გულისყურით მოვეკიდებით იმ ადამიანების ინტერესებს, რომელთაც შოვში ჰქონდათ მიწის ნაკვეთი და ინფრასტრუქტურა – პრემიერი

მაქსიმალური გულისყურით მოვეკიდებით იმ ადამიანების ინტერესებს, რომელთაც შოვში ჰქონდათ კონკრეტული მიწის ნაკვეთი და ინფრასტრუქტურა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, უნდა დადგინდეს როგორ უნდა გაგრძელდეს პროცესები შოვში და რა ტიპის კომპენსაციები უნდა გაიცეს შესაბამისი ადამიანების მიმართ. „შოვთან დაკავშირებით დასკვნა არის ასეთი – არ არის რეკომენდებული იქ ხელახლა […]

ქართული ქვევრის ღვინის მწარმოებელი მარნები პროდუქციას პორტუგალიაში პირველად წარადგენენ

23-25 თებერვალს, პორტუგალიის ქალაქ პორტოში, ბუნებრივი ღვინოების საერთაშორისო გამოფენა Simplesmente Vinho იმართება. საქართველო აღნიშნულ გამოფენაზე წარმოდგენილია სპეციალური სტატუსით – ღვინის სამშობლო ქვეყანა! ღვინის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით და ფინანსური მხარდაჭერით, გამოფენაში ქართული ქვევრის ღვინის მწარმოებელი 11 კომპანია – ბაიას ღვინო, იბერიელი, ლაპატი, ოქროს ღვინო, ორი მარანი, ლაგაზი, ლისივაინი- მესხიშვილის მეღვინეობა, ბუას ღვინო, ჭონას მარანი, ნიკოლაძეების მარანი […]

ირაკლი ზარქუა გიორგი ვაშაძეს – თუ შნო და ერთი ადგილი გაქვს, შემოიყვანე ინვესტორები და ჩაადებინე ფული, მინისტრის მოადგილე რომ იყავი და „იჯიბავდი“ პრემიებს, მაშინ რატომ არ გაგახსენდა? – შემოგეყვანა!

ისეთ სისულელეს ჰყვები, შენი კოლეგებიც არ გისმენენ – თუ შნო და ერთი ადგილი გაქვს, შემოიყვანე ეს ინვესტორები და ჩაადებინე ფული, მინისტრის მოადგილე რომ იყავი და „იჯიბავდი“ პრემიებს, მაშინ რატომ არ გაგახსენდა? – შემოგეყვანა! – ასე მიმართა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერს გიორგი ვაშაძეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ. როგორც მან აღნიშნა, პენსიონერები ოპოზიციას არჩევნების […]

პრემიერი – არ გვჭირდება ჩიხი ცესკო-ში, გვჭირდება გამართული ცესკო – შესაბამისად, ვმოქმედებთ თავიდან ბოლომდე ინსტიტუტების სიძლიერის ინტერესიდან გამომდინარე

ჩვენ არ გვჭირდება ჩიხი ცესკო-ში, ჩვენ გვჭირდება გამართული ცესკო, რომელიც გამართულად ჩაატარებს საარჩევნო პროცესს. შესაბამისად, ამ შემთხვევაში, ჩვენ ვმოქმედებთ თავიდან ბოლომდე, ინსტიტუტების სიძლიერის ინტერესიდან გამომდინარე, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში ჟურნალისტებს განუცხადა. კობახიძის განმარტებით, რაც შეეხება კონკრეტულად ცესკო-ს შესახებ კანონს, რიტორიკასთან ეს ნაკლებად არის დაკავშირებული. მისივე განმარტებით, საბოლოო ჯამში, არსებული კანონი, რომელიც […]

ირაკლი კობახიძე – სტრატეგიულ პარტნიორებთან პრიორიტეტები მხოლოდ ჩვენზე არ არის დამოკიდებული, ურთიერთობა ორმხრივი საქმეა – რაც შეეხება ჩინეთის დამოკიდებულებას, ვხედავთ დიდ ინტერესს ურთიერთობების გაღრმავების კუთხით

ჩვენ ვხედავთ ძალიან დიდ ინტერესს ჩინეთის მხრიდან ურთიერთობების გაღრმავების კუთხით – გვაქვს ძალიან გააქტიურებული სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, გვაქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება და პირდაპირი ფრენები და როდესაც პრემიერი ღარიბაშვილი იყო ჩასული ჩინეთში, მას უმაღლეს დონეზე მოუწყვეს დახვედრა – რაც შეეხება აშშ-ს აქ წლების მანძილზე გვქონდა გარკვეული სისუსტე, გარკვეული გამოვლინება იმისა რომ შესუსტებული იყო თითქოს ინტერესი სტრატეგიული პარტნიორობის […]

