უკრაინის უსაფრთხოების სამსახური – რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ 20-ზე მეტი ჩრდილოეთ კორეული რაკეტა გამოიყენა

უკრაინის უსაფრთხოების სამსახური იტყობინება, რომ გასული წლის ბოლოდან რუსმა სამხედროებმა უკრაინაში 20-ზე მეტი ჩრდილოეთ კორეული წარმოების რაკეტა ისროლეს. საუბარია ჩრდილოეთ კორეაში წარმოებულ Hwasong-11 (KN-23/24) ტიპის ბალისტიკურ რაკეტებზე. უწყების ცნობით, ჩრდილოეთ კორეული რაკეტების გამოყენებით თავდასხმების შედეგად დაიღუპა სულ მცირე 24 მშვიდობიანი მოქალაქე და 100-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მძიმედ დაშავდა. რუსეთის მიერ კორეული რაკეტების გამოყენების ერთ-ერთი პირველი […]

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. კერძოდ, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, 23 თებერვალს 11:00-დან 18:30 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში ქვემო არანისი, ჟინვალი, ფასანაური, ხევსა და მიმდებარე სოფლებში. მათივე ცნობით, ელექტროენერგიის მიწოდება 11:00-დან 18:00 საათამდე შეეზღუდებათ აბონენტებს თბილისის მუნიციპალიტეტში სოფელ დიღომში; ბარათაშვილის, ქედის, კაკაბაძის, ავთანდილის და მიმდებარე […]

დონალდ ტუსკი – პოლონეთ-უკრაინის საზღვარზე შექმნილი სიტუაციის მოსაგვარებლად მოლაპარაკებები ტექნიკურ დონეზე უნდა წარიმართოს

პოლონეთ-უკრაინის საზღვარზე შექმნილი სიტუაციის მოსაგვარებლად მოლაპარაკებები ტექნიკურ დონეზე უნდა წარიმართოს, – ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა განაცხადა. „უკრაინულ მხარესაც ესმის, რომ უმჯობესია ეს მოლაპარაკებები ტექნიკურ დონეზე წარიმართოს, რათა მთავრობის სხდომას სიმბოლური მნიშვნელობა არ ჰქონდეს – ჩვენ ხომ ურთიერთობებში სიმბოლიზმი არ გვჭირდება. მთელი მსოფლიო ხედავს იმას, თუ რამდენად მტკიცედ გვაქვს უკრაინის დახმარება გადაწყვეტილი და სოლიდარობის […]

პარლამენტში, ევროკავშირის ცხრა რეკომენდაციის შესრულების საკითხზე შეხვედრა იწყება, რომლის მთავარი თემა მართლმსაჯულების რეფორმაა

პარლამენტში, ევროკავშირის ცხრა რეკომენდაციის შესრულების საკითხზე შეხვედრა იწყება, რომლის მთავარი თემა მართლმსაჯულების რეფორმაა. შეხვედრაში მონაწილეობენ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფების დეპუტატები, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი, “აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო პლატფორმაში” შემავალი რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი. შეხვედრას პარლამენტის თავმჯდომარე გაუძღვება. როგორც შეხვედრის დაწყებამდე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, მმართველი გუნდი სასამართლო სისტემის რეფორმასთან დაკავშირებით ისეთი წინადადებებისა და იდეების […]

კახეთში “Culinary Connection Euskadi-Georgia” – საქართველოსა და ბასკეთის გასტრონომიული კონგრესი გაიმართება

2-3 მარტს კახეთში საქართველოსა და ბასკეთის გასტრონომიული კონგრესი “Culinary Connection Euskadi-Georgia” ჩატარდება. კონგრესი 250-ზე მეტ ადამიანს უმასპინძლებს კახეთში. სამი დღის განმავლობაში გაიმართება პანელური დისკუსიები, პრეზენტაციები და კულინარიული შოუ, რომელსაც ცნობილი ბასკი და ქართველი შეფები გაუძღვებიან. ღონისძიებაზე მოწვეული იქნებიან სასტუმროებისა და რესტორნების შეფმზარეულები საქართველოს ყველა კუთხიდან. ღონისძიება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა […]

