კობახიძის თქმით, პარტიების „ფიქტიური NGO-ებით” დაფინანსებაზე კანონის მიღება არ იგეგმება

პარტიების ირიბი დაფინანსების წინააღმდეგ პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე. მან აღნიშნა, რომ ამ საკითხზე ახალი კანონის მიღება არ იგეგმება. „საუბარი იყო, არა, როგორც ასეთი, NGO-ების დაფინანსებაზე, არამედ პარტიების, პოლიტიკური სუბიექტების ირიბ დაფინანსებაზე, ფიქტიური არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით, რაც არის არასწორი პრაქტიკა. რაც შეეხება კანონების მიღებას, ასეთი რამ არ იგეგმება. ზოგადად, […]

მე კი არა, მთელი მოსახლეობა უნდა ესწრებოდეს – პრეზიდენტი იუნკერების მემორიალთან მივიდა

“ეს არის ისეთი დღე, რომელსაც მე კი არა, მთელი მოსახლეობა უნდა ესწრებოდეს” – თქვა კოჯორში, იუნკერების მემორიალთან მისულმა სალომე ზურაბიშვილმა. პრეზიდენტის პრესსამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ზურაბიშვილი არ მიიწვიეს პარლამენტის ეზოში, იუნკერთა სულის მოსახსენიებელ პანაშვიდზე, რომელსაც სახელმწიფოს სხვა ინსტიტუტების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. “სამწუხაროდ, იმის გამო, რომ საქართველოს პრეზიდენტი არ ყოფილა მიწვეული პარლამენტის მიერ, არ მიეცა შესაძლებლობა დასწრებოდა […]

უკრაინის რადამ მხარი დაუჭირა ახალწვეულთა დემობილიზაციის კანონპროექტს

უკრაინის უმაღლესმა რადამ მიიღო საპრეზიდენტო კანონი, რომელიც საომარი მდგომარეობის დროს წვევამდელებს სამხედრო სამსახურის გავლის შემდეგ სამსახურიდან გათავისუფლების შესაძლებლობას აძლევს. კანონპროექტს მხარი დაუჭირა 319-მა დეპუტატმა. 2023 წლის 24 ნოემბერს უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ოლექსი დანილოვმა უმაღლესი მთავარსარდლის შტაბის სხდომის შემდეგ განაცხადა, რომ წვევამდელები, რომელთა სამსახურებრივი ვადა უკვე დასრულებულია, უახლოეს მომავალში დემობილიზდებოდნენ. მაშინ მან […]

მას დიდი ხანია შეუყვარდნენ ისინი, ვინც მას მამიკო წაართვეს და რომლებშიც მამიკოზე უფრო ძლიერი ძალა დაინახა – დავით ქართველიშვილი ანა ნაცვლიშვილზე

„გმირებს კი დიდება, მაგრამ მოღალატეებს – რაა???“ – წერს სოციალურ ქსელში, მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი, რითაც „ლელოს“ წევრის ანა ნაცვლიშვილის მიერ გამოქვეყნებულ სტატუსს – „იფიქრებდნენ ეს ახალგაზრდები, რომ ასი წლის შემდეგ რუსეთის მსახური ხელისუფლება ეყოლებოდა საქართველოს?! დიდება გმირებს!” ეხმიანება. ქართველიშვილი ანა ნაცვლიშვილის მიერ გამოქვეყნებულ სტატუსს სირცხვილ გამოცლილ სტატუსს უწოდებს. „ხანდახან ზღაპრებსაც ვწერ, რა […]

დაკავებულია 270 ადამიანი, გაშიფრულია ნარკოტიკების გაყიდვის სქემები (ფარული კადრები)

მიმდინარე წლის დასაწყისიდან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და გენერალური პროკურატურის თანამშრომლების მიერ ქვეყნის მასშტაბით, ინტენსიურ რეჟიმში ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 270 პირია დაკავებული, აქედან 27 ნარკორეალიზატორია. დაკავებულ პირთა შორის არიან ნარკორეალიზატორები, რომლებიც ტრადიციული – ხელიდან ხელში გასაღების მეთოდით ახდენდნენ ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციას. გარდა ამისა, დაკავებულები არიან ე.წ. დამდებები, რომლებიც სხვადასხვა […]

