ფოკუსირება მოხდა შედარებით უფრო წონად პრობლემაზე, მაღალ საპროცენტო განაკვეთებზე – ნათია თურნავა პენსიონერების სესხებზე

„ფოკუსირება მოხდა შედარებით უფრო წონად პრობლემაზე – მაღალი საპროცენტო განაკვეთებზე“, – ასე გამოეხმაურა სებ-ის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა პარლამენტში 150 000 პენსიონერისთვის სესხის პროცენტის შემცირების მიზეზებს განმარტავს. მისი თქმით, „საპროცენტო განაკვეთებზე არათანაბარი მიდგომა, რომელიც აქამდე არსებობდა ახალა იქნება გამოსწორებული და 2023 წლის პირველი იანვრიდან შედარებით დაბალი საპროცენტო განაკვეთი გავრცელდება სხვა პენსიონერებზეც, ვინც მანამდე აიღო სესხი […]

სახელდახელოდ მოიფიქრეთ, რომ 150 000 პენსიონერს სესხზე პროცენტი უნდა დაეწიოს – ქეთევან თურაზაშვილი

„ინტერპელაციის წინ შეიკრიბეთ და სახელდახელოდ მოიფიქრეთ, რომ 150 000 პენსიონერს სესხზე პროცენტი უნდა დაეწიოს„, – ამის შესახებ პარტია მოქალაქეების წევრმა ქეთევან თურაზაშვილმა, პარლამენტში ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელ ნათია თურნავასთვის მიმართვისას განაცხადა. მისი თქმით, მთავრობის ეს გადაწყვეტილება პარტია „მოქალაქეების“ დამსახურებაა. „გულწრფელად ვამბობ, რომ გუშინ რაც მოხდა, პარტია „მოქალაქეების“ დამსახურებაა. ზუსტად ინტერპელაციის წინა დღეს შეიკრიბა პრემიერი, […]

26 ქართული კომპანია მასშტაბურ საერთაშორისო გამოფენაში – Gulfood 2024 მონაწილეობს

“აწარმოე საქართველოში” ორგანიზებითა და თანადაფინანსებით, დუბაიში მიმდინარე საკვებისა და სასმელის საერთაშორისო გამოფენა Gulfood-ში, 26 ქართული კომპანია მონაწილეობს. Gulfood 2024-ზე, ექსპორტზე ორიენტირებული ქართული კომპანიების პროდუქცია წარმოდგენილია ორ თემატურ პავილიონში, რომლებიც ჯამურად 200 კვ.მ. მოიცავს. წელს უპრეცედენტოა, როგორც გამოფენის ვიზიტორების, ისე ქართული პავილიონის სტუმრების რაოდენობაც – საერთაშორისო შემსყიდველები განსაკუთრებულ ინტერესს იჩენენ ქართული პროდუქციის მიმართ. “საკვებისა და სასმლის […]

ეს პუტინის ვერშემდგარი “ვასალი” რომ დაისვა მაგიდასთან ოპოზიციამ, მაშინ ვთქვი – დაღმართით წავა პროცესი თქო და ასეც მოხდა – თაკო ჩარკვიანი ბურჯანაძეზე

“ეს ბურჯანაძე, ეს “ეროვ – ნული” ფსკერი ( განსაკუთრებით ამ დღეებში მახსენდება, პუტინის მიერ ჩადენილი ნავალნის მკვლელობის დროს) აი ეს “კრუპსკაია” მაგიდასთან რომ დაისვა ოპოზიციამ, რუსის ჯარის შემოყვანის მოსურნე ( “500 კაცი რომ მოკვდეს არაფერიაო” რომ ამბობდა, მერე მიშა გრუს ჯარს ელაპარაკოსო”)”– წერს თაკო ჩარკვიანი ნინო ბურჯანაძესთან დაკავშირებით. ეს პუტინის იდეის გამხმოვანებელი და საქართველოსთვის უბლოკო […]

