ნათია თურნავა – არასწორი და აბსურდულია იმაზე საუბარი, რომ დედოლარიზაციამ ფული გააძვირა – პირდაპირ გეტყვით, უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხების მარჟა გაცილებით მეტია, ვიდრე ლარში

არასწორი და აბსურდულია იმაზე საუბარი, რომ დედოლარიზაციამ ფული გააძვირა – პირდაპირ გეტყვით, უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხების მარჟა გაცილებით მეტია, ვიდრე ლარში, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. თურნავას თქმით, ხდება მონეტარული პოლიტიკის შერბილება, ლარში საპროცენტო განაკვეთები კლებულობს, მაშინ როცა დოლარსა და ევროში საპროცენტო განაკვეთები ჯერ კიდევ მაღალია. […]

ირაკლი კობახიძე – ჩვენი ვალია, პოლიტიკური და ჰუმანიტარული თვალსაზრისით მაქსიმალური მხარდაჭერა აღმოვუჩინოთ ჩვენს უკრაინელ მეგობრებს

ჩვენი ვალია, პოლიტიკური და ჰუმანიტარული თვალსაზრისით მაქსიმალური მხარდაჭერა აღმოვუჩინოთ ჩვენს უკრაინელ მეგობრებს, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მან იმედი გამოთქვა, რომ უკრაინაში რუსეთის აგრესია მალე დასრულდება. „ძალიან მძიმეა ის შედეგები, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესიამ მოიტანა. განსაკუთრებით მძიმეა ეს შედეგები პირველ რიგში, ჩვენი უკრაინელი მეგობრებისთვის. ძალიან რთული ვითარებაა დღეს უკრაინაში. დღეს […]

მარიამ ქვრივიშვილი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჩატარებული სარეკონსტრუქციო სამუშაოების შედეგებს და მიმდინარე პროექტებს გაეცნო

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, მარიამ ქვრივიშვილი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჩატარებული სარეკონსტრუქციო სამუშაოების შედეგებს გაეცნო. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, მან დღეს ადგილზე დაათვალიერა უკვე განხორციელებული და მიმდინარე სამუშაოები, ასევე კომპანია „ტავ ჯორჯიას“ ხელმძღვანელი პირებისგან მოისმინა ინფორმაცია აეროპორტის სივრცეში დაგეგმილი სხვა ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ. ინფორმაციის თანახმად, მინისტრის მოადგილესთან ერთად თბილისის აეროპორტში ასევე იმყოფებოდნენ საქართველოს სამოქალაქო ავიაციის […]

მარნეულის მუნიციპალიტეტსა და პოლონეთის გმინა კობილნიცას შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, მარნეულის N3 საბავშვო ბაგა-ბაღში 42 კვტ სიმძლავრის მზის ფოტოელექტრული პანელები დამონტაჟდა

მარნეულის მუნიციპალიტეტსა და პოლონეთის გმინა კობილნიცას შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, ქალაქ მარნეულის N3 საბავშვო ბაგა-ბაღში 42 კვტ სიმძლავრის მზის ფოტოელექტრული პანელები დამონტაჟდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, ფოტოელექტრული სისტემის ტესტირება და შემოწმება უკვე დასრულებულია და სადგურის ჩართვა ქსელის ოპერატორის მიერ რევერსული მრიცხველის დამონტაჟების შემდეგ მოხდება. „ფოტოელექტრული სისტემის ინსტალაცია პოლონეთის მხარის დაკვეთით […]

რუსეთი ОДКБ-ში სომხეთის მონაწილეობის შეჩერებაზე ნიკოლ ფაშინიანის განცხადებაზე განმარტებებისთვის სომხეთს მიმართავს

რუსეთი გეგმავს სომხეთთან გაარკვიოს, რას ნიშნავს კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში (ОДКБ) ერევნის მონაწილეობის შეჩერების შესახებ განცხადება, ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნული განცხადების შემდეგ სომხეთს ოფიციალური ქმედება არ განუხორციელებია. „სომხურ მხარეს ამ კუთხით არანაირი ოფიციალური ქმედება არ განუხორციელებია. ვგეგმავთ ჩვენს კოლეგებთან კონტაქტის დამყარებას და ამ განცხადებების მნიშვნელობის გარკვევას“, – განაცხადა […]

