ქეთევან თურაზაშვილი ეროვნულ ბანკს და ხელისუფლებას მიმართავს, „ლიბერთი ბანკისგან“ მოტყუებულ პენსიონერთა“ პრობლემის სისტემური მოგვარების გადაწყვეტილება მიიღონ

ოპოზიციონერი დეპუტატი ქეთევან თურაზაშვილი ეროვნულ ბანკს და ხელისუფლებას მიმართავს, „ლიბერთი ბანკისგან“ მოტყუებულ პენსიონერთა“ პრობლემის სისტემური მოგვარების გადაწყვეტილება მიიღონ. აღნიშნულ პრობლემაზე თურაზაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ისაუბრა, სადაც სწორედ საპენსიო სესხების თემაზე, ინტერპელაციის წესით, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავაა მიწვეული. თურაზაშვილის ინფორმაციით, “ყველა მოტყუებულ პენსიონერს უკვე 5-ჯერ და 10-ჯერ მეტი თანხა აქვთ გადახდილი“. “ოვერდრაფტი” – […]

პრემიერ-მინისტრი აშშ-ს ელჩს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აშშ-ს ელჩს საქართველოში რობინ დანიგანს შეხვდა. შეხვედრაზე განიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის საკითხთა ფართო სპექტრი და თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები. აღინიშნა, რომ საქართველო რჩება დემოკრატიული რეფორმების შემდგომი წინსვლის, ინსტიტუტების გაძლიერებისა და ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ერთგული. მხარეებმა დაადასტურეს ქვეყნებს შორის არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობის გაგრძელებისა და კიდევ უფრო გააქტიურების მზადყოფნა. ინფორმაციას მთავრობის […]

„ტაძარში ატირებული გოგონა მომადგა, მოძღვარმა მრევლობიდან გამომაგდო, ჩემი კურთხევით არ გათხოვდი, სხვას გაყევიო… ის ტიროდა“ – რას იხსენებს მამა პეტრე?

„წლების წინ, სოფელში რომ გადავედი საცხოვრებლად, ეპისკოპოსმა მითხრა, ჩემი კურთხევა გქონდა, იქ რომ ცხოვრობო?! ნუ, გამეღიმა!..“ – ამის შესახებ მამა პეტრე კოლხი სოციალურ ქსელში წერს. მისივე თქმით, „მარტო მას არ ჰგონია, რომ, მისი ძალაუფლება შეუზღუდავია და სხვის ცხოვრებაზე სრული განკარგის უფლება აქვს“. „ეპისკოპოსობა არ არის, ფეოდალიზმი, არც მონათმფლობელობა, ჩვენ არ ვართ მონები!.. ღმერთმა მოგვცა არჩევანის […]

როგორი ამინდი იქნება 24-26 თებერვალს საქართველოში

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 24-26 თებერვალს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია შედარებით თბილი და უნალექო ამინდი. ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. აღმოსავლეთ საქართველოში შენარჩუნებული იქნება ცივი, ღრუბლიანი და ნალექიანი ამინდი, 25-26 თებერვალს ნალექი მოსალოდნელია უმეტესად თოვლის სახით. დედაქალაქში – თბილისში 24 თებერვალს მცირე წვიმა, ხოლო 25-26 თებერვალს მცირე თოვლი და ნისლია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +3, […]

გურიაში სახელმწიფო რწმუნებული მანდატურის სამსახურის ახალი რეგიონული ოფისის მშენებლობის პროცესს გაეცნო

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე გელა გელაძე, გურიაში სახელმწიფო რწმუნებულთან გიორგი ურუშაძესთან, მანდატურის სამსახურის უფროსთან სოფიო აბულაშვილთან და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერთან ავთანდილ თალაკვაძესთან ერთად, მანდატურის სამსახურის ახალი რეგიონული ოფისის მშენებლობის პროცესს გაეცნო. თანამედროვე სტანდარტების შესაბამის ახალ შენობაში მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრთან ერთად, დაგეგმარებისა და ანალიზის რეგიონული სამმართველო განთავსდება. მოეწყობა ბავშვთა თერაპიის ოთახები, […]

რონალდოს მსგავსად სურს – მბაპეს პრეზენტაციის დეტალები მადრიდის “რეალში”

