საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, საუნივერსიტეტო საზოგადოებამ და სტუდენტებმა იუნკერთა ხსოვნას პატივი მიაგეს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ, საუნივერსიტეტო საზოგადოებამ და სტუდენტებმა, საბჭოთა რუსეთის წითელი არმიის წინააღმდეგ კოჯორ-ტაბახმელასთან გამართულ ბრძოლაში დაღუპულ იუნკერთა ხსოვნას პატივი მიაგეს. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს. მათივე ცნობით, ღონისძიების ფარგლებში უნივერსიტეტის სტუდენტურმა თვითმმართველობამ აქცია-პერფორმანსი – „აქ შენგან პასუხს ტაბახმელის ელის ფერდობი”, გამართა. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის განცხადებით, კოჯორ-ტაბახმელის მიდამოებში ქართველი იუნკრების ერთკვირიანი […]
ირაკლი კობახიძე – არჩევნებით განისაზღვრება ის, თუ როგორ წარიმართება დემოკრატიული პროცესები ქვეყანაში, არ უნდა მივცეთ არავის ინსტიტუტების საბოტაჟის საშუალება – არ გამოვრიცხავ არავითარ სცენარს

ჩვენთვის მთავარია, ნებისმიერი სცენარისგან დავაზღვიოთ სახელმწიფო ინსტიტუტები, არჩევნებით განისაზღვრება საბოლოო ჯამში ის, თუ როგორ წარიმართება დემოკრატიული პროცესები ქვეყანაში, ჩვენ არ უნდა მივცეთ არავის ასეთი ინსტიტუტების საბოტაჟის საშუალება და სწორედ ამას ემსახურებოდა ის კანონი, რომელიც პარლამენტმა მიიღო, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე, ჟურნალისტის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. პრემიერ-მინისტრის თქმით, […]
ჯაბა სამუშიამ თსუ სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გამართა, რომელზეც უნივერსიტეტში კვლევითი საქმიანობის მხარდაჭერაზე, მის გაძლიერებაზე, ამ კუთხით არსებულ საჭიროებებზე ისაუბრა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინფორმაციით, რექტორმა და ინსტიტუტების ხელმძღვანელებმა შეხვედრაზე, ასევე, განიხილეს 2025 წელს დაგეგმილი კვლევითი ინსტიტუტების ავტორიზაცია/აკრედიტაციის და კვლევითი ინსტიტუტების თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ინტეგრაციის განვითარების, აგრეთვე, ახალგაზრდა მეცნიერების, პოსტ-დოქტორანტების საუნივერსიტეტო […]
სახალხო დამცველი პენსიონერებისთვის სესხების პროცენტის შემცირების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას მიესალმება

სახალხო დამცველი მიესალმება პენსიონერებისთვის 2023 წლამდე აღებული სესხების[1] პროცენტის შემცირების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას[2], რასაც სახალხო დამცველი ეროვნულ ბანკში გაგზავნილ წინადადებით ითხოვდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ომბუდსმენის აპარატი ავრცელებს. მათივე ცნობით, 2024 წლის 8 იანვარს საქართველოს სახალხო დამცველმა საქართველოს ეროვნულ ბანკს წინადადებით მიმართა შეემუშავებინა დადგენილება/მითითება, რომლითაც სს „ლიბერთი ბანკი“ ბენეფიციარი პენსიონერების ფულადი ვალდებულების რეფინანსირებას/რესტრუქტურიზაციას მოახდენს და შესაძლებელი […]
რელიგიის სააგენტოს დელეგაცია თურქეთის პრეზიდენტის მთავარ მრჩეველს შეხვდა