პრემიერ-მინისტრი საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ჭოუ ციენს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორი ქვეყნის მჭიდრო მეგობრულ ურთიერთობებს, რაც გასულ წელს სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე გაღრმავდა, ასევე − თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებს. „მაღალი შეფასება მიეცა ქვეყნებს შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის ინტენსიფიკაციას […]

მეცნიერი – კლიმატის ცვლილებებმა ბუნებრივი კატასტროფები გაახშირა – მთავრობის წინაშე დადგება საკითხი პრიორიტეტი მიანიჭოს სტეფანწმინდას, ყვარელს, თელავსა და ომალოს

[შევიმუშავეთ] პროექტი, რომლის ფარგლებშიც, განსაკუთრებით სენსიტიური ან მოწყვლადი ტერიტორია დავაფიქსირეთ სტეფანწმინდაში, სადაც გასულ წელსაც აქტიური იყო ეროზიულ-ღვარცოფული და თოვლის ზვავების აქტიური მუშაობა – [ამასთან,] საუბარია კახეთის და მცხეთა-მთიანეთის რეგიონზეც – მივედით იმ დასკვნამდე, რომ საჭიროა პრიორიტეტული, სტრატეგიული გეგმების დამუშავება, სადაც უნდა განხორციელდეს სასწრაფო პრევენციული ღონისძიებები, – ამის შესახებ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსმა გივი გავარდაშვილმა […]

არჩილ თალაკვაძე – „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებმა გააკეთეს პირდაპირი აღიარება, რომ ემზადებიან არჩევნების მეორე დღისთვის და წინასაარჩევნო პერიოდს განიხილავენ, როგორც რევოლუციისთვის მოსამზადებელს

„ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებმა გუშინ გააკეთეს პირდაპირი აღიარება, რომ ემზადებიან არა წინასაარჩევნო კამპანიისთვის, არა არჩევნების დღისთვის, არამედ ემზადებიან არჩევნების მეორე დღისთვის და წინასაარჩევნო პერიოდს განიხილავენ, როგორც რევოლუციისთვის მოსამზადებელს, – ამის შესახებ ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. მისივე თქმით, ეს იყო პირდაპირი განცხადება და აღიარება, რომ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნაც ემსახურება ზუსტად ამ ამოცანას, რომ ის ჩაერთოს […]

ბჟანიას თქმით, აფხაზეთში USAID-ის აკრძალვა რუსეთის წინაშე ვალდებულებაა

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი ასლან ბჟანია ამბობს, რომ რუსეთთან ალიანსი აფხაზეთს გარკვეულ ვალდებულებებს აკისრებს. ამასთან დაკავშირებით ბჟანიამ ახსენა, რომ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID – დაახლოებით) საქმიანობა რუსეთში 2012 წლიდან აკრძალულია. “ამ რთულ პირობებში, როდესაც საბრძოლო მოქმედებები, ფაქტობრივად, ფართომასშტაბიანი ომი მიმდინარეობს, შეგვიძლია თუ არა, როგორც მოკავშირეებმა და სტრატეგიულმა პარტნიორებმა, დავუშვათ რუსეთის მიმართ მტრულად განწყობილი, […]

ყველაზე მოთხოვნადი ვაკანსია კონსულტანტი და გაყიდვების მენეჯერია – როგორი ტენდენციებია დასაქმების ბაზარზე

ყველაზე მოთხოვნადი ვაკანსია კონსულტანტი და გაყიდვების მენეჯერია – როგორი ტენდენციებია დასაქმების ბაზარზე 2023 წლის აგვისტოდან 2024 წლის იანვრის ჩათვლით, 41,889 ვაკანსია გამოქვეყნდა jobs.ge-ზე, რაც 2022- 2023 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 3.4%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. PMC კვლევითი ცენტრის დასაქმების თრექერის მიხედვით, 2024 წლის იანვარში გამოქვეყნებული ვაკანსიების რაოდენობა 29.1%-ით მეტია 2023 წლის დეკემბერში გამოქვეყნებული ვაკანსიების რაოდენობასთან შედარებით. 2023 […]