ვოლოდიმირ ზელენსკი – მოვამზადებთ ახალ კონტრშეტევას – რუსებს სიურპრიზები ექნებათ!

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მიმდინარე წელს უკრაინა არა მხოლოდ თავდაცვას, არამედ ახალი კონტრშეტევის მომზადებას გეგმავს. FoxNews-თან ინტერვიუში 2024 წლის მიზნებზე საუბრისას ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ისეთ ქვეყანასთან დაპირისპირებაში, როგორიც რუსეთია, თავდაცვაც კი დიდი ამოცანა და გამოწვევაა. რაც შეეხება მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ ზოგიერთი უფრო ეფექტურ კონტრშეტევას ელოდა 2023 წელს, უკრაინის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ კონტრშეტევის […]
გლდანში შვილმა მამა მოკლა

თბილისში, გლდანში შვილმა მამა მოკლა. მომხდარის სხვა დეტალები, ჯერჯერობით, უცნობია. „ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, ამ ეტაპზე ერთი პირია დაკავებული და ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.
ხატია დეკანოიძე – შალვა პაპუაშვილის განცხადებას განვიხილავ, როგორც თავდასხმას არასამთავრობო სექტორზე

შალვა პაპუაშვილის ამ განცხადებას განვიხილავ, როგორც თავდასხმას არასამთავრობო სექტორზე, – ამის შესახებ „ევროოპტიმისტების“ დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებას არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსებასთან დაკავშირებით, რომ “უცხოურ დაფინანსებას და უცხო ქვეყნების ფულს ქართულ პოლიტიკაში არაფერი ესაქმება”. დეკანოიძის თქმით, აღნიშნული განცხადება დემაგოგიის ნაწილია. „შალვა პაპუაშვილის ამ განცხადებას განვიხილავ, როგორც თავდასხმას არასამთავრობო სექტორზე. პაპუაშვილი […]
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-13 პაკეტი დაამტკიცა

უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან ორი წლის შემდეგ ევროკავშირის საბჭომ 23 თებერვალს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მორიგი, მეცამეტე პაკეტი დაამტკიცა. „საბჭომ დღეს, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან ორი წლის შემდეგ, მიიღო პუტინის რეჟიმის წინააღმდეგ სანქციების მეცამეტე პაკეტი. სანქციები შეეხებათ მათ, ვინც პასუხისმგებელია პუტინის უკანონო და გაუმართლებელ აგრესიულ ომზე და მათ, ვინც ამ ომს მნიშვნელოვნად უჭერს მხარს“, – ვკითხულობთ […]
ზამთარი რაჭაში – ფოტორეპორტაჟი

წელს რაჭაში განსაკუთრებით დიდი თოვლი მოვიდა. ნახეთ, როგორია ის სტიქიის მიღმა: ზამთარი რაჭაში – ფოტო: თამთა აბუსელიძე/netgazeti ზამთარი რაჭაში – ფოტო: თამთა აბუსელიძე/netgazeti ზამთარი რაჭაში – ფოტო: Snow vigil ზამთარი რაჭაში – ფოტო: Snow vigil ზამთარი რაჭაში – ფოტო: Snow vigil ზამთარი რაჭაში – ფოტო: თამთა აბუსელიძე/netgazeti ზამთარი რაჭაში – ფოტო: Snow vigil
“ვის სჯერა, რომ ეს დაემთხვა? “ოცნების” ხელწერაა, ბოლომდე გააწვალოს ადამიანი”– შუშანა მაცაბერიძე

