თინა ბოკუჩავამ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე – მოგიწოდებთ ყველას, მონაწილეობა მიიღოთ საარჩევნო სადამკვირვებლო მისიაში და წინასწარ მადლობას გიხდით საქართველოს დემოკრატიისა და კეთილდღეობისადმი მხარდაჭერისთვის

მოგიწოდებთ ყველას, მონაწილეობა მიიღოთ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის საარჩევნო სადამკვირვებლო მისიაში და წინასწარ მადლობას გიხდით საქართველოს დემოკრატიისა და კეთილდღეობისადმი მხარდაჭერისთვის,- ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. თინა ბოკუჩავას თქმით, ოქტომბერში საქართველოში მნიშვნელოვანი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება და აუცილებელია, რომ დაცული იყოს საარჩევნო პროცესის მთლიანობა. „ეუთოს ყოვლისმომცველი უსაფრთხოებისა […]

„ქართული ოცნება“ არავის ებრძვის, „ქართული ოცნება“ თავს იცავს – კახა კალაძე

„ქართული ოცნება“ არავის ებრძვის, „ქართული ოცნება“ თავს იცავს – კახა კალაძე თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ პარტია „ლელოს“ წარმომადგენლებმა თავადვე დაამტკიცეს, რომ მათ მიერ ბოლო დროს გაკეთებული განცხადებები აბსურდი და სისულელე იყო. ამის შესახებ მან „ლელოს“ ერთ-ერთი წევრის მიერ პარტიის დატოვებისა და ბოლო დროს ოპოზიციურ პარტიებში მიმდინარე პროცესების შესახებ დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა. „პარტიის […]

გერმანიის სკოლაში 5 მოსწავლის დაჭრის ბრალდებით 17 წლის მოზარდი დააკავეს

დასავლეთ გერმანიაში, ქალაქ ვუპერტალში, სკოლაში 5 მოსწავლის დაჭრის ბრალდებით 17 წლის მოზარდი დააკავეს. დაშავებულებს შორის არის ბრალდებულიც, რომელიც ასევე სკოლის მოსწავლეა. თავდასხმის დეტალები უცნობია. ერთ-ერთი მასწავლებლის თქმით, თავდამსხმელი მოსწავლეებს დანით და მაკრატლით დაესხა. როგორც ირკვევა, სკოლაში მყოფმა მოზარდებმა თავიანთი საკლასო ოთახები შემოზღუდეს და ბარიკადები აღმართეს. პოლიციის ინფორმაციით, მსხვილი ოპერაცია ადგილობრივი დროით 10 საათამდე დაიწყეს. ჩრდილოეთ […]

მთავრობა: 150 000-ზე მეტ პენსიონერს 2023 წლამდე აღებულ სესხებზე პროცენტი შეუმცირდება

საქართველოს პრემიერის, ირაკლი კობახიძის, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია თურნავასა და ლიბერთი ბანკის გენერალური დირექტორის, ბექა გოგიჩაიშვილის შეხვედრა, 2024 წლის 22 თებერვალი მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოს პრემიერის, ირაკლი კობახიძის, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია თურნავასა და ლიბერთი ბანკის გენერალური დირექტორის, ბექა გოგიჩაიშვილის შეხვედრაზე გადაწყდა, რომ 150 000-ზე მეტ პენსიონერს 2023 წლამდე აღებულ სესხებზე […]

ხატია დეკანოიძე – უმრავლესობა ამბობს, რომ იუსტიციის საბჭოს რეფორმა არ სჭირდება და ვენეციის რეკომენდაციების შესრულება სავალდებულო არ არის – ვერაფერზე შევთანხმდით, კამათი სხვა განზომილებაში გადაიზარდა

უმრავლესობას შევთავაზე, რომ იუსტიციის საბჭოს რეფორმაზე მსჯელობა ალბანური მოდელის მიხედვით დაგვეწყო, მათ შორის, “ვეტინგის” მიმართულებით, მაგრამ რომ გითხრათ, რაიმე შედეგს მივაღწიეთ, ასე არ იყო , – ამის შესახებ “ევროოპტიმისტების” დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ პარლამენტში, ევროკავშირის 9 ნაბიჯთან დაკავშირებით გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომელიც დასრულებამდე დატოვა. როგორც დეპუტატმა აღნიშნა, უმრავლესობა ამბობს, რომ იუსტიციის საბჭოს რეფორმა არ სჭირდება […]