ირაკლი კობახიძე – დღეს ჩვენ აღარ ვისმენთ ევროპელი პოლიტიკოსებისგან უსამართლო განცხადებებს, რეზოლუციებს და შესაბამისად, ჩვენი მხრიდანაც რიტორიკა არის პოზიტიური

მე ევროკავშირის ელჩთან შეხვედრა მქონდა, სადაც მას პირდაპირ განვუცხადე, რომ თუ შეწყდებოდა უსამართლო განცხადებები ევროპელი პოლიტიკოსების მხრიდან, ამ შემთხვევაში ჩვენი მხრიდან იქნებოდა ნული რეაქცია, ნული ნეგატიური განცხადება – თქვენ ხედავთ, რომ არსებითად შეწყდა უსამართლო განცხადებები, რეზოლუციები ევროპის მხრიდან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისივე თქმით, „სადაც სამართლიანი და კონსტრუქციული მიდგომა იქნება, იქ, […]

ბანკებს მიეცათ მითითება, რომ მოთხოვნისთანავე პენსიონრები ძველ გრაფიკზე დააბრუნონ – ნათია თურნავა

ბანკებს მიეცათ მითითება, რომ მოთხოვნისთანავე პენსიონრები ძველ გრაფიკზე დააბრუნონ – ნათია თურნავა მომხმარებლების მხრიდან მოთხოვნის შემთხვევაში კომერციულმა ბანკებმა უნდა უზრუნველყონ საშეღავათო პერიოდით სარგებლობამდე მოქმედი გრაფიკის მიხედვით გადახდების მიღება, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, ინტერპელაციის წესით გამოსვლისას განაცხადა. პარლამენტში გამოსვლისას ნათია თურნავამ კომერციული ბანკების მიმართ გაცემული მითითების შესახებ […]

მართლაც რომ შთამბეჭდავი იყო ის გადაწყვეტილება, რომ ახლადარჩეულმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პირველ საგარეო ვიზიტად ბრიუსელი აირჩია – პაველ ჰერჩინსკი

მართლაც რომ შთამბეჭდავი იყო ის გადაწყვეტილება, რომ ახლადარჩეულმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პირველ საგარეო ვიზიტად ბრიუსელი აირჩია – პაველ ჰერჩინსკი მართლაც რომ შთამბეჭდავი იყო ის გადაწყვეტილება, რომ ახლადარჩეულმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პირველ საგარეო ვიზიტად ბრიუსელი აირჩია, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განუცხადა. „ძალიან კარგი, არსებითი, ღია და გულახდილი საუბარი შედგა. ძალიან ოჯახური […]

კობახიძე აშშ-სთან სტრატეგიულ პარტნიორობაზე: წლებია უმაღლესი დონის შეხვედრები არ შემდგარა

პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, წლების განმავლობაში აშშ-ს მხრიდან სტრატეგიული პარტნიორობის კუთხით “შესუსტებული იყო თითქოს ინტერესი”. ამის შესახებ მან მთავრობის ადმინისტრაციაში პრესკონფერენციაზე განაცხადა. მას ჰკითხეს, ნიშნავდა თუ არა პრიორიტეტების გადალაგებას ის, რომ პრემიერი ჯერ ჩინეთის, შემდეგ კი აშშ-ის ელჩს შეხვდა. კობახიძის თქმით, “ჩვენი ხედვები არის მკაფიო, ორივე სახელმწიფოსთან გვაქვს სტრატეგიული პარტნიორობა”. “პრიორიტეტები არის არა მხოლოდ ჩვენზე […]

მთავრობა: კობახიძე აშშ-ის ელჩს შეხვდა, განიხილეს თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოში აშშ-ის ელჩს რობინ დანიგანს შეხვდა. ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის საკითხთა ფართო სპექტრი და თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები განიხილეს. “აღინიშნა, რომ საქართველო რჩება დემოკრატიული რეფორმების შემდგომი წინსვლის, ინსტიტუტების გაძლიერებისა და ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ერთგული. მხარეებმა დაადასტურეს ქვეყნებს შორის არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობის გაგრძელებისა და […]