ჟოზეფ ბორელმა ჩვენთან საუბარში ევროკავშირ-საქართველოს ასოცირების საბჭოს სხდომა შეაფასა, როგორც საუკეთესო – პრემიერი

ჟოზეფ ბორელმა ჩვენთან საუბარში ევროკავშირ-საქართველოს ასოცირების საბჭოს სხდომა შეაფასა, როგორც საუკეთესო – პრემიერი პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ბრიუსელში ვიზიტი შეაჯამა. მისი თქმით, ყველა შეხვედრაზე გამოიკვეთა პარტნიორების განსაკუთრებული კეთილგანწყობა საქართველოსა და დელეგაციის მიმართ, რის გამოც პრემიერმა ევროპელ მაღალჩინოსნებს მადლობა გადაუხადა. „ბატონმა ჟოზეფ ბორელმა ჩვენთან საუბარში ევროკავშირ-საქართველოს ასოცირების საბჭოს სხდომა შეაფასა, როგორც საუკეთესო, რაც […]
ეს არის ისეთი დღე, რომელსაც მე კი არა, მთელი მოსახლეობა უნდა ესწრებოდეს – პრეზიდენტი

“ეს არის ისეთი დღე, რომელსაც მე კი არა, მთელი მოსახლეობა უნდა ესწრებოდეს”, – ასე პასუხობს საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტის გადაწყვეტილებას, რომ იუნკერთა ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ის არ მიიწვიეს. სალომე ზურაბიშვილი კოჯორში იუნკერთა მემორიალთან იმყოფებოდა. იუნკერთა ხსოვნის მისაგებად გამართულ ცერემონიალზე პრეზიდენტი პარლამენტმა არ მიიწვია. ამ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. შალვა პაპუაშვილი ამტკიცებს, რომ ღონისძიებაზე დაპატიჟების მიუხედავად, წინა […]
“რატომ უწევს მშობელს შვილის ავადმყოფობის ვიდეოს დადება იცით?” – იარაჯული

უფლებადამცველი, თამარ იარაჯული: არ არსებობს დედა რომელსაც შვილის ავადმყოფობის ვიდეოს დადება უხარია, ეს ცალკე სიკვდილს უდრის მშობლისთვის მაგრამ ჩემთვის ხშირად ბავშვის ისტორიის მოსმენა ვიდეოს ნახვაზე მეტ უბედურებას ამბობს, რატომ უწევს მშობელს ვიდეოს დადება იცით? იმ ადამიანებისთვის ვისაც მოკითხვაზე მეტად განკითხვა ეხერხებათ, არ მადარდებს რას აკომენტარებს ის ერთი სულ რომ ტალახში ვიღოღო ჩემთვის ყველა გზა მისაღებია […]
“ჩვენთვის ვეტინგი მიუღებელია” – ირაკლი კობახიძე

პრემიერმა ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ პარტნიორებთან შეხვედრისას სასამართლო რეფორმებზე იმსჯელეს, თუმცა ერთ-ერთი გამოსავლად ე.წ. ვეტინგის სისტემის დანერგვა საქართველოში, მიუღებელია. ირაკლი კობახიძე: საუბარი გვქონდა თითოეულ პუნქტზე, მათ შორის სასამართლოსთან დაკავშირებით. ვეტინგის შესახებ ჩვენი პოზიცია არის გამოკვეთილი, ვეტინგი ეწინააღმდეგება თავისი არსით არა მხოლოდ ფორმალურად საქართველოს მოქმედ კონსტიტუციას, არამედ პირდაპირ ეწინააღმდეგება კონსტიტუციის სულისკვეთებას მათ შორის, მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის პრინციპს. […]
ფესტივალში “Simplesmente Vinho” საქართველო სპეციალური სტუმრის სტატუსით მონაწილეობს

