ირაკლი კობახიძე – ევროპელი პარტნიორები არ მიესალმებიან ბოიკოტის გამოვლინებებს, რომლებიც კონკრეტული ოპოზიციონერი პარტიების მხრიდან განხორციელდა

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, ევროპელი პარტნიორების მოწოდებაა, რომ ყველა პოლიტიკური პარტია და ორგანიზაცია სათანადოდ იყოს ევროკომისიის მიერ განსაზღვრული 9 პუნქტის შესრულების პროცესში ჩართული. ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე ბრიუსელში ვიზიტი შეაჯამა და განმარტა, რომ ევროპელი პარტნიორები არ მიესალმებიან ბოიკოტის გამოვლინებებს, რომლებიც კონკრეტული ოპოზიციონერი პარტიების მხრიდან განხორციელდა. „ჩვენ ყველა თემასთან დაკავშირებით გვქონდა გულწრფელი საუბარი ჩვენს […]

ირაკლი კობახიძე – ბრიუსელში გამართული ვიზიტი გვაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს, რომ საქართველო სწრაფი ტემპით ივლის წინ ევროკავშირში ინტეგრაციის მიმართულებით

ბრიუსელში გამართული ვიზიტი გვაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს, რომ საქართველო სწრაფი ტემპით ივლის წინ ევროკავშირში ინტეგრაციის მიმართულებით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა., როგორც საქართველოს მთავრობის მეთაურმა აღნიშნა 2030 წლისთვის ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებს შორის საქართველო იქნება ყველაზე მომზადებული როგორც დემოკრატიული, ისე ეკონომიკური თვალსაზრისით და ამისთვის საქართველოს ხელისუფლება ძალისხმევას არ დაიშურებს. „მინდა […]

ალეკო ელისაშვილი უმრავლესობას – იმდენად არ გინდათ ირაკლი რუხაძის განაწყენება, რომ ბატონ რუხაძის მიერ 360 ათასი პენსიონერის ძარცვაზე თვალს ხუჭავთ!

იმდენად არ გინდათ ირაკლი რუხაძის განაწყენება, რომ ბატონ რუხაძის მიერ 360 ათასი პენსიონერის ძარცვაზე თვალს ხუჭავთ! – მზად ვართ, ნებისმიერ ფორმატში მივიღოთ მონაწილეობა, რათა ეს სიმახინჯე გავასწოროთ და ბატონი რუხაძისა და “ლიბერთი ბანკის“ აღვირახსნილი, მტაცებლური და მძარცველური მადა როგორღაც დამოკლდეს, – აღნიშნული განცხადება პარლამენტის ტრიბუნიდან “მოქალაქეების“ დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა გააკეთა. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც საპენსიო […]

კობახიძე: ივანიშვილზე იქნება დამოკიდებული, როგორ ხედავს საკუთარ თავს საარჩევნო კამპანიაში

[საარჩევნო კამპანიაში ჩართვა] ეს არის მასზე [ბიძინა ივანიშვილზე] დამოკიდებული, მის ხედვაზე. ჯერჯერობით არ გვქონია საუბარი საარჩევნო კამპანიის დაგეგმვის სპეციფიკაზე. გვექნება შეკრებები, დაიგეგმება საარჩევნო კამპანია. პირველ რიგში, მასზე იქნება დამოკიდებული ის თუ, როგორ ხედავს ის საკუთარ თავს საარჩევნო კამპანიის პროცესში. დაველოდებით მის მოსაზრებას.

“ყველა ასაკში საოცრად ლამაზი…” – ია ფარულავა 33 წლის: კადრები არქივიდან – Marao

“ყველა ასაკში საოცრად ლამაზი…” – ია ფარულავა 33 წლის: კადრები არქივიდან – Marao ია ფარულავა არაერთი წელია, ბევრისთვის ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ ქართველ ქალად რჩება. მისი განსაკუთრებული გარეგნობით საზღვრებს გარეთაც ბევრი აღფრთოვანდა. მათ შორის იყო ოსკაროსანი მსახიობი რობერტ დე ნირო. 1987 წელს გამართულ მოსკოვის საერთაშორისო კინოფესტივალზე ამერიკელმა მსახიობმა დაჯილდოების ყველაზე ლამაზ ქალად ია ფარულავა დაასახელა. ყველას […]