ანა ნაცვლიშვილი ბათუმში, თავშესაფრის ძაღლს მოეფერა

“ლელო”-ს წევრი ანა ნაცვლიშვილი ბათუმში, თავშესაფრის ძაღლს მოეფერა, ფეისბუქზე ფოტო გამოაქვეყნა და დაწერა: “მათ ჩვენ ვჭირდებით”- წერს ნაცვლიშვილი. Next: სტრატეგიულ პარტნიორებთან პრიორიტეტები მხოლოდ ჩვენზე არ არის დამოკიდებული, ურთიერთობა ორმხრივი საქმეა, შესაბამისად, პრიორიტეტებიც განისაზღვრება ორმხრივად

ბაჩანა ხალვაშის ნამუშევრები ხელოვნების სასახლეში გამოიფინება

28 თებერვალს, 19 საათზე ხელოვნების სასახლეში გაიხსნება ბაჩანა ხალვაშის ნამუშევრების გამოფენა სახელწოდებით – “ორი ამბავი”. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება მარიონეტები სპექტაკლებიდან: მოლიერის “მიზანთროპი” და ბიბლიის “მეფეთა ცხოვრება”. აღნიშნული სპექტაკლები, მისი ხელმძღვანელობით, 1984-1992 წლებში იდგმებოდა თბილისის თეატრალური უნივერსიტეტის მარიონეტების ექსპერიმენტალურ თეატრში. საგამოფენო სივრცის მეორე დარბაზი დაეთმობა აბსტრაქტულ კალიგრაფიული კომპოზიციებს; “ყველაზე ლამაზი ხაზი ისაა, რომელიც არაფერს არ გამოსახავს […]

უკრაინის საელჩო: მივმართეთ საქართველოს მთავრობას და ვთხოვეთ, საინჟინრო ტექნიკა მოგვაწოდონ

საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებული, ალექსანდრ შულგა ამბობს, რომ საქართველოს მთავრობას მიმართეს, საინჟინრო ტექნიკა გადასცენ. როგორც შულგა აღნიშნავს, დახმარება არასდროსაა საკმარისი. “ჩვენ მივმართეთ საქართველოს მთავრობას ისევე როგორც მსოფლიოს სხვა ქვეყნების მთავრობას, ძალიან ბევრი წერილი გავაგზავნეთ და ყველა ქვეყანა თვითონ წყვეტს, როგორ შეუძლია დახმარების გაწევა. ვიღაც ჰუმანიტარულ დახმარებას გვაწვდის, ზოგი ფინანსურს ზოგი, სამხედრო დახმარებას გვიწევს, იარაღის […]

უკრაინის პარლამენტმა წვევამდელთა დემობილიზაციის შესახებ კანონი მიიღო

23 თებერვალს უკრაინის “ვერხოვნა რადამ” მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც “სამხედრო მოვალეობისა და სამხედრო სამსახურის შესახებ” კანონში ცვლილებების შეტანას ითვალისწინებს, როგორც დეპუტატებმა განაცხადეს. როგორც რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახური წერს, კანონპროექტს, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში უკრაინის პრეზიდენტის ინიციატივით შევიდა, 319 სახალხო დეპუტატმა დაუჭირა მხარი. კანონპროექტი უკრაინის პრეზიდენტს აძლევს უფლებას, რომ თავისი განკარგულებით სამხედრო სამსახურიდან გაათავისუფლოს ის წვევამდელები, რომელთა […]

უკრაინის საელჩო 2024 წლის რუსეთის არჩევნებთან დაკავშირებით საქართველოს მასმედიას მიმართავს

საქართველოში უკრაინის საელჩო განცხადებას აქვეყნებს და 2024 წლის 17 მარტს რუსეთის ფედერაციაში არჩევნებთან დაკავშირებით საქართველოში მედიის წარმომადგენლებს მიმართავს. განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთი “იმიტირებულ არჩევნებში”, რომელსაც მათ შორის უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე გამართავს, უცხოურ მედიასა და ე.წ. საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიას მოიწვევს. საელჩოს თქმით, ადგილზე ვიზიტი დაუშვებელია. საელჩოში აცხადებენ, რომ პირებისთვის, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ რუსეთში ე.წ. საპრეზიდენტო […]