ირაკლი კობახიძემ იუნკერთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და მათ ხსოვნას პატივი მიაგო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე 1921 წლის თებერვალში კოჯორ-ტაბახმელასთან დაღუპულ იუნკერთა ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო. მთავრობის მეთაურმა პარლამენტის თავმჯდომარესთან − შალვა პაპუაშვილთან ერთად იუნკერთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და მათ ხსოვნას პატივი მიაგო. ირაკლი კობახიძე პარლამენტში არსებულ ხარების სახელობის სამლოცველოში იუნკერთა სულის მოსახსენიებელ პანაშვიდსაც დაესწრო. ღონისძიებაზე ასევე იმყოფებოდნენ ვიცე-პრემიერი, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი, თბილისის მერი კახა […]

რუსეთში, 2 წელში, ანტისაომარი განწყობებისთვის 20 000 ადამიანი დააკავეს, 267 – დააპატიმრეს

ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთში, ანტისაომარი განწყობების მქონე 20 000 ადამიანი დააკავეს, 267 მათგანს კი პატიმრობა მიუსაჯეს. ანგარიშს დამოუკიდებელი რუსული მედია ОВД-Инфо ავრცელებს. კვლევის მიხედვით დაპატიმრებულთა საშუალო სასჯელი 4.5 წელს შეადგენს. დაპატიმრებულთა შორის არიან ოკუპირებული ყირიმის მაცხოვრებლებიც. რუსეთის შსს ყველაზე ხშირად საქმეებს ინტერნეტში გავრცელებული ვიდეობისთვის, პოსტებისთვის და ფოტოებისთვის აღძრავს. მეორე ყველაზე გავრცელებული დანაშაული სამხედრო გაწვევის პუნქტებისთვის […]

გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში მსჯავრდებული ვახტანგ ჩიქოვანი – ჩვენ არაფერი გვაქვს მოსანანიებელი, აქეთ მოინანიონ უკანონო პატიმრობაში რომ ვართ

ბევრს ჰგონია, რომ მოსანანიებელი გვაქვს, მაგრამ ჩვენ არაფერი გვაქვს მოსანანიებელი, აქეთ მოინანიონ უკანონო პატომრობაში რომ ვართ,- ამის შესახებ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ერთ-ერთმა მსჯავრდებულმა, ვახტანგ ჩიქოვანმა სასამართლო პროცესზე განაცხადა. სხდომაზე ვახტანგ ჩიქოვანმა და კიდევ ორმა ბრალდებულმა – არჩილ გაგნიძემ და ნიკოლოზ რევაზიშვილმა, რომელთაც ოქროს მოწმისთვის – გურამ ამირხანაშვილისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედავებიან, სიტყვით ისარგებლეს. სამივე მათგანს […]

ნათია თურნავა – ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია პენსიონერების, საზოგადოების ამ ჯგუფის სოციალური სტატუსი, ცხოვრების პირობები

პირველ რიგში მადლობას მოგახსენებთ, პენსიონერებისა და პენსიით უზრუნველყოფილი სესხების პრობლემატიკით დაინტერესებისთვის, ეს ჩვენთვის ნამდვილად მნიშვნელოვანია. ზოგადად, როგორც არა მხოლოდ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, არამედ როგორც ჩვეულებრივი მოქალაქე მოგახსენებთ, რომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია პენსიონერების, საზოგადოების ამ ჯგუფის სოციალური სტატუსი, ცხოვრების პირობები- ამის შესახებ ნათია თურნავამ პარლამენტში ინტერპელაციის წესით გამოსვლისას განაცხადა. „პენსიონერებთან მიმართებით კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა […]

საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის საავტომობილო გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

26 თებერვლის ჩათვლით საქართველოში ცვალებადი ამინდი იქნება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 24-26 თებერვალს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია შედარებით თბილი და უნალექო ამინდი. სინოპტიკოსების პროგნოზით, აღმოსავლეთ საქართველოში შენარჩუნებული იქნება ცივი, ღრუბლიანი და ნალექიანი ამინდი. მათივე ინფორმაციით, 25-26 თებერვალს ნალექი მოსალოდნელია უმეტესად თოვლის სახით. „24-26 თებერვალს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია შედარებით თბილი და უნალექო ამინდი. ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. აღმოსავლეთ საქართველოში შენარჩუნებული იქნება ცივი, […]