მე, ხალხის არჩეულ დეპუტატს მამოწმებს გაუმჭვირვალე არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლის ხელმძღვანელის შემოსავალი გასაიდუმლოებულია

პარტიას ხალხისგან უნდა ჰქონდეს ლეგიტიმაცია, რადიკალური ოპოზიცია კი იმისთვის იბრძვის, რომ სხვა ქვეყნებისგან ჰქონდეთ ლეგიტიმაცია“, – ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა. გურამ მაჭარაშვილმა ისაუბრა რადიკალური ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის თანამშრომლობაზე, რა გზითაც გარე ძალების მიერ, სავარაუდოდ, პარტიების უკანონო დაფინანსება მიმდინარეობს. „დემოკრატიის პრინციპია, რომ პარტიას ხალხის მხრიდან ჰქონდეს ლეგიტიმაცია, რათა […]

სასამართლომ დონალდ ტრამპს 454.2 მილიონი დოლარის ოდენობის ჯარიმის გადახდა დააკისრა

ნიუ იორკის სასამართლომ აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს 454.2 მილიონი დოლარის ოდენობის ჯარიმის გადახდა დააკისრა. დონალდ ტრამპი დამნაშავედ ცნეს უძრავი ქონების თაღლითობის საქმეში. სასამართლომ ასევე 4.7 მილიონი დოლარის გადახდა დააკისრა მის შვილებს, დონალდ ტრამპ უმცროსსა და ერიკ ტრამპს. 1.1 მილიონი დოლარის გადახდა მოუწევს „ტრამპ ორგანიზაციის“ ყოფილ ფინანსურ დირექტორს, ალენა ვაისელბერგს. ჯარიმის საერთო თანხა 464.6 მილიონ […]

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო – ვადასტურებთ ჩვენს ურყევ მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ

ვადასტურებთ ჩვენს ურყევ მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ – საქართველო დგას უკრაინისა და უკრაინელი ხალხის გვერდით, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც სოციალურ ქსელ “X” – ზე გამოქვეყნდა. უწყების განცხადებით, ომს უამრავი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა და მილიონობით ადამიანი დევნილად იქცა. „საერთაშორისო სამართლისა და გაეროს წესდების ფუნდამენტური პრინციპებისა და ნორმების აშკარა […]

უკრაინის საარტილერიო ჭურვებით უზრუნველსაყოფად დიდი ბრიტანეთი 286 მილიონ ევროს გამოყოფს

უკრაინის საარტილერიო ჭურვებით უზრუნველსაყოფად დიდი ბრიტანეთი 286 მილიონ ევროს გამოყოფს. ამის შესახებ ინფორმაციას დიდი ბრიტანეთის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს. რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის მეორე წლისთავთან დაკავშირებით, დიდი ბრიტანეთის მთავრობამ განაცხადა, რომ უკრაინის საარტილერიო ჭურვებით უზრუნველსაყოფად მთელი წლის განმავლობაში 286 მილიონი ევროს ინვესტიციას განახორციელებს. „მათ ამ ბრძოლაში გამარჯვება საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერის გარეშე არ შეუძლიათ და ამიტომ, ჩვენ […]

აჭარის ტურისტული პროდუქტების პოპულარიზაცია ინდოეთში მიმდინარეობს

წელს, პირველად აჭარის ტურისტული შესაძლებლობებს ინდოეთის ტურისტულ გამოფენაზე Satte 2024 ეცნობიან – რეგიონის და ზოგადად, საქართველოს, როგორც მრავალფეროვანი და ინდოეთისთვის ახალი ტურისტული მიმართულების პოპულარიზაციას აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან და ტურისტულ კომპანიებთან ერთად ახორციელებს. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ავრცელებს. მათივე ცნობით, გამოფენის ფარგლებში მნიშვნელოვანი შეხვედრები მიმდინარეობს ინდოეთის ტურიზმის სამინისტროს, მსხვილი ტურისტული ასოციაციებისა […]