პორტუგალიაში საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, 22-25 თებერვალს, ქალაქ პორტუში გაიმართება ტრადიციული ყოველწლიური ღვინის ფესტივალი, სახელწოდებით “Simplesmente Vinho”, რომელშიც სპეციალური სტუმრის სტატუსით საქართველო მონაწილეობს. საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, ღონისძიებაზე ქვეყანას წარმოადგენს 11 მეღვინე, რომელთა პროდუქცია ფესტივალზე პორტუგალიურ და ესპანურ ღვინოებთან ერთად (სულ – 123 სახეობის ღვინო) იქნება გატანილი. ფესტივალის ერთ-ერთი მთავარი თემა და სიახლეა ქვევრში ღვინის […]
მთავრობამ წელს 4 უძრავი ქონება 35.9 მლნ ლარად გაყიდა – ვინ არიან მყიდველები

„100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ ფარგლებში, მთავრობამ წელს 4 უძრავი ქონება ჯამში 35.9 მლნ ლარად უკვე გაყიდა. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებიდან, ყველაზე ძვირად 34,2 მლნ ლარად, თბილისში მდებარე ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები შპს „იონფაშ ჯორჯიამ“ იყიდა. 2024 წელს გაყიდული ქონება და მათი მყიდველები: · თბილისში, სარაჯიშვილის ქუჩა N36-ში არსებული 65402.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და […]
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდზე პარლამენტის პლენარული სხდომების ოქმები და სტენოგრამები აიტვირთება

დღეიდან, საქართველოს პარლამენტის ვებგვერდზე, შეგიძლიათ მოიძიოთ პარლამენტის პლენარული სხდომების ოქმები და სტენოგრამები. ინფორმაციას პარლამენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. საჯარო ინფორმაციის განყოფილებაში, ამ დროისთვის, სრულად არის ატვირთული 2023 წელს გამართული პლენარული სხდომების ოქმები და სტენოგრამები. არქივი ეტაპობრივად შეივსება.
მედია: ოკუპანტების ციხიდან გათავისუფლებული უკრაინელი მღვდელი საქართველოში იმყოფება

2024 წლის 21 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის დონეცკის ეპარქიის მღვდელი, მარიუპოლთან ახლოს მდებარე სოფელ კამენკას ამაღლების ეკლესიის წინამძღვარი, არქიმანდრიტი ქრისტეფორე (ხრიმლი) უკანონო პატიმრობიდან გაათავისუფლეს და რუსეთის ფედერაციის ტერიტორიიდან გააძევეს, მღვდელი ამჟამად საქართველოში იმყოფება, ინფორმაციას Україна Православна ავრცელებს. დონეცკისა და მარიუპოლის მიტროპოლიტმა უკრაინულ გამოცემას არქიმანდრიტი ქრისტეფორეს გათავისუფლების ფაქტი დაუდასტურა. “შემატყობინეს, რომ მან უკვე […]
ზარქუა ვაშაძეს: ყველაფერში ამაზრზენი ხარ

ეს ჭიჭე, ხაბეს შემცვლელი, ახლა აქ რომ ყბედობდა და შემდეგ გავიდა. რომან გოცირიძესა და ლევან ბეჟაშვილს მიმართა, რატომ არ მისმენთო – ისეთ სისულელეებს ჰყვები, შენი კოლეგებიც არ გისმენენ. მერე თქვა, რატომ იცინითო. შენ დაგცინით, იმიტომ, რომ ყველაფერში ამაზრზენი ხარ. შენს ყველანაირ განცხადებაში პირდაპირ წერია, რის გამო და რატომ აკეთებ ამას. ბიჭო, შენ იყავი იუსტიციის მინისტრის […]
„ყველას უჭირს იმაზე საუბარი, როგორ დასრულდება ომი უკრაინაში“ – კობახიძე

ირაკლი კობახიძის თქმით, რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან ორი წლის შემდეგ, „ძალიან მძიმეა შედეგები, რომელიც მოიტანა რუსეთის აგრესიამ, განსაკუთრებით უკრაინელებისთვის“. უკრაინაზე მან 23 თებერვალს გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტის კითხვის შემდეგ ისაუბრა: ამასთან ერთად, კობახიძემ ხაზი გაუსვა, რომ საქართველო უკრაინას ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს უსურვებს და იმედი აქვს, რომ ომი მალე დასრულდება. „ძალიან მძიმეა შედეგები, რომელიც მოიტანა რუსეთის სამხედრო […]