კადიროვის 19 წლის ქალიშვილის კომპანიამ წელიწადში 200 მილიონი რუბლი გამოიმუშავა

კომპანია Irs-Group-მა, რომელიც ჩეჩნეთის ხელმძღვანელის, რამზან კადიროვის 19 წლის ქალიშვილმა ტაბარაკ კადიროვამ დააფუძნა, გასულ წელს 203 მილიონი რუბლის შემოსავალი და 196 მილიონი რუბლის სუფთა მოგება მიიღო. ეს გამომდინარეობს ღია წყაროებში გამოქვეყნებული საფინანსო დეკლარაციიდან. საფინანსო ანგარიშის თანახმად, რომ ორგანიზაციის ბალანსი 196.4 მილიონ რუბლს შეადგენს. 2023 წელს გაწეული ხარჯები 6.2 მილიონს აღწევს. კომპანიას აქვს მხოლოდ 436 ათასი […]
“აფხაზეთის განვითარება მხოლოდ რუსეთს უკავშირდება”- ბჟანია

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ სოციალურ-ეკონომიკური კვლევის ცენტრის მიერ გამართულ მრგვალ მაგიდაზე სახელწოდებით “რუსეთი – აფხაზეთი. ურთიერთობების უსაფრთხოება და განვითარება წინასაარჩევნოდ”, განაცხადა, რომ “სერიოზული განვითარების შესაძლებლობა მხოლოდ რუსეთს უკავშირდება”. “დემოკრატია არა მხოლოდ თავისუფლება, არამედ პასუხისმგებლობაცაა. აფხაზეთის საინფორმაციო სფეროში სრული უპასუხისმგებლობაა. ასეთ პირობებში, აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა ინალ ბატუვიჩმა [არძინბა] სახელმწიფოს პოზიცია უფრო […]
ბაიდენი: აშშ ნავალნის სიკვდილის გამო პირდაპირ პუტინს დაასანქცირებს

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ პარასკევს ვაშინგტონი სანქციებს დაუწესებდა „პირდაპირ ვლადიმერ პუტინს“, რომელიც მისი თქმით, „პასუხისმგებელია“ ალექსეი ნავალნის სიკვდილზე. ბაიდენმა განცხადება სან-ფრანცისკოში გააკეთა მას შემდეგ, რაც ნავალნის ცოლსა და შვილს შეხვდა. „მქონდა პატივი შევხვედროდი მის მეუღლესა და ქალიშვილს და მინდა განვაცხადო, რომ ის წარმოუდგენლად გამბედავი კაცი იყო. ხვალ გამოვაცხადებთ სანქციებს პუტინის წინააღმდეგ, რომელიც […]
როგორი ამინდი იქნება 24-26 თებერვალს – გარემოს სააგენტოს პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 24-26 თებერვალს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია შედარებით თბილი და უნალექო ამინდი. ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. აღმოსავლეთ საქართველოში შენარჩუნებული იქნება ცივი, ღრუბლიანი და ნალექიანი ამინდი, 25-26 თებერვალს ნალექი მოსალოდნელია უმეტესად თოვლის სახით. თბილისში 24 თებერვალს მცირე წვიმა, ხოლო 25-26 თებერვალს მცირე თოვლი და ნისლია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +3, +5 გრადუსი […]
“ნაპოლიმ” შესაძლოა, კვარაცხელია დააჯარიმოს – საბოლოო სიტყვა დე ლაურენტისზეა

“ნაპოლის” პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა შესაძლოა, ხვიჩა კვარაცხელია დააჯარიმოს. ამის შესახებ Il Mattino-ს დღევანდელი გამოცემა წერს. საქმე “ბარსელონასთან” მატჩში მომხდარ ფაქტს ეხება. მოგეხსენებათ, “პარტენოპეის” ახალმა მწვრთნელმა ფრანჩესკო კალცონამ ქართველი 67-ე წუთზე შეცვალა, რის გამოც ჩვენებურმა უკმაყოფილება ღიად გამოხატა. “ხვიჩა კვარაცხელიამ მსგავსი რამ უკვე გააკეთა. ეს “ჯენოასა” და “ნაპოლის” შეხვედრაში მოხდა, რომელიც ფრედ 2:2 დასრულდა. მიუხედავად […]
რომან გოცირიძე ნათია თურნავას – წუხელ რომ მოაწყვეთ „საიდუმლო სერობა“, ძალიან სასაცილო იყო – რაღაცას თეთრი ძაფით რომ კერავთ, ცოტა შავი მაინც შეურიეთ

