ორბელიანების სასახლეში სოციალური მეწარმეობის საუკეთესო ახალგაზრდა ელჩი გამოვლინდა

ორბელიანების სასახლემ უკვე მეორედ სოციალური მეწარმეობის ახალგაზრდა ელჩების დაჯილდოების ცერემონიას უმასპინძლა, რომელიც ევროკავშირის მხარდაჭერითა და სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG) ორგანიზებით გაიმართა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ახალგაზრდა ელჩებმა მოწვეულ სტუმრებს საკუთარი საქმიანობის შედეგები წარუდგინეს. მათივე ცნობით, ელჩების მიზანი იყო სოფლად მცხოვრები ახალგაზრდებისა და მოსახლეობისთვის გაეცნოთ და შეეთავაზებინათ სოციალური მეწარმეობა, როგორც ადგილობრივი სოციალური, ეკონომიკური და გარემოსდაცვითი […]

იანვარში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა თურქეთიდან განხორციელდა

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით, 2024 წლის იანვრის თვის განმავლობაში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტმა შეადგინა 1,62 ათასი ტონა, რაც 0,02 ათასი ტონით ანუ 1,25%-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (1,60 ათასი ტონა) შედარებით. მ/წლის იანვრის თვეში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა თურქეთიდან – 0,40 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 24,7%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: ბელარუსი […]

ხვალ პრემიერთან ერთად შევხვდები რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმებსა და სამინისტროს ხელმძღვანელობას – მამუკა მდინარაძე

ხვალ პრემიერ-მინისტრთან ერთად შევხვდები რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმებსა და ჯანდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობას, ყველა საკითხი არგუმენტების სახით დაიდება და ვიმედოვნებ, მივიღებთ არა ემოციურ, არამედ რაციონალურად სწორ გადაწყვეტილებას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, ხვალინდელ შეხვედრაზე დასახელებული იქნება არგუმენტები და ყოველგვარი ემოცია გვერდზე გადაიდება. „პროტესტი არის, თუ არ არის, ამას […]

პოლონეთის პრემიერის თქმით, უკრაინასთან სასაზღვრო პუნქტები გაიხსნება

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა პირობა დადო, რომ უკრაინის საზღვრებთან არსებული გამშვები პუნქტები, ასევე საავტომობილო და სარკინიგზო მაგისტრალების მონაკვეთები, შეტანილ იქნება კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტების ნუსხაში. მისი თქმით, ეს იქნება იმის გარანტია, რომ ჰუმანიტარული და სამხედრო დახმარების ტრანსპორტი უკრაინაში შეუფერხებლად შევა. პოლონელი სატვირთო ავტომანქანების მძღოლები, ასევე ფერმერები, შარშანდელი წლის ბოლოს მერე საპროტესტო აქციებს აწყობენ უკრაინის საზღვართან და […]

26%-მდე დაიწევს 2023 წლამდე გაცემული 150 000 საპენსიო სესხის განაკვეთი

მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს შეხვდნენ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა და „ლიბერთი ბანკის” გენერალური დირექტორი ბექა გოგიჩაიშვილი. მთავრობის პრესცენტრის ცნობით, შეხვედრაზე მიღებული გადაწყვეტილებით, „150 000-ზე მეტ პენსიონერს, რომლებმაც სესხი აიღეს 2023 წლამდე, სესხის პროცენტი შეუმცირდებათ და გაუტოლდება იმ პროცენტს, რომელიც დაწესებულია 2023 წლიდან”. 2023 წლის პირველ იანვრიდან „ლიბერთი ბანკში“ საპენსიო სესხების ზედა ზღვარი 26%-ით […]

მთავრობა: 150 000-ზე მეტ პენსიონერს 2023 წლამდე აღებულ სესხებზე პროცენტი შეუმცირდება

საქართველოს პრემიერის, ირაკლი კობახიძის, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია თურნავასა და ლიბერთი ბანკის გენერალური დირექტორის, ბექა გოგიჩაიშვილის შეხვედრა, 2024 წლის 22 თებერვალი მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოს პრემიერის, ირაკლი კობახიძის, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია თურნავასა და ლიბერთი ბანკის გენერალური დირექტორის, ბექა გოგიჩაიშვილის შეხვედრაზე გადაწყდა, რომ 150 000-ზე მეტ პენსიონერს 2023 წლამდე აღებულ სესხებზე […]

სოფელ გლდანში სპეცოპერაციაა – დეტალები

ფოტო – ტვ პირველი ტვ პირველის ინფორმაციით, სოფელი გლდანი, წერეთლის ქუჩა ამ წუთებში სპეცრაზმელების ალყაშია. მედიის ცნობით, იქ ნარკორეალიზატორთა დაკავების სპეცოპერაცია მიმდინარეობს. შენობა სოფლის ბოლოში, სავარაუდოდ ერთ ერთი ადგილია, რომელსაც რეალიზატორები საწყობად იყენებდნენ.

150 000-ზე მეტ პენსიონერს სესხის პროცენტი შეუმცირდება – მთავრობა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს ნათია თურნავას და „ლიბერთი ბანკის“ გენერალურ დირექტორს ბექა გოგიჩაიშვილს შეხვდა. განცხადების თანახმად, 150 000-ზე მეტ პენსიონერს სესხის პროცენტი შეუმცირდება. მთავრობაში ამბობენ, რომ ამ გადაწყვეტილებით, 150 000-ზე მეტ პენსიონერს, რომლებმაც სესხი აიღეს 2023 წლამდე, სესხის პროცენტი შეუმცირდებათ და გაუტოლდება იმ პროცენტს, რომელიც დაწესებულია 2023 წლიდან. მთავრობის ადმინისტრაციაში […]

ბორჯომში არ საციგაო ტრასაა და არც ყინულის მოედანია, 8 მწვრთნელმა კი ხელფასი აიღო – ფლანგვის დეტექტორი

“18 თანამშრომელს, რომელიც სამუშაოს ვერ ასრულებდა, ბორჯომის მერიამ 2 წელში 170 ათასი ლარი გადაუხადა”, – ამ ინფორმაციას “ფლანგვის დეტექტორი” ავრცელებს. ორგანიზაცია წერს, რომ ბორჯომში არ არის არც საციგაო ტრასა, არც ტრამპლინი და ყინულის მოედანი, თუმცა მწვრთნელებმა ხელფასი მაინც აიღეს და ანაზღაურება 70 ათას ლარს აჭარბებს. “ფლანგვის დეტექტორს” ბორჯომის შემთხვევა მოჰყავს მაგალითად – ირკვევა, რომ ბორჯომის […]

ზაზა ვაშაყმაძე ანკარაში თურქ კოლეგას შეხვდა

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე თურქეთის რესპუბლიკის რელიგიის საქმეთა სამმართველოს თავმჯდომარეს, პროფესორ ალი ერბაშს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას რელიგიის სააგენტო ავრცელებს. როგორც ალი ერბაშმა აღნიშნა, რელიგიის საქმეთა სამმართველო (დიანეთი) თურქეთის რესპუბლიკასთან ერთად შეიქმნა, შესაბამისად, წელს სამმართველოს დაარსებიდან 100 წლისთავს აღნიშნავენ. ერბაშმა ხაზი გაუსვა დიანეთის პროგრესს განათლების სფეროში და აღნიშნა, რომ გასულ წელს დააარსეს […]