუთაისში, ინდოეთის რამდენიმე მოქალაქე დააკავეს

ქუთაისში, შერვაშიძის ქუჩაზე ინდოეთის რამდენიმე მოქალაქე დააკავეს. არსებული ინფორმაციით, დაკავება ნარკოდანაშაულს უკავშირდება. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, ინდოელები სამართალდამცველებმა დილით წაიყვანეს. მათივე თქმით, აღნიშნული პირები კორპუსში ერთი კვირის წინ გადავიდნენ და რას საქმიანობდნენ მათთვის უცნობია. დაკავების ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ. მომხდარზე უწყებაში განცხადება მოგვიანებით გაკეთდება.

გიორგი ვაშაძე – შალვა პაპუაშვილის ანგარიში იყო მხოლოდ და მხოლოდ ზიზღი, ზიზღი და ზიზღი – ოპოზიცია ყოფილა ყველაფერში დამნაშავე – ბატონო შალვა, საიდან ამდენი ზიზღი?

მაინტერესებს ბატონო შალვა, საიდან ამდენი ზიზღი? საიდან ამდენი ზიზღის რიტორიკა, რომელიც თქვენს საუბარში იყო? – ასე მიმართა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ „გამარჯვების კოალიციის“ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს, რომელმაც პარლამენტში ყოველწლიური ანგარიში წარადგინა. მისივე განცხადებით, „ბიძინა ივანიშვილი უდრის უმუშევრობას, სიღარიბეს, ემიგრაციას და ქართველებისგან საქართველოს დაცლას“. „მინდა მივმართო შალვა პაპუაშვილს, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე […]

შალვა პაპუაშვილი გიორგი ვაშაძეს – როგორც ჩანს, ჯერ არ აღმოგიჩენიათ, რა არის თქვენი ფუნქცია პარლამენტში და როგორ უნდა ემსახუროთ ქართველ ხალხს – ეს მსახურება მარტო მიკროფონის ჩართვა-გამორთვა არ არის

მე მიკვირს ეს კითხვა, როგორც ჩანს, თქვენ ჯერ არ აღმოგიჩენიათ, რა არის თქვენი ფუნქცია პარლამენტში და როგორ უნდა ემსახუროთ ქართველ ხალხს. ეს მსახურება მარტო მიკროფონის ჩართვა-გამორთვა და მიკროფონში საუბარი არ არის. ეს არის ყოველდღიური, გვიანობამდე საქმიანობა, – ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, დეპუტატ გიორგი ვაშაძის შეკითხვას, „რა გააკეთა პარლამენტმა იმისთვის, რომ […]

შალვა პაპუაშვილი – ჩემი პირველი ვიზიტი ბრიუსელში მქონდა, ისევე როგორც ჩვენს ახალ პრემიერ-მინისტრს – გაგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილს პრეზიდენტის რანგში პირველი ვიზიტი მოსკოვში ჰქონდა – ესეც ვიცოდეთ ისტორიისთვის

ჩემი პირველი ვიზიტი ბრიუსელში მქონდა, ისევე როგორც ჩვენს ახალ პრემიერ-მინისტრს – გაგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილს პრეზიდენტის რანგში პირველი ვიზიტი მოსკოვში ჰქონდა, ესეც რომ ვიცოდეთ ისტორიისთვის, ვინ სად დგას და ვინ საით იყურება, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც დეპუტატების კითხვებს პასუხობს. პაპუაშვილის აღნიშნულ განცხადებას საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატები ტაშით შეხვდნენ. […]

მამუკა მდინარაძე „ლელოდან“ თაზო დათუნაშვილის შესაძლო წასვლაზე – ეს კაცი მიხვდა, რომ საშინელ ტყუილს ათქმევინებდნენ და ვერ „გააპრავებდა” ამ ყველაფერს – შეიძლება ამიტომ დატოვა პარტია

