ჯო ბაიდენმა პუტინს შეშლილი ბოზისშვილი უწოდა – “Reuters”

ჯო ბაიდენმა ვლადიმერ პუტინის შეშლილი ბოზისშვილი უწოდა – ამის შესახებ “როიტერი” წერს. „ეს უკანასკნელი ეგზისტენციალური საფრთხეა. ეს კლიმატია. ჩვენ გვყავს შეშლილი “ბოზისშვილი” SOB ( Son of a Bitch) როგორიცაა პუტინი და სხვები და ჩვენ ყოველთვის უნდა გვაღელვებდეს ბირთვული კონფლიქტი – წერს Reuters. ავტორი განმარტავს, რომ ბაიდენმა ეს ფრაზა დონორების ცალკეულ წარმომადგენლებთან გააჟღერა.
ბაიდენის პრეზიდენტობისას აშშ-ში არალეგალურად 7.3 მილიონი მიგრანტი შევიდა

აშშ-ში ჯო ბაიდენის მიერ პრეზიდენტის პრეზიდენტად არჩევიდან დღემდე ამერიკის სამხრეთ საზღვარი 7.3 მილიონმა მიგრანტმა გადაკვეთა, რაც აშშ-ში ცალკე აღებული 36 შტატის მოსახლეობის რაოდენობას აღემატება. აღნიშნული ინფორმაციას აშშ-ს სასაზღვრო და საბაჟო დაცვის სააგენტო ავრცელებს, რომლის მიხედვითაც მიმდინარე ფისკალურ წელიწადში საზღვარი უკვე 961 537-მა მიგრანტმა გადალახა. რაც ნიშნავს, რომ მსგავსი ტემპის გაგრძელების შემთხვევაში 2024 წელს აშშ-ში რეკორდული […]
უკრაინის შეიარაღებული ძალები ადასტურებს, რომ ხერსონში, რუსეთის სამხედრო პოლიგონს დაარტყეს

უკრაინის შეიარაღებული ძალები ადასტურებს, რომ უკრაინელმა სამხედროებმა ხერსონის ოლქის რუსეთის მიერ ოკუპირებულ ნაწილში პოლიგონს დაარტყეს, სადაც რუსი სამხედროები წვრთნებს გადიოდნენ. სამხრეთ უკრაინის თავდაცვის ძალების წარმომადგენლის, ნატალია გუმენიუკის თქმით, პოლიგონზე თავდასხმის ჯგუფები გადიოდნენ წვრთნებს, რომლებსაც დნეპრის მარცხენა სანაპიროზე მდებარე სოფელ კრინკზე თავდასხმაში უნდა მიეღოთ მონაწილეობა. გუმენიუკის ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად, სულ მცირე 60 რუსი სამხედრო დაიღუპა. მანამდე, […]
კურიერების პარტნიორობა პლატფორმულ ბიზნესთან დამსაქმებელ-დასაქმებულის ურთიერთობად ვერ იქნება განხილული – ფინეთის სასამართლომ დიდი ბრიტანეთის, უნგრეთის და ევროკავშირის პოზიცია გაიზიარა

კურიერების პარტნიორობა პლატფორმულ ბიზნესთან დამსაქმებელ-დასაქმებულის ურთიერთობად ვერ იქნება განხილული – ფინეთის სასამართლომ დიდი ბრიტანეთის, უნგრეთის და ევროკავშირის პოზიცია გაიზიარა დიდი ბრიტანეთი, უნგრეთი, ევროკავშირი და ახლა უკვე ფინეთი – პლატფორმულ ბიზნესში ჩართული პირების დასაქმებულებად აღიარება ფინეთის სასამართლომ სამართლიანად არ მიიჩნია. სასამართლოს განჩინებით, კურიერების პარტნიორობა პლატფორმული ბიზნესის კომპანიებთან დამსაქმებელ-დასაქმებულის ურთიერთობად ვერ იქნება განხილული და ამისთვის არაერთი არგუმენტი […]
ვინ იყიდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 10 ყველაზე ძვირად ღირებული ქონება

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ყველაზე ძვირად ღირებული ქონება ჩაჩავას კლინიკამ იყიდა. სახელმწიფო პროექტის „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ მიხედვით, 2023 წელს აუქციონზე გამოტანილ არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთებს შორის, ყველაზე მეტი, სწორედ მან გადაიხადა. უფრო კონკრეტულად, კლინიკამ თბილისში, გრიგოლ ფერაძის ქუჩა N4ა-ში მდებარე 6232.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი 5 580 000 ლარად შეიძინა. პროექტის ფარგლებში ყველაზე ძვირად გაყიდული […]
„ყურადღებით, კიბერთაღლითობის ახალი სქემა – სოციალურ ქსელში გვხვდება რეკლამები, სადაც მცირე ინვესტიციით დიდი ამონაგებს გვპირდებიან“ – გიორგი კეპულაძე

არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკები“-ს დამფუძნებელი გიორგი კეპულაძე სოციალურ ქსელში კიბერთაღლითობის ახალი სქემის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. „ყურადღებით, კიბერთაღლითობის ახალი სქემა. სხვადასხვა სოციალურ ქსელში გვხვდება რეკლამები, სადაც მცირე ინვესტიციით დიდი ამონაგებს გვპირდებიან, ან გვთავაზობენ დასაქმებას. ასევე უკავშირდებიან მომხმარებლებს სოციალური ქსელით, სხვადასხვა აპლიკაციებით (Whatsapp, Viber), ცდილობენ დაარწმუნონ, რომ განახორციელოს ინვესტიცია, ივაჭროს სხვადასხვა აქციებით ან აქტივებით, ამისთვის ურჩევენ […]
„ქართული ოცნების“ მიერ მიღებული შემოწირულება 13-ჯერ მეტია ვიდრე სხვა ყველა პარტიის ერთად აღებული – TI

“საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ” პოლიტიკური შემოწირულებების კვარტალური საინფორმაციო ბიულეტენი გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც 2023 წლის მე-4 კვარტალში „ქართული ოცნების“ მიერ მიღებული შემოწირულებების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა და თითქმის 9,5 მილიონი ლარი შეადგინა, რაც ყველა პარტიის მიერ მიღებული შემოწირულების 93%-ია. TI-ის თანახმად, 2023 წლის IV კვარტალში ყველა პარტიამ ჯამში 10 163 787 ლარის შემოწირულება მიიღო, საიდანაც ოპოზიციურ პარტიებზე 700 […]
შალვა პაპუაშვილი – სალომე ზურაბიშვილმა გადაწყვიტა, რომ ის უფრო მაღლა დგას, ვიდრე პარლამენტი, კონსტიტუცია, საკონსტიტუციო სასამართლო და ეროვნული ინტერესები

ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირი, რომელიც ქვეყნის გამაერთიანებელი უნდა იყოს, ქვეყნის გამთიშველი აღმოჩნდა, რომელმაც რადიკალიზაციის ხელშეწყობით პრაქტიკულად რადიკალური ოპოზიციის თამაში გაიზიარა და ამით მნიშვნელოვნად დააზარალა არა „ქართული ოცნება“, არამედ საქართველოს საერთაშორისო იმიჯი და ინტერესები, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა პარლამენტში ანგარიშით წარდგენისას განაცხადა. მისი თქმით, პრეზიდენტის ინსტიტუტი „რადიკალიზაციის სამარცხვინო ფერხულშია“ ჩაბმული. „რაოდენ სამწუხაროა, რომ […]
ლევან დავითაშვილმა მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ იმირში არქეოლოგიური კომპლექსის ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ იმირში, ნამოსახლარ „გადაჭრილი გორას“ არქეოლოგიური კომპლექსის ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ლევან დავითაშვილი იმირში კულტურის და სპორტის მინისტრ, ვიცე-პრემიერ თეა წულუკიანთან, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ოთარ შამუგიასთან, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულ გიორგი დოხტურიშვილთან და კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა […]
გიორგი ვაშაძე – დღე და ღამე მოგვიწევს მუშაობა იმისთვის, რომ ამ ბნელ ძალას გამოვტაცოთ სამშობლო და დავუბრუნოთ ხალხს – სად გვცალია ზიზღის რიტორიკისთვის?!

სიმართლე ჩვენ მხარესაა, დღედაღამ მოგვიწევს მუშაობა იმისთვის, რომ ამ ბნელ ძალას გამოვტაცოთ სამშობლო და დავუბრუნოთ ხალხს, რამდენი საქმე გვაქვს საკეთებელი, სად გვცალია ამ ზიზღის რიტორიკისთვის?! – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ „გამარჯვების კოალიციის“ ღონისძიებაზე განაცხადა, რითაც შალვა პაპუაშვილის დღევანდელ მოხსენებას გამოეხმაურა. ვაშაძის განცხადებითვე, „ბევრი იქნება სამუშაო, რათა ქვეყანა ივანიშვილისგან გათავისუფლდეს და განვითარების სწორ […]