იუნკერი შალვა ერისთავი – ტაბახმელას ბრძოლის გმირი

შალვა ერისთავი 1897 წელს დაიბადა. 1919 წელს სწავლა თბილისის სამხედრო სკოლაში დაიწყო. შალვა პირველი რესპუბლიკის დროს გამოჩენილი ფეხბურთელი და მორბენალი იყო, რომელიც როგორც იუნკერი 1921 წლის 18-24 თებერვალს, შალვა ერისთავი, სამხედრო სკოლის კურსანტებთან ერთად, თბილისის დაცვისთვის იბრძოდა. „გადამწყვეტი ბრძოლები თბილისის თავდაცვის ყველა სექტორში, მათ შორის ტაბახმელას მონაკვეთზე 24 თებერვალს გაიმართა. თბილისის თავდაცვის ამ მონაკვეთზე განსაკუთრებულ […]

უკრაინაში ომის 2-წლის თავზე 30 457 მშვიდობიანი მოქალაქეა დაღუპული და დაჭრილი – გაერო

გაერომ უკრაინაში ორწლიანი ომის შედეგები შეაჯამა. გაეროს სადამკვირვებლო მისიის ინფორმაციით, 2 წლის განმავლობაში 30,457 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და დაშავდა. ამის შესახებ ნათქვამია გაეროს ადამიანის უფლებათა სადამკვირვებლო მისიის ანგარიშში, რომელიც რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის ორი წლის თავზე გამოქვეყნდა. გაეროს სადამკვირვებლო მისია აანალიზებს მხოლოდ დადასტურებულ მსხვერპლს და ინახავს მონაცემებს 2022 წლის 24 თებერვლიდან. მათი ინფორმაციით, იდენტიფიცირებულია […]

ურსულა ფონ დერ ლაიენი კიევში ჩავიდა

კიევში უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის მეორე წლისთავისა და უკრაინელი ხალხის განსაკუთრებული წინააღმდეგობის აღსანიშნავად ვიმყოფები, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა სოციალურ ქსელში დაწერა. „კიევში უკრაინასთან რუსეთის ომის მეორე წლისთავთან დაკავშირებით ვიმყოფები. უკრაინელი ხალხის წინააღმდეგობის აღსანიშნავად. ჩვენ ისე მტკიცედ, როგორც არასდროს, ვდგავართ უკრაინის გვერდით. ფინანსურად, ეკონომიკურად, სამხედრო თვალსაზრისით, მორალურად, ვიდრე ქვეყანა საბოლოოდ არ […]

იტალიის, კანადისა და ბელგიის პრემიერები კიევში ჩავიდნენ

კრაინაში რუსეთის შეჭრისა და სრულმასშტაბიანი ომის დაწყების 2 წლისთავთან დაკავშირებით იტალიის, კანადისა და ბელგიის პრემიერმინისტრები კიევში ჩავიდნენ. იტალიის მთავრობის ცნობით, ჯორჯია მელონი, ჯასტინ ტრუდო და ალექსანდრ დე კროო კიევში ევროკომისიის პრეზიდენტთან, ურსულა ფონ დერ ლაიენთან, ერთად ჩავიდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, მელონი მოგვიანებით კიევიდან “დიდი შვიდეულის” სახელმწიფოების ლიდერებთან ერთად ვიდეოკონფერენციას გამართავს, რომელსაც უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც დაესწრება.

“გუშინ ვისპარინგეთ მე და ილიამ, ეს ვიდეო თუ დამიდეს…” – რას აცხადებს მერაბ დვალიშვილი? [VIDEO]

გადაცემა “Fight კასტში” MMA-ის ქართველი მებრძოლები მერაბ დვალიშვილი, გურამ ქუთათელაძე, ილია თოფურია და ალექსანდრე თოფურია გახლდნენ. მერაბ დვალიშვილმა ილია თოფურიასთან დაკავშირებით სასაცილო ისტორია გაიხსენა, გთავაზობთ ვიდეოს. შეგახსენებთ, გასულ კვირას დვალიშვილმა UFC-ი 298-ზე ჰენრი სეხუდო დაამარცხა. თოფურიამ კი ამავე ღონისძიებაზე საჩემპიონო ქამრისთვის ბრძოლაში ალექსანდრ ვოლკანოვსკი დაანოკაუტა.