წუხელ რომ მოაწყვეთ „საიდუმლო სერობა“, ძალიან სასაცილო იყო. რაღაცას რომ თეთრი ძაფით კერავთ, ცოტა შავი მაინც შეურიეთ, – ასე მიმართა ოპოზიციონერმა დეპუტატმა, რომან გოცირიძემ სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს, ნათია თურნავას, რომელიც პარლამენტში ინტერპელაციის წესით იმყოფება. დეპუტატი გამოეხმაურა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას, სადაც 150 000-ზე მეტი პენსიონერისთვის სესხის პროცენტის შემცირების შესახებ გადაწყვეტილება მიიღეს. ამასთან რომან გოცირიძემ […]
ხატია დეკანოიძე – ხელისუფლებას პენსიონერები მხოლოდ წინასაარჩევნოდ გაახსენდა – ძალიან მძიმეა იმის გათვითცნობიერება, რომ ადამიანების პოლიტიკურად გამოყენება ხდება

„ევროოპტიმისტების” დეპუტატის ხატია დეკანოიძის განცხადებით, ხელისუფლებას პენსიონერები მხოლოდ წინასაარჩევნოდ გაახსენდა. მან ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს, ნათია თურნავას, რომელსაც პარლამენტში ინტერპელაციის წესით უსმენენ, ჰკითხა, შესაძლებელი იყო თუ არა მანამდე პენსიონერებისთვის 2023 წლამდე აღებულ სესხებზე პროცენტის შემცირდება და ეს რატომ ადრე არ გაკეთდა? „ნამდვილად კარგია, როდესაც პენსიონერებს, იმ ადამიანებს, რომელთა პრობლემებიც ძალიან ბევრმა აქ მყოფმა ადამიანმა […]
„აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით, 26 ქართული კომპანია მასშტაბურ საერთაშორისო გამოფენაში – Gulfood 2024 მონაწილეობს

„აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებითა და თანადაფინანსებით, დუბაიში მიმდინარე საკვებისა და სასმელის საერთაშორისო გამოფენა Gulfood-ში, 26 ქართული კომპანია მონაწილეობს. „აწარმოე საქართველოში“ ცნობით, Gulfood 2024-ზე, ექსპორტზე ორიენტირებული ქართული კომპანიების პროდუქცია წარმოდგენილია ორ თემატურ პავილიონში, რომლებიც ჯამურად 200 კვ.მ. მოიცავს. სააგენტოს განმარტებით, წელს უპრეცედენტოა, როგორც გამოფენის ვიზიტორების, ისე ქართული პავილიონის სტუმრების რაოდენობაც – საერთაშორისო შემსყიდველები განსაკუთრებულ ინტერესს იჩენენ ქართული […]
გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში მსჯავრდებული ნიკოლოზ რევაზიშვილი მოსამართლეს – გეწყინათ, თუ გულზე მოგხვდათ, არ ვიცი, მაგრამ დასანქცირებული მოსამართლეები არ გყავთ? – დღევანდელი სასამართლო არის ცირკი, შაპიტო

გეწყინათ, თუ გულზე მოგხვდათ, არ ვიცი, მაგრამ დასანქცირებული მოსამართლეები არ გყავთ? – ამ სიტყვებით გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში მსჯავრდებულმა ნიკოლოზ რევაზიშვილმა მოსამართლე ვაჟა ფუხაშვილს მიმართა. აღნიშნული მსჯავრდებულმა მოსამართლეს მას შემდეგ უთხრა, რაც მან მის ადვოკატს, შოთა კახიძეს სასამართლოს პატივისცემისკენ მოუწოდა. კერძოდ, ადვოკატმა ვაჟა ფუხაშვილს შესავალ სიტყვაში განუცხადა, რომ მას „მოსამართლისგან მოწოდების სიმაღლეზე ყოფნის მოლოდინი არ ჰქონდა […]
გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში მსჯავრდებული არჩილ გაგნიძე – იმედი არ მაქვს, რომ სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებთ, რაც არის მაქსიმუმი, იმას „დააჩაქუჩებთ“, თქვენ მეუბნებით, რომ პატივი გცეთ? – უნდა გამიგოთ, ახალგაზრდობას ვტოვებ ქსანში!

იმის იმედი არ მაქვს, რომ განსხვავებულ გადაწყვეტილებას მიიღებთ. რაც არის მაქსიმუმი, იმას „დააჩაქუჩებთ“, თქვენ მეუბნებით, რომ პატივი გცეთ? – ამ სიტყვებით მიმართა გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში მსჯავრდებულმა არჩილ გაგნიძემ მოსამართლე ვაჟა ფუხაშვილს. ბრალდებულებმა – არჩილ გაგნიძემ, ვახტანგ ჩიქოვანმა და ნიკოლოზ რევაზიშვილმა, რომელთაც საქმის მთავარი მოწმისთვის – გურამ ამირხანაშვილისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედავებიან, სიტყვით ისარგებლეს. ისინი სხდომაზე […]