სტრატეგიულ პარტნიორებთან პრიორიტეტები მხოლოდ ჩვენზე არ არის დამოკიდებული, ურთიერთობა ორმხრივი საქმეა, შესაბამისად, პრიორიტეტებიც განისაზღვრება ორმხრივად

სტრატეგიულ პარტნიორებთან პრიორიტეტები მხოლოდ ჩვენზე არ არის დამოკიდებული, ურთიერთობა ორმხრივი საქმეა, შესაბამისად, პრიორიტეტებიც განისაზღვრება ორმხრივად ჩვენი ხედვები არის მკაფიო, ჩვენ გვაქვს სტრატეგიული პარტნიორობა ორივე სახელმწიფოსთან, როგორც აშშ-სთან ასევე ჩინეთთან. ორივე არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, ორივე არის ზესახელმწიფო, როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური თვალსაზრისით, შესაბამისად, ამ სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავება ორივე მიმართულებით ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, – ასე უპასუხა […]

შულგა: ვხედავთ რუსულ ეკონომიკურ გავლენას საქართველოში

პირველ რიგში, ჩვენ შეფასებას ვაკეთებთ ეკონომიკურ გავლენასთან დაკავშირებით. მართლა ვხედავთ რუსულ ეკონომიკურ გავლენას საქართველოში, ვხედავთ ტურისტების იმ რაოდენობას, რომელიც აქ ჩამოდის. ასევე ვხედავთ ვაჭრობის გაფართოებას, ამიტომ მშვიდად ვერ შევხედავთ ამას. იმ დროს, როდესაც ყველა უარს ამბობს რუსეთში ჩაფრენაზე, საქართველომ ავიამიმოსვლა აღადგინა. ვფიქრობ, რომ ეს საკითხი კომპლექსურადაა განსახილველი. უკრაინა არასდროს ერეოდა არც საქართველოს და არც სხვა […]

ჯოზეფ ბორელმა ევროკავშირ-საქართველოს ასოცირების საბჭოს სხდომა შეაფასა როგორც საუკეთესო – პრემიერი

ბრიუსელში ყველა შეხვედრაზე გამოიკვეთა პარტნიორების განსაკუთრებული კეთილგანწყობა ჩვენი ქვეყნისა და დელეგაციის მიმართ, ჯოზეფ ბორელმა ჩვენთან საუბარში ევროკავშირ-საქართველოს ასოცირების საბჭოს სხდომა შეაფასა როგორც საუკეთესო, რაც კი ოდესმე ჩატარებულა,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. პრემიერ-მინისტრმა საქართველოს ინტერესების ეფექტიანი წარმოდგენისთვის მადლობა გადაუხადა მთავრობის წევრებს: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, პირველ ვიცე […]

Nvidia მთავარ კონკურენტად Huawei-ის ასახელებს

Nvidia-მ Huawei მთავარ კონკურენტად დაასახელა მთელ რიგ სფეროებში, მათ შორის პროცესორების წარმოებაში, რომლებიც ამუშავებენ ხელოვნური ინტელექტის (AI) სისტემებს. ნახევარგამტარების ინდუსტრიის გიგანტმა, Nvidia-მ თავის წლიურ ანგარიშში განაცხადა, რომ Huawei არის კონკურენტი მისი ბიზნესის ხუთი ძირითადი კატეგორიიდან ოთხში, მათ შორის პროგრამული უზრუნველყოფისა და აპარატურის მიწოდებაში გრაფიკული დამუშავების ერთეულებისთვის (GPU). სხვა კომპანიები, რომლებიც ასევე ჩამოთვლილია მის კონკურენტებად ზოგიერთ […]

ირაკლი კობახიძე – ბრიუსელში არც ერთ შეხვედრაზე არ გაჟღერებულა სააკაშვილის გვარი და არ დამდგარა მისი გათავისუფლების შესახებ საკითხი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ბრიუსელში ვიზიტის დროს, არც ერთ შეხვედრაზე არ გაჟღერებულა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გვარი და არ დამდგარა მისი გათავისუფლების შესახებ საკითხი. ამის შესახებ კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. „არც ერთ შეხვედრაზე ასეთი საკითხი [მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება] არ დაყენებულა, თამამად და სრული პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ. არც ერთ შეხვედრაზე, მათ შორის, […]