სამოქალაქო აქტივისტებს არ სჯერათ, რომ ლაზარე გრიგორიადისის სასამართლო პროცესი მხოლოდ იმიტომ გადაიდო, რომ მოსამართლე შვებულებაში გავიდა. შუშანა მაცაბერიძე დარწმუნებულია, რომ ხელისუფლება დაკავებულ ახალგაზრდას სჯის და ცდილობს ციხეში რაც შეიძლება დიდხანს დატოვოს. “ქართული ოცნების” ხელწერაა, ბოლომდე გააწვალოს ადამიანი, რომელიც უკანონოდ ჰყავს გამოკეტილი ოთხ კედელს შუა და ამისთვის აკეთებს ყველაფერს, რომ რაც შეიძლება დიდხანს ჰყავდეს ლაზარე გრიგორიადისი […]
“140 კილოანი კაცი როგორ ჩავდიოდი იმ დაღმართზე?” – შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებული მოსამართლეს

გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში მსჯავრდებულმა არჩილ გაგნიძემ. მოსამართლე ვაჟა ფუხაშვილს უთხრა: „დაგვიჭირეს ბევრი ადამიანი – პატარები, დიდები. ყველას 109-ე მუხლი წაგვიყენეს, ეგონათ ერთმანეთზე გავიშვერდით ხელს, მაგრამ არ მოხდა ისე, როგორც თქვენ გინდოდათ, ხუთივეს 16 წელი პატიმრობა მოგვისაჯეს, საქმე გამოძიებული არ აქვთ. 140-კილოიანი კაცი რომ ჩადიოდა იმ დაღმართში, ამას რომ იტყვის, ერთი მოწმე მაინც მომიყვანეთ. იმის იმედი […]
ირანული იარაღის იემენში არალეგალური გადატანის ბრალდებით აშშ-ში ოთხ ადამიანს ბრალი წარუდგინეს

აშშ-ს სასამართლომ ოთხ ადამიანს ბრალი წარუდგინეს ირანული იარაღის გადატანისთვის, რომლის ჩაშლის ოპერაციასაც 2023 წლის იანვარში ორი ამერიკელი სპეცრაზმელი ემსხვერპლა. იარაღის გადატანას ბრალდებულები არაბეთის ზღვაში ცდილობდნენ, რომელთა დანაშაულებრივი ქმედებაც აშშ-ს საზღვაო ძალების სპეცრაზმელებმა აღკვეთეს. რიჩმონდის ოლქში პროკურატურის მხარემ წარმოადგინა მტკიცებულებები, რომ ბრალდებულ ოთხივე პირს პაკისტანის საიდენტიფიკაციო დოკუმენტებს ფლობდნენ. მათ არაბეთის ზღვაში ირანში დამზადებული იარაღი და რაკეტების […]
დაკავებულთა შორის ათამდე ქალია – “13 გრამი მარიხუანის გასაღებას ედავებიან”

ტვ პირველის ცნობით, ნარკორეალიზატორების წინააღმდეგ სპეცოპერაციის შედეგად, ათამდე ქალია დაკავებული, რომელთა სახლებიდანაც დიდი რაოდენობით ნარკოტიკული ნივთიერებები ამოიღეს. დიდი რაოდენობით მარიხუანა აღმოუჩნეს და გუშინ შეეფარდა პატიმრობა. 13 გრამის გასაღებას ედავებიან. თვითონ მივიდა და მერე ამან გადასცა თავის მეგობარს. მისმა მეგობრმა, ნუ ნაცნობმა, მეგობარს ვერ დავარქმევთ ჩაუშვა. ერთი თვის შემდეგ დააკავეს”- ამბობს ერთ-ერთი დაკავებულის ადვოკატი. დაკავებულებიდან უმეტესობა […]
პრემიერი ამერიკის ელჩს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აშშ-ის ელჩს საქართველოში რობინ დანიგანს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე განიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის საკითხთა ფართო სპექტრი და თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები. “აღინიშნა, რომ საქართველო რჩება დემოკრატიული რეფორმების შემდგომი წინსვლის, ინსტიტუტების გაძლიერებისა და ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ერთგული. მხარეებმა დაადასტურეს ქვეყნებს შორის არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობის გაგრძელებისა და კიდევ უფრო გააქტიურების […]