„ნაციონალური მოძრაობა“ ინიციატივით გამოდის, შეიქმნას ენების გადარჩენისა და პოპულარიზაციის სახელმწიფო პროგრამა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” გამოდის ინიციატივით, შეიქმნას მეგრული, სვანური, ლაზური და წოვა-თუშური ენების გადარჩენის და პოპულარიზაციის სახელმწიფო პროგრამა. აღნიშნულის შესახებ განცხადება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა დეპუტატმა, ანა წითლიძემ გააკეთა. „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა პარლამენტში „თავისუფალი ტრიბუნის“ ფორმატში მეგრულად ისაუბრა და გამოსვლისას განმარტა, რომ აღნიშნული ქმედებით იმის ჩვენება სურს, რომ ენა მისი იდენტობის ნაწილია. „გუშინ მშობლიური ენის დღე […]

ილია ვერძაძე – სამწუხაროა, როცა ადამიანი ვერ ასხვავებს სახელმწიფოს მიერ დაწესებულ ოფიციალურ გადასახადებს, ხალხისა და ქვეყნის საჭიროებისთვის, ბიძინა ივანიშვილის მიერ გაღებული პირადი თანხებისგან

სამწუხაროა, როცა ადამიანი ვერ ანსხვავებს სახელმწიფოს მიერ დაწესებულ ოფიციალურ გადასახადებს, ხალხისა და ქვეყნის საჭიროებისთვის, ბიძინა ივანიშვილის მიერ გაღებული პირადი თანხებისგან. ამის შესახებ აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრმა „ქართული ოცნებიდან” – ილია ვერძაძემ განაცხადა, რითაც პარტია „ლელოს” ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებას ეხმაურება. ილია ვერძაძის თქმით, სამწუხაროა, როცა ადამიანი ვერ ასხვავებს სახელმწიფოს მიერ დაწესებულ ოფიციალურ გადასახადებს, ხალხისა […]

მთავრობა: 150 000-ზე მეტ პენსიონერს სესხის პროცენტი შეუმცირდება

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, 150 000-ზე მეტ პენსიონერს სესხის პროცენტი შეუმცირდება. როგორც ადმინისტრაციაში აცხადებენ, დღეს პრემიერმინისტრი ეროვნული ბანკისა და ლიბერთი ბანკის წარმომადგენლებს შეხვდა. ამ გადაწყვეტილებით, 150 000-ზე მეტ პენსიონერს, რომლებმაც სესხი აიღეს 2023 წლამდე, სესხის პროცენტი შეუმცირდებათ და გაუტოლდება იმ პროცენტს, რომელიც დაწესებულია 2023 წლიდან. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე აღინიშნა, რომ აღსრულების ნაწილსა და კონკრეტულ დეტალებზე […]

არმაზ ახვლედიანი – წინასაარჩევნოდ მძიმე გარემოა შექმნილი და პარლამენტის თავმჯდომარის გამოსვლამ ეს განწყობა ვერ გააუმჯობესა, საპირისპირო კი მივიღეთ – მმართველ ძალას ოპოზიცია არაფრად მიაჩნია და მზად არის გაანადგუროს

წინასაარჩევნოდ მძიმე გარემოა შექმნილი და პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის დღევანდელმა გამოსვლამ ეს განწყობა ვერ გააუმჯობესა, საპირისპირო კი მივიღეთ , – ასე შეაფასა ოპოზიციონერმა დეპუტატმა, არმაზ ახვლედიანმა პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის წლიური ანგარიში. როგორც ახვლედიანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ განაცხადა, მმართველ ძალას ოპოზიცია არაფრად მიაჩნია და მზად არის, ის გაანადგუროს. „პარლამენტის თავმჯდომარემ გამოსვლა დაიწყო ოპოზიციაზე უარყოფითი კონტექსტით […]

ტონი კროოსი გერმანიის ნაკრებში ბრუნდება

“რეალის” 34 წლის ნახევარმცველი ტონი კროოსი გერმანიის ნაკრებში ბრუნდება, – ამის თაობაზე ფეხბურთელმა “ინსტაგრამზე” დაწერა: “ბიჭებო, მოკლედ: მარტიდან ისევ ვითამაშებ გერმანიის ნაკრებში. რატომ? იმიტომ, რომ მწვრთნელმა მთხოვა და დავთანხმდი. დარწმუნებული ვარ, ამ გუნდს ევროპის ჩემპიონატზე იმაზე მეტის გაკეთება შეუძლია, ვიდრე უმრავლესობა ფიქრობს!” კროოსმა სანაკრებო კარიერის დასრულების შესახებ 2021 წელს ევროპირველობის შემდეგ გამოაცხადა.