ირაკლი კობახიძე – საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭო მეგობრულ და საქმიან რეჟიმში წარიმართა, ეს იყო ფორმალობებისგან დაცლილი ცოცხალი დისკუსია

საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭო მეგობრულ და საქმიან რეჟიმში წარიმართა, ეს იყო ფორმალობებისგან დაცლილი ცოცხალი დისკუსია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე, ჟურნალისტის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. პრემიერ-მინისტრის თქმით, საბჭოს სხდომაზე გულწრფელი საუბარი შედგა ყველა საკითხზე, მათ შორის რეფორმებზე, რომელიც არის დაგეგმილი საქართველოს მხრიდან, მათ შორის, 9 პრიორიტეტის ფარგლებში. „საქართველო-ევროკავშირის ასოცირების […]

ესპანეთში მყოფმა თოფურიამ მაკრეგორს დასცინა – რა განაცხადა ქართველმა ჩემპიონმა და რას უპასუხებს შეურაცხყოფას კონორი, Marca დეტალებზე

UFC-ის ქვემსუბუქი წონის ჩემპიონ ილია თოფურია მადრიდში ჩაფრინდა, სადაც მას დიდი დახვედრა მოუწყვეს. ჩვენებური ადგილობრივ ჟურნალისტებს ესაუბრა და კონორ მაკრეგორის შესახებ ხმამაღალი განცხადებაც გააკეთა. აი, რას წერს ესპანური ცნობილი გამოცემა Marca: “ალკოჰოლის სიყვარული კონორ მაკგრეგორს ალბათ მალე მილიარდერად აქცევს. მან არამხოლოდ ვისკის ბრენდი Peoper Twelve Whiskey დაარსა, არამედ ასევე ლუდის წარმოებაც დაიწყო. ორივე ირლანდიური და […]

კობახიძე უკრაინის ომზე: როგორ დასრულება ეს ომი, ამაზე საუბარი უჭირს ყველას

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე, შესაბამისი კითხვის პასუხად ისაუბრა საქართველოს დამოკიდებულებაზე უკრაინის ომის მიმართ. მან თქვა, რომ „ძალიან მძიმეა ის შედეგები რაც მოიტანა ომმა, რუსეთის სამხედრო აგრესიამ უკრაინის წინააღმდეგ“, ისაუბრა, ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ ვითარებაზე და თქვა, რომ არსებული უმძიმესი მდგომაროების გათვალისწინებით „ჩვენი ვალია პოლიტიკური თვალსაზრით და ასევე ჰუმანიტარული თვალსაზრისით მაქსიმალური […]

კობახიძე იმედს გამოთქვამს, რომ ევროპარლამენტთან ურთიერთობები პოზიტიურად განვითარდება

პრემიერ-მინისტრის რანგში ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში პირველი პრესკონფერენცია გამართა. მან უპასუხა „TV პირველის” შეკითხვას, რომელიც ეხებოდა ბრიუსელში კობახიძის ვიზიტის შესახებ რადიო თავისუფლების წყაროს ინფორმაციას. ანონიმურობის პირობით რადიო თავისუფლების ჟურნალისტს წყარომ ბრიუსელში წყარომ უთხრა, რომ „ირაკლი კარგი ახალგაზრდა ბიჭია, ძალიან თავმდაბალი და კეთილგანწყობილი იყო ყველას მიმართ, – როგორც ნებისმიერი ადამიანი, რომელიც აქ [ბრიუსელში ოფიციალური ვიზიტით] პირველად […]

აშშ 500-ზე მეტ რუსულ სუბიექტს დაასანქცირებს

აშშ-ის ხაზინის მდივნის მოადგილის, ვოლი ადაეიმოს განცხადებით, შეერთებული შტატები 500-ზე მეტ ახალ რუსულ სუბიექტს სანქციებს დაუწესებს – აღნიშნულთან დაკავშირებით, ინფორმაციას reuters-ის ავრცელებს. გადაწყვეტილების მიზანი უკრაინაში ომის დაწყებიდან 2 წლის თავზე რუსეთის წინააღმდეგ კონკრეტული ქმედითი ნაბიჯების გადადგმაა. გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული სანქციათა პაკეტი აშშ-ის პოლიტიკის გაგრძელებას წარმოადგენს, შეასუსტოს რუსეთის შესაძლებლობები უკრაინასთან ომის საწარმოებლად. აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტის განცხადებით, […]