“ამიტომაც ევროპაში დაბადებული ილია ქართველია, თბილისში დაბადებული ქეთა კი რუსი” – პატარაია

ქართველობა არის იდეა! გველეშაპთან მებრძოლი მხედარი არის ჩვენი გერბიც და ჩვენი სალოცავიც და ქრისტიანობამდეც ეგ იდეა გვქონდა, ამიტომ მიიღო მთის ხალხმა უპირველესად წმ. გიორგი და არა სხვა წმინდანი. ქართველობა არაა მხოლოდ ეროვნება, ესაა იდეა. ამიტომაც თოფურიებს შორის ევროპაში დაბადებული ილია ქართველია, თბილისში დაბადებული ქეთა კი რუსი. ამაშია საქმე! ჰოდა, ამ ჭიქით იდეაურად ქართველებს გაუმარჯოს, მიუხედავად […]

“მადლობა მედიას გურჯაანის ქუჩაზე საცურაო აუზის გახსნისთვის” – ფოტოები

მადლობა ქალაქის მერიას და კახუჩას ავლაბარში გურჯაანის ქუჩაზე საცურაო აუზის გახსნისთვის დაახლოებით 5-6 სმ სიღრმის, ასევე მანქანის გასვლის შემთხვევაში მიიღებთ უფასო შხაპს. ასეთი აუზი დიდ დიღომშიც გვაქვს 4 მიკროში, იქვე ახლოს გაჩაღებული მშენებლობის წყალობით. 1 კვირა წყალი არ იყო, 2 დღე გაზი, დენს რაც შეეხება ამ წუთას მოვიდა. წყალს რაც შეეხება მოგახსენებთ, 3 ხელოსანი მუშაობს […]

“საბედნიეროდ, ბავშვები არ ისხდნენ ამ ავტობუსში” – ავარია თბილისში

კიდევ ერთი ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ფონიჭალაში, საბედნიეროდ ბავშვები არ ისხდნენ ამ ავტობუსში, არავინ დაღუპულა თუმცა არიან დაშავებულები იარეთ ფრთხილად ნუ შეუქმნით თქვენ თავს და სხვებს საფრთხეს

ნავალნის დედა: ჩემი შვილის ცხედარი ვნახე, მისი ფარულად დამარხვა სურთ

ალექსეი ნავალნის დედის, ლიუდმილა ნავალნაიას ინფორმაციით მან ქალაქ სალეხარდში შვილის ცხედარი ნახა. ნავალნაიას თქმითვე, გამომძიებლები მას აშანტაჟებენ, რათა რუსი ოპოზიციონერი ფარულად დამარხონ. “ახლახან გამოვედი ქალაქ სალეხარდის საგამოძიებო კომიტეტის შენობიდან. თითქმის 24 საათი გავატარე იქ მარტომ გამომძიებლებთან და კრიმინალისტებთან ერთად. ადვოკატი მხოლოდ დღეს, სადილის შემდეგ შემოუშვეს. გუშინ საღამოსვე მალულად მიმიყვანეს მორგში, სადაც მაჩვენეს ალექსეი. გამომძიებლები ამტკიცებენ, […]

მაშანტაჟებენ და ალექსეის საიდუმლოდ დაკრძალვას მთხოვენ – ნავალნის დედა

ალექსეი ნავალნის დედა ლუდმილა ნავალნაია აცხადებს, რომ მისცეს უფლება ენახა საკუთარი შვილის ცხედარი, თუმცა გამომძიებლები საიდუმლო დაკრძალვის ორგანიზებას ითხოვენ. ამის შესახებ ლუდმილა ნავალნაია ვიდეომიმართვაში აცხადებს. “კანონით მათ დაუყოვნებლივ უნდა გადმოეცათ ჩემთვის ალექსეის ცხედარი, თუმცა ეს ამ დრომდე არ გაუკეთებიათ. ამის ნაცვლად მაშანტაჟებენ, მიყენებენ პირობებს, სად, როდის და როგორ უნდა დაიკრძალოს ალექსეის ცხედარი. ეს უკანონოა. მათ […]