შეიძლება გამოიწვია იმან, რომ ეს კაცი მიხვდა, რომ საშინელ ტყუილს ათქმევინებდნენ და ვერ „გააპრავებდა” ამ ყველაფერს და შეიძლება ამიტომ დატოვა პარტია, – ასე გამოეხმაურა მამუკა მდინარაძე მედიით გავრცელებულ ინფორმაციას, პარტია “ლელოს” პოლიტსაბჭოს წევრის თაზო დათუნაშვილის მიერ, პარტიიდან წასვლის შესახებ. მისივე თქმით, არ იცის კონკრეტულმა ადამიანმა რატომ დატოვა პარტია, მაგრამ 1000 ლარიან პენსიაზე წარმოდგენილი პუნქტები ერთმანეთს […]

ნიკოლოზ სამხარაძემ ვენაში შეხვედრაზე ეუთოში 9 ქვეყნის მუდმივ წარმომადგენლებთან საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მძიმე ვითარებაზე და რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებზე ისაუბრა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი ნიკოლოზ სამხარაძე მონაწილეობს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაში, რომელიც ავსტრიის დედაქალაქ ვენაში იმართება. პარლამენტის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში ნიკოლოზ სამხარაძე ეუთო-ში კანადის, ესტონეთის, ირლანდიის, ლიეტუვის, ნორვეგიის, პოლონეთის, სლოვაკეთის მუდმივ წარმომადგენლებს და ასევე, აშშ-ს მუდმივი წარმომადგენლის მოადგილეს შეხვდა. „შეხვედრებისას განხილვის ერთ-ერთ მთავარ თემას ეუთო-ს 2024 წლის […]

ბასილაშვილის ოთხმოგებიანი სერია და იტალიური ტურნირის მეოთხედფინალის საგზური

იტალიის ქალაქ ტრენტოში მიმდინარე ტურნირზე ნიკოლოზ ბასილაშვილმა მასპინძელი ფედერიკო ბონდიოლი მარტივად 7:5 6:1 დაამარცხა და მეოთხედფინალში გავიდა. ზედიზედ ოთხმატჩიანი წაგებათა სერიის შემდეგ ქართველმა ჩოგბურთელმა მიჯრით 4 მატჩის მოგება მოახერხა, მსგავსი გამარჯვებების სერია კი ბოლოს ჩვენებურს 2021 წელს ინდიან უელსის 1000 ქულიან ტურნირზე ჰქონდა. მოგეხსენებათ, ნიკოლოზი მაშინ ფინალში კამერონ ნორისთან 6:3 4:6 1:6 დამარცხდა. ბასილაშვილის მომავალი […]

“ნაპოლისა” და “ბარსელონას” მატჩზე ჩემპიონთა ლიგის რეკორდი დაფიქსირდა

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში “ნაპოლიმ” საკუთარ მოედანზე “ბარსელონას” უმასპინძლა და ფრედ, 1:1 ითამაშა. “ბლაუგრანას” ძირითად შემადგენლობაში გახლდათ ფორვარდი ლამინ იამალი, რომელიც 16 წლისა და 223 დღის გახლდათ. ის გახდა ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში მიიღო მონაწილეობა. წყვილის განმეორებითი შეხვედრა “მონჟუიკზე” 13 მარტს შედგება.

არ მოგეჩვენათ, ეს ნიკა გვარამიას, “ნაციონალური მოძრაობის”სინონიმის აღიარებითი ჩვენებაა – თამთა მეგრელიშვილი

ნიკა გვარამია, რომელიც მედია მენეჯერობის სტატუსით კანონს ემალებოდა, დამნაშავედ იქნა ცნობილი და მან მიხეილ სააკაშვილის დროის ციხის პირობებსა და ახლანდელი ციხის პირობებს შორის განსხვავება საკუთარ თავზე გამოსცადა“, – ამის შესახებ, „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, ქართული ციხე 2012 წლიდან დღემდე არის ადამიანის უფლებებზე მორგებული სისტემა, რომელშიც რეფორმების პროცესი საჭიროებაზე მორგებული […]