1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6505 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6505 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6505 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6501 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0004 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8774 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8618 ლარს შეადგენდა. […]
საქართველოს ბანკისა და UNDP-ის მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამაზე მიღება დაიწყო

ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისა და გენდერული თანასწორობის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს ბანკი, გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) თანამშრომლობითა და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის მეშვიდე ნაკადზე მიღებას აცხადებს. პროგრამა ქალ ლიდერებს, რომლებიც მცირე და საშუალო ზომის ბიზნესებსა და საწარმოებს წარმოადგენენ, 360°-იან მხარდაჭერას სთავაზობს. იგი ოთხ ღირებულებას – ცოდნას, მხარდაჭერას, გამოცდილებასა და თანამშრომლობას ემყარება. პროგრამა ინტენსიურ საინფორმაციო-საგანმანათლებლო […]
საქართველოს ახლად დანიშნული პრემიერი ბრიუსელში ვიზიტის შემდეგ ჩინეთის ელჩს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ჭოუ ციენს შეხვდა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვედრაზე ისაუბრეს „სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე“ გაღრმავებულ მეგობრულ ურთიერთობებზე, ასევე „თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებზე“. „გამოითქვა იმედი, რომ სტრატეგიული ურთიერთობის ფორმატი ხელს შეუწყობს დარგობრივი, ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების, ხალხთაშორისი კავშირების კიდევ უფრო განვითარებას“. შეხვედრაზე […]
თინა ბოკუჩავა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე იმყოფება

საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე იმყოფება. „ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, თინა ბოკუჩავა ასევე, შეხვედრებს ატარებს სხვადასხვა დელეგაციასთან, მათ შორის აშშ-ს დელეგაციის ხელმძღვანელთან, კონგრესმენ ჯო ვილსონთან. „ალექსეი ნავალნის მკვლელობის შემდეგ, პუტინის რეჟიმის მხრიდან, საქართველოს საერთაშორისო მეგობრები, განსაკუთრებით შეშფოთებულები არიან პრეზიდენტ სააკაშვილის პოლიტიკური პატიმრობით და ყველას ესმის, რომ მისი გათავისუფლება მნიშვნელოვანია ქვეყნის […]
ვახტანგ მეგრელიშვილი – ერთადერთი შესაძლებლობა საქართველოსთვის არის, რომ ისეთი არჩევნები ჩავატაროთ პოლიციის უფროსების, პროკურორების, მოსამართლეების, როგორსაც ვატარებთ პოლიტიკოსის არჩევნების შემთხვევაში

ჩვენი წინადადებაა, რომ სამართალდამცავი სტრუქტურები, რომელიც იქნება, პოლიცია, პროკურორი და მოსამართლე, ამ ადამიანების არჩევა ხალხს გადავაბაროთ, ისევე როგორც ირჩევენ პოლიტიკოსებს, – ამის შესახებ “გირჩის“ დეპუტატმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა პარლამენტში, ევროკავშირის ცხრა რეკომენდაციის შესრულების საკითხზე შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა, რომლის მთავარი თემა მართლმსაჯულების რეფორმაა. მისივე თქმით, ამერიკული მოდელის და მაგალითის საფუძველზე, ერთადერთი შესაძლებლობა საქართველოსთვის არის, რომ ისეთი არჩევნები […]
შსს – ალექსანდრე დარახველიძემ ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მაღალი დონის დელეგაციასთან შეხვედრა გამართა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე დარახველიძე ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის წინასაარჩევნო საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს შეხვდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა საქართველოში მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებული რელევანტური საკითხები განიხილეს და საარჩევნო პროცესის უსაფრთხო და თავისუფალ გარემოში ჩატარების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. „დელეგაციის წევრებმა ხაზი გაუსვეს, რომ საზოგადოებაში პოლიცია ნდობის მაღალი ხარისხით სარგებლობს, ასევე აღნიშნეს, რომ აქვთ პოზიტიური […]
“საუბარი შეეხო თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებს” – კობახიძე ჩინეთის ელჩს შეხვდა

პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე ჩინეთის ელჩს, ჭოუ ციენს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საუბარი შეეხო “ორი ქვეყნის მჭიდრო მეგობრულ ურთიერთობებსა” და “თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებს”. “მაღალი შეფასება მიეცა ქვეყნებს შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის ინტენსიფიკაციას და გამოითქვა იმედი, რომ სტრატეგიული ურთიერთობის ფორმატი ხელს შეუწყობს დარგობრივი, ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების, ხალხთაშორისი კავშირების კიდევ უფრო განვითარებას. ხაზი გაესვა საქართველოს პარლამენტსა და […]
„ფორმულაზე“ დილის გადაცემაც იხურება

ტელეკომპანია „ფორმულაზე“, სხვა გადაცემებთან ერთად, დილის გადაცემაც იხურება. დილის გადაცემის გუნდის ნაწილი არხს დატოვებს, სხვები კი შუადღის გადაცემის ფორმატზე გააგრძელებენ მუშაობას. „ემოციური იქნება ჩვენი დამშვიდობება, რადგან დილის გადაცმისთვის ეს ბოლო სამუშაო კვირაა. ამ ფორმატში ჩვენ ვეღარ შევხვდებით. ჩვენი გუნდის ნაწილი „ფორმულაზე“ გააგრძელებს შუადღის გადაცემის ფორმატში თქვენთვის მუშაობას, თუმცა ჩვენ გვიწევს გუნდის არაერთ ძვირფას წევრთან დამშვიდობება, […]
შალვა პაპუაშვილი – დღეს უკვე დანამდვილებით შეიძლება იმის თქმა, რომ საჯარო საკითხებზე გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ჩართული ინსტიტუციებიდან, არასამთავრობო სექტორი ყველაზე გაუმჭვირვალეა

არასამთავრობო სექტორის ნაწილი, რომელიც საზოგადოების ინტერესებს უნდა გამოხატავდეს, პრაქტიკულად, რადიკალი პოლიტიკოსების მოკავშირედ იქცა – არასამთავრობო ორგანიზაციები კარგ შემთხვევაში დუმდნენ, ცალკეულ შემთხვევაში კი დეზინფორმაციის შექმნასა და გავრცელებაში თავად მონაწილეობდნენ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც 2023 წლის საქმიანობის ანგარიშს წარადგენს. მისივე თქმით, ხალხი არ უსმენს რადიკალებს და რადიკალი პოლიტიკოსების […]
ანა ნაცვლიშვილი უმრავლესობას – რუსეთის სამსახურში ხართ, ამას ხედავს ქართველი ხალხი – შეგიძლიათ გაჰყვეთ თვითმფრინავს პირდაპირი რეისით მოსკოვში

რუსეთის სამსახურში ხართ, ამას ხედავს ქართველი ხალხი – შეგიძლიათ გაჰყვეთ თვითმფრინავს პირდაპირი რეისით მოსკოვში, – ასე მიმართა უმრავლესობას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „ლელოს“ დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა. ანა ნაცვლიშვილის გამოსვლას პარლამენტში ხმაური მოჰყვა. კერძოდ, უმრავლესობის წევრთა გაღიზიანება კორუფციის საკითხზე გაკეთებულმა განცხადებებმა გამოიწვია. ნაცვლიშვილის თქმით, ხელისუფლება ხშირად საუბრობს ეკონომიკურ ზრდაზე, თუმცა, რეალურად, „ეს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა არის მათი […]