სოფო ჯაფარიძე – რიგები დგას, რომ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნას ხელი მოაწერონ – სალომე ზურაბიშვილი ვალდებულია გაითვალისწინოს მოქალაქეთა აზრი

რიგები დგას, რომ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნას ხელი მოაწერონ – სალომე ზურაბიშვილი ვალდებულია გაითვალისწინოს მოქალაქეთა აზრი, – ამის შესახებ მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პირადმა წარმომადგენელმა, სოფო ჯაფარიძემ განაცხადა. სოფო ჯაფარიძის განცხადებით, ხელმოწერების კამპანია გაგრძელდება. „ახლა ვიმყოფებით ახალციხეში. ხედავთ ყოველდღიურად რამდენ ადამიანს ვხვდებით მთელი საქართველოს მასშტაბით. ყველგან ასეთი რიგი დგას, რომ მოაწერონ ხელი მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების […]

პრემიერი – გულისყურით მოვეკიდებით თითოეული იმ ადამიანის ინტერესს, რომელსაც შოვში მიწის ნაკვეთები ჰქონდა – იქ, ხელახლა განაშენიანების პროცესის დაწყება რეკომენდებული არ არის

პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, გულისყურით მოეკიდებიან თითოეული იმ ადამიანის ინტერესებს, რომელსაც შოვში კონკრეტული მიწის ნაკვეთი და ინფრასტრუქტურა ჰქონდა. აღნიშნულის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა შეკითხვას შოვში მომხდარ ტრაგედიაზე. „რაც შეეხება შოვს, დასკვნა ასეთია – იქ, ხელახლა განაშენიანების პროცესის დაწყება რეკომენდებული არ არის. დანარჩენი არის სამართლებრივი საკითხი. მათ შორის, ჩვენ, რა თქმა უნდა, გულისყურით მოვეკიდებით […]

კიდევ ერთი წელი “რეალში”? – ნაკრებში დაბრუნებულ კროოსს მადრიდელები ახალ წინადადებას უმზადებენ

ავტორიტეტული იტალიელი ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, “რეალი” გუნდის ნახევარმცველ ტონი კროოსს კონტრაქტის 1 წლით გახანგრძლივებას შესთავაზებს. მოგეხსენებათ, 34 წლის ფეხბურთელმა გერმანიის ნაკრებში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო და ის ევრო 2024-ზე ითამაშებს. ვეტერან შუახაზელს “სამეფო გუნდთან” კონტრაქტი ამ ზაფხულს უმთავრდება და არაერთხელ აღნიშნა, რომ შესაძლოა, ბუცები ლურსმანზე ჩამოკიდოს. საბოლოო გადაწყვეტილება თავად კროოსზე იქნება და ის პასუხს ალბათ […]

გუგეშაშვილის “ყარაბახი” ნაცნობი მეტოქის წინააღმდეგ – ევროპის ლიგის მერვედფინალური წყვილები ცნობილია

შვეიცარიის ქალაქ ნიონში ევროპის ლიგის მერვედფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა. ლუკა გუგეშაშვილის “ყარაბახი” “ლევერკუზენს” შეხვდა, ვისთან ერთადაც ჯგუფში იყო. დანარჩენი წყვილები ასე გამოიყურება: სპარტა – ლივერპული მარსელი – ვილიარეალი რომა – ბრაიტონი ბენფიკა – რეინჯერსი ფრაიბურგი – ვესტ ჰემი სპორტინგი – ატალანტა მილანი – სლავია ყარაბაღი – ლევერკუზენი

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-13 პაკეტი მიიღო

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ, ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-13 პაკეტი დაამტკიცა. შეზღუდვები შეეხო 106 ადამიანს და 88 კომპანიას, მათ შორის ჩინეთიდან, ინდოეთიდან, ყაზახეთიდან, სერბეთიდან, თურქეთიდან, ტაილანდიდან და შრი-ლანკიდან. გარდა ამისა, გაიზარდა იმ საქონლის ჩამონათვალი, რომლის შეტანაც აკრძალულია რუსეთის ბაზარზე ან რუსეთიდან ევროკავშირში. პრესრელიზში ნათქვამია, რომ ზოგიერთი ახალი შეზღუდვა მიზნად ისახავს დრონების წარმოების შეფერხებას, […]