ინტენსიურად ვმუშაობთ „ლიბერთი ბანკთან“, რომ განვსაზღვროთ რა თარიღიდან ამოქმედდება ცვლილება – ნათია თურნავა

ინტენსიურად ვმუშაობთ „ლიბერთი ბანკთან“, რომ განვსაზღვროთ რა თარიღიდან ამოქმედდება ცვლილება, – ამის შესახებ სებ-ის პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელი, ნათია თურნავა, პარლამენტში, ინტერპელაციის წესით მოსმენისას განაცხადა. აღნიშნული ცვლილების თანახმად, 2023 წლის 1 იანვრამდე გაცემულ საპენსიო სესხებზე საპროცენტო განაკვეთი შემცირდება. „2018 წლიდან საპროცენტო განაკვეთი ეტაპობრივად ჩამოდიოდა ქვევით, რადიკალური გარღვევა კი 2023 წლის 1 იანვარს მოხდა, როდესაც ის კონკრეტულ […]

“გავრცელდა ინფორმაცია, რომ პენსიონრებს სესხები უნულდებათ – ეს უპასუხისმგებლო განცხადებაა” – ნათია თურნავა

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, ნათია თურნავა, პარლამენტში, ამბობს: იყო გამოვლენილი ხარვეზები, მათ შორის არასათანადო ინფორმირების ფაქტები. ეს შეეხება კოვიდ პანდემიის შედეგად პენსიონერებისთვის სესხების გადავადების თაობაზე ინფორმაციის სათანადო ფორმით მიწოდებას. ვინაიდან ეს ხარვეზი ნამდვილად გამოვლინდა, ჩვენ მივეცით მკაცრი მითითება საფინანსო დაწესებულებას, ბანკს, რომ მოთხოვნისთანავე და შესაბამისი პირობების გათვალისწინებით მათ დააბრუნონ მომხმარებელი ძველ გრაფიკზე. ნებისმიერ მსესხებელს სჭირდება სწორი […]

“45 წლის მამაკაცი გარდაიცვალა, რეანომობილი 3 საათის შემდეგ მოვიდა – მოვითხოვ, წალენჯიხას გადაეცეს რეანომობილი”– ბელქანია

არაფერ ზედმეტს არ დავწერ- მოვითხოვ წალენჯიხას გადაეცეს რეანომობილი! გუშინ პაციენტი 45 წლის მამაკაცი გარდაიცვალა რეანომობილი გამოძახებიდან სამი საათის შემდგომ მივიდა. დაანებეთ თავი ჯანდაცვის პოლიტიზებას-ყველა ადამიანს აქვს სიცოცხლის უფლება!

ზელენსკისთვის უცნობია გენერალ ზალუჟნის სამომავლო გეგმები

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ მისთვის უცნობია, დარჩება თუ არა მის მხარდამჭერად შეიარაღებული ძალების ყოფილი მთავარსარდალი, გენერალი ვალერი ზალუჟნი, თუ ოპოზიციაში გადავა. “ეს არის მისი (ზალუჟნის-რედ.) არჩევანი. იგი იცავდა ჩვენ ქვეყანას. და ამისთვის მივანიჭე მას ეს (უკრაინის გმირის) წოდება. ამისთვის ძალიან მადლობელი ვარ”, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამერიკულ ტელეკომპანია „ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუში. 8 თებერვალს […]

ვოლოდიმირ ზელენსკი – პუტინი არასოდეს გაჩერდება, სანამ ომს არ წააგებს

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთის ლიდერი, ვლადიმერ პუტინი არ დაასრულებს ომს, სანამ არ წააგებს მას და არ გაიგებს, რომ ოკუპაციის უფლება არ მისცემენ, ამიტომ, კიევი კონფლიქტის გაყინვას არ დათანხმდება. „ვიცით რუსეთთან ჩვენი ურთიერთობების ისტორია. ჩვენ გვქონდა გაყინული კონფლიქტი, მათ თავიდანვე დაიკავეს ყირიმი და დონბასი – და ჩვენ გვქონდა დოკუმენტები: მინსკის შეთანხმება, ნორმანდიის ფორმატი გერმანიასთან, […]