რელიგიის სააგენტოს დელეგაცია თურქეთის პრეზიდენტის მთავარ მრჩეველს შეხვდა. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, მხარეებმა ხაზი გაუსვეს ქართულ-თურქული ურთიერთობების ხარისხს და მნიშვნელობას სამეზობლო პოლიტიკის ყველა სფეროში და გამოთქვეს თანამშრომლობის გაღრმავების სურვილი. „ქართულად კარგად ვერ ვსაუბრობ, იმის მიუხედავად, რომ ბებია უკეთ საუბრობდა ქართულად“, – თქვა თურქეთის პრეზიდენტის მთავარმა მრჩეველმა ისრაფილ ქიშლამ თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე. „პრეზიდენტის […]
ირაკლი კობახიძე რესპუბლიკურ საავადმყოფოზე – ორ ინტერესს შორის ბალანსი უნდა გამოიძებნოს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე დღეს რესპუბლიკური საავადმყოფოს წარმომადგენლებს შეხვდება. ამის შესახებ კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ბალანსი უნდა გამოიძებნოს ორ ინტერესს შორის, რომელთაგან ერთი არის სახელმწიფოს და საზოგადოების ინტერესი, რომ აშენდეს ახალი საავადმყოფო, მეორე კი არის რესპუბლიკური საავადმყოფოს კოლექტივის ინტერესები. „დღეს გაიმართება შეხვედრა, მე მექნება შეხვედრა რესპუბლიკური საავადმყოფოს წარმომადგენლებთან. ამის სურვილი თავიდანვე […]
“იქედნეს ნაშობი ჭიღლაძის პირადი შურისძიების მოტივები!” – მარნეულის ეპისკოპოსი

იქედნეს ნაშობი ჭიღლაძის პირადი შურისძიების მოტივები! მინდა გამოვეხმაურო დეკანოზ ილია ჭიღლაძის მიერ გავრცელებულ სიცრუესა და ცილისმწამებლურ ბრალდებებს,რომელიც მან ა.წ თხუთმეტ დეკემბერს სოციალურ ქსელში საჯაროდ გამოაქვეყნა. სამწყსოს წინაშე,რომელიც სამიზნე გამხდარა შფოთისა და არეულობის შეტანისა,თავი მოვალედ მივიჩნიე ნათელი მომეფინა იმ გარემოებებისთვის,რის გამოც იქნა სინამდვილეში განტევებული მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიიდან. მოგახსენებთ,რომ იგი ბოლნისის ეპარქიიდან 2014 წელს გადმოვიდა;მას შუამდგომლობა […]
გიორგი ვაშაძე – ყველა ზედმეტი რეგულაცია, რომელსაც იღებს ეროვნული ბანკი, აღარიბებს ხალხს და ამდიდრებს ელიტას – ფინანსური სექტორი უნდა გავხსნათ

ყველა ზედმეტი რეგულაცია, რომელსაც იღებს ეროვნული ბანკი, აღარიბებს ხალხს და ამდიდრებს ელიტას – ფინანსური სექტორი უნდა გავხსნათ, არა მეტი რეგულაცია, არამედ ისეთი გარემო შევქმნათ, რომ საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუციები ქვეყანაში შემოდიოდნენ, თქვენმა რეგულირებულმა ბაზარმა, თქვენმა დედოლარიზაციამ მოიტანა ხალხის გაღარიბება და საბანკო სექტორის გამდიდრება, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც […]
გლდანში, შვილის მიერ მამის მკვლელობის საქმეზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი

გლდანში, შვილის მიერ მამის მკვლელობის საქმეზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი. როგორც კორპუსის მაცხოვრებლები აღნიშნავენ, მკვლელობა დანით მოხდა. მათივე ცნობით, შემთხვევას დაკავებულის 12 წლის დაც შეესწრო. „დანით მოკლაო ამბობენ, მე რომ ჩამოვედი, უკვე დამთავრებული იყო ყველაფერი. ოჯახში რა მოხდა, არ ვიცი. ერთი ჭრილობა ჰქონდა მიყენებული, სისხლისგან დაიცალაო, ეს ბიჭი არ გაქცეულა, სახლიდან გამოიყვანეს სამართალდამცავებმა. თუ არ […]
გორის მერია მრავალსართულიანი ბინების ეზოების რეაბილიტაციას ახორციელებს

გორის მუნიციპალიტეტის მერია მრავალსართულიანი ბინების ეზოების რეაბილიტაციას ახორციელებს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, სამუშაოები გორის მერის მოადგილემ, ნიკა ღვინიაშვილმა დაათვალიერა. „კორპუსის ეზოებს მერია 100 % -ით აფინანსებს. პროექტი გასულ წელს დაიწყო და 2023 წელს 30-მდე ეზო მოწესრიგდა. პროექტის ფარგლებში ხორციელდება ასფალტის საფარის დაგება და საფეხმავლოების მოწყობა, იმ ეზოებში კი სადაც სასმელი და […]