ლაზარე გრიგორიადისის დასკვნითი პროცესი ისევ გადაიდო

ლაზარე გრიგორიადისის, დასკვნითი სასამართლო პროცესი, რომელიც ორშაბათს, 26 თებერვალს უნდა გამართულიყო, გადაიდო. ამის შესახებ ინფორმაციას გრიგორიადისის დედა თამთა კალანდაძე იუწყება. მისივე ცნობით, პროცესის გადადების მიზეზი ისაა, რომ მოსამართლე შვებულებაშია. გრიგორიადისის პროცესი 26 თებერვლამდე მოსამართლე ზვიად შარაძემ 15 იანვარს მიიღო. მან მორიგი პროცესის ასე გვიან დანიშვნის მიზეზად მოსამართლემ დატვირთული გრაფიკი დაასახელა. დაცვის მხარე მიიჩნევს, რომ გადადების […]

საამაყო ამბები დავით აღმაშენებელზე პარიზიდან

საქართველოს მეფე დავით IV აღმაშენებელზე საამაყო ამბებს გვატყობინებს ისტორიკოსი ბექა ჭიჭინაძე. ინფორმაციას ბექა “პარიზული ჟამნიდან” გვაწვდის, რომელიც ლიტურგიკული კრებულია – კურთხევანი: “დავით აღმაშენებლის ჯვრის საზეიმო შებრძანება პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში, შუა საუკუნეების ფრანგული მინიატურა “პარიზული კურთხევანიდან”, ჩვენში ჯერაც უცნობი გამოსახულება. შესრულებულია 1400-ან წლებში. ევროკავშირშიც ასე უნდა შევიდეთ… მოიწონეთ და გაუზიარეთ მეგობრებს, ბევრი უაზრობა იხვეჭს ათასობით ლაიქს […]

საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აშშ აქტივისტის მკვლელობის ორგანიზებისთვის გაასამართლებს

ფოტო – ტვ პირველი საქართველოს მოქალაქე, რომელსაც გამოძიება ირანის მიერ ირანელ-ამერიკელი აქტივისტი ქალის, მასიჰ ალინეჯადის მკვლელობის დაგეგმვაში ადანაშაულებს, ჩეხეთმა აშშ-ს გადასცა. 39 წლის ეთნიკურად აზერბაიჯანელი ფოლად ომაროვი 2023 წლის იანვარში დააკავეს. აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს განცხადებით, ფოლად ომაროვი 2022 წელს ჩართული იყო ირანელი-ამერიკელი აქტივისტი ქალის, მასიჰ ალინეჯადის ნიუ-იორკში, მის სახლში მკვლელობის დაგეგმვაში. ომაროვს და კრიმინალური დაჯგუფების […]

ნათია თურნავა – პროცენტების შემცირება მოხდება იმ პენსიონერებისთვის, ვისაც სესხი აღებული აქვს 2023 წლამდე – საკმაოდ გონივრული და სოციალურად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა მიღებული

პრემიერ-მინისტრთან კონსულტაციითა და ამ პროცესში ეროვნული ბანკის ინტენსიური ჩართულობით, „ლიბერთი ბანკმა” ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო – 150 ათასზე მეტ პენსიონერს, ვისაც 2023 წლამდე აქვთ აღებული სესხი, პროცენტი შეუმცირდეთ და გაუტოლდეს იმ პროცენტს, რომელიც დაწესებულია 2023 წლიდან მოყოლებული, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ „ლიბერთი ბანკის” გადაწყვეტილების შეფასებისას განაცხადა. მისივე თქმით, პროცენტის […]

მაია ბითაძე ოპოზიციას – თქვენ ცდილობთ, რომ ჩვენს მოსახლეობას დაუკნინოთ ის გრძნობა, რასაც პატრიოტიზმი ჰქვია და არ მოგცემთ ამის საშუალებას – დეზინფორმაცია, ღვარძლი, ეს ის საშუალებებია, რომლებიც გაცვდა

თქვენ ცდილობთ, რომ ჩვენს მოსახლეობას დაუკნინოთ ის გრძნობა, რასაც პატრიოტიზმი ჰქვია და არ მოგცემთ ამის საშუალებას. დეზინფორმაცია, ღვარძლი, ეს ის საშუალებებია, რომლებიც კარგა ხანია გაცვდა, – ასე მიმართა ოპოზიციას გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც პარლამენტის თავმჯდომარის წლიური ანგარიში მოისმინეს. მისი შეფასებით, ყველაზე ცუდი, რასაც ოპოზიცია აკეთებს, არის […]