რონალდოს მსგავსად სურს – მბაპეს პრეზენტაციის დეტალები მადრიდის “რეალში” El Chiringuito-ს ჟურნალისტი ედუ აგირე წერს, რომ კილიან მბაპეს მადრიდის “რეალში” პრეზენტაცია კრიშტიანო რონალდოს მსგავსად სურს. მოგეხსენებათ, გადაწყვეტილი ამბავია, რომ ფრანგი “სამეფო გუნდს” ამ ზაფხულს თავისუფალი აგენტის სტასტუსით შეუერთდება. მას უნდა, რომ “ბლანკოსმა” ევრო 2024-ის დაწყებამდე, 14 ივნისს წარადგინოს. ინფორმაციისთვის, როდესაც კრიშტიანო 2009 წელს “რეალში” გადავიდა, […]

თბილისში ნიგერიის მოქალაქე დააკავეს ქალის ინტიმური შინაარსის ვიდეოს გავრცელების ბრალდებით

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახური აცხადებს, რომ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის საქმეზე თბილისში დააკავა 1995 წელს დაბადებული ნიგერიის მოქალაქე დააკავა. გამოძიების ვერსიით, „თბილისში მცხოვრები დაზარალებული გოგო გაცნობის გვერდის საშუალებით, ნიგერიის მოქალაქეს დაუახლოვდა და ინტიმური ურთიერთობა ჩამოუყალიბდა, რა დროსაც დაზარალებული თავისი შიშველი სხეულის ამსახველ ფოტო-ვიდეო მასალას ბრალდებულს ნებაყოფლობით უგზავნიდა. გარდა ამისა, დაზარალებულთან სქესობრივი კავშირის დროს, ბრალდებული, ფარულად, დაზარალებულის […]

გიორგი ვაშაძე – თავის გაფუჭებულს მიხედონ, რომელზეც მათმა მბრძანებელმა საჯაროდ მოუწოდა, აბა, ჯიბეები გადმოატრიალეთ და ვინ რამდენი მოიპარეთ, უნდა დაგითვალოთო – „ჯიკავ-ჯიკავით“ ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი ვერ გავხდებით

თავის გაფუჭებულს მიხედონ, რომელზეც მათმა მბრძანებელმა საჯაროდ მოუწოდა, აბა, ჯიბეები გადმოატრიალეთ და ვინ რამდენი მოიპარეთ, უნდა დაგითვალოთო, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რითაც პარტიების უცხოურ დაფინანსებაზე შალვა პაპუაშვილის განცხადებას გამოეხმაურა. მისი თქმით, როცა „ინოვაციების და განვითარების ფონდზეა“ საუბარი, კარგად უნდა ნახონ, რა პროექტებს ახორციელებს ეს ფონდი. „ინოვაციების და განვითარების ფონდი“ მოღვაწეობს […]

ზაზა ბიბილაშვილი – საქართველოში ყოველთვის რუსები ამხობენ ხელისუფლებას ავტომატებით და ეს პაპუაშვილმა კარგად იცის, უბრალოდ ის არ წერს იმას, რასაც ამბობს, პაპუაშვილს უწერენ და ალაპარაკებენ

საქართველოში ყოველთვის რუსები ამხობენ ხელისუფლებას ავტომატებით და ეს პაპუაშვილმა კარგად იცის, უბრალოდ პაპუაშვილი არ წერს იმას, რასაც ამბობს, პაპუაშვილს უწერენ და ალაპარაკებენ, – ამის შესახებ „ჭავჭავაძის ცენტრის“ ხელმძღვანელმა, ზაზა ბიბილაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა, რითაც „ქართული ოცნების“ „პრორუსულობის“ შესახებ გაკეთებულ შეფასებებზე პარლამენტის თავმჯდომარის საპასუხო განცხადებას გამოეხმაურა. საუბარია შემდეგ განცხადებაზე, რომელიც შალვა პაპუაშვილმა პარლამენტში წლიური ანგარიშით […]

მედია – რუსეთის ციხიდან უკრაინელი მღვდელი გაათავისუფლეს, რომლის დეპორტაცია საქართველოში განხორციელდა

უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის დონეცკის ეპარქიის მოძღვარი, მარიუპოლის მახლობლად მდებარე სოფელ კამენკას ამაღლების ეკლესიის წინამძღვარი, არქიმანდრიტი ქრისტეფორე (ხრიმლი) უკანონო პატიმრობიდან გაათავისუფლეს და რუსეთის ფედერაციის ტერიტორიიდან დეპორტაცია საქართველოში გაუკეთეს, – ინფორმაციას გამმოცემა Україна Православна ავრცელებს. ინფორმაცია გამოცემასთან საუბარში დონეცკისა და მარიუპოლის მიტროპოლიტმა სერგიუსმა დაადასტურა. „შემატყობინეს, რომ მან უკვე გადაკვეთა საქართველოს საზღვარი. მადლობა უფალს და მადლობა უკრაინის ადამიანის […]