Polymetal International რუსულ ბიზნესს $3,7 მლრდ-ად გაყიდის

Polymetal International ყიდის რუსეთის ვერცხლის უმსხვილეს მწარმოებელს და ოქროს ერთ-ერთ წამყვან მწარმოებელს Polymetal-ს 3,69 მილიარდი დოლარის ღირებულების გარიგებაში, რომელიც ითვალისწინებს რუსული ბიზნესის ვალს. ამის შესახებ კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. შეთანხმებული ხელშეკრულების თანახმად, Polymetal International-ი თავისი რუსული ბიზნესის 100%-ს ($3,69 მლრდ) Мангазея Плюс-ს, რომელიც Mangazeya Mining-ის ნაწილია, მიყიდის. აქედან $2,21 მილიარდი რუსული ბიზნესის წმინდა დავალიანებაა. […]
გლდანში, მამის მკვლელობისთვის დაკავებულ შვილს პროკურატურამ ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას ამის შესახებ პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 23 თებერვალს, თბილისში, გლდანის რაიონში, ბრალდებულმა მამას დანით ჭრილობა მიაყენა. მიღებული დაზიანების შედეგად, დაზარალებული საავადმყოფოში […]
პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილს – თქვენ საქმეს მიხედეთ, ბატონო შალვა! იმ ეკონომიკური პრობლემების მოგვარებაზე იფიქრეთ, რომელიც ივანიშვილმა და მისმა პარტიამ შეუქმენით მოქალაქეებს

თქვენ საქმეს მიხედეთ, ბატონო შალვა! იმ ეკონომიკური პრობლემების მოგვარებაზე იფიქრეთ, რომელიც ივანიშვილმა და მისმა პარტიამ შეუქმენით საქართველოს მოქალაქეებს, – ასე მიმართავს „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრი პაატა მანჯგალაძე პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს. მანჯგალაძის შეფასებით, შალვა პაპუაშვილის ბოლოდროინდელი განცხადებები სიძულვილის ენითაა გაჯერებული. „ვუსმენ პარლამენტის თავმჯდომარის ბოლო დროინდელ განცხადებებს და ეჭვი მაქვს, ღარიბაშვილის ჯერ კიდევ წაუკითხავი განცხადებებიდან აკითხებენ სიძულვილის […]
მიხეილ სარჯველაძე – რუსეთის აგრესიას ახსნა არ გააჩნია, სუვერენულ სახელმწიფოზე თავდასხმა არ შეიძლება გამართლებული იყოს – საქართველოს მხრიდან, რაც შეიძლება გაკეთებულიყო, ყველაფერი გაკეთდა

რუსეთის ფედერაციის აგრესიას, ვფიქრობ, რომ ახსნა და არგუმენტაცია არ გააჩნია. სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ თავდასხმა, არცერთ შემთხვევაში, არ შეიძლება გამართლებული იყოს, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც რუსეთ-უკრაინის მიმდინარე ომზე ისაუბრა. როგორც სარჯველაძემ აღნიშნა, ყველაზე მეტად მნიშვნელოვანია, მთელმა კაცობრიობამ იზრუნოს იმაზე, რომ მშვიდობამ დაისადგუროს უკრაინაში და აღდგეს სამართლიანობა. […]
მიხეილ სარჯველაძე – რასაც ოპოზიცია აკეთებს, პოლიტიკური ინტრიგანობა ჰქვია – ხელია გაწვდილია მეტი თანამშრომლობისთვის აშშ-სთან, ოპოზიცია კი ცდილობს, ისეთი ინტერპრეტაციებით დახუნძლოს კონტექსტი, რომ ამას რამენაირად ხელი შეუშალოს

რასაც ოპოზიცია აკეთებს, პოლიტიკური ინტრიგანობა ჰქვია – ხელია გაწვდილია მეტი თანამშრომლობისთვის [აშშ-სთან], ოპოზიცია კი ცდილობს, ისეთი ინტერპრეტაციებით დახუნძლოს კონტექსტი, რომ ამ ყველაფერს რამენაირად ხელი შეუშალოს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა მიხეილ სარჯველაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა ოპოზიციის შეფასებებს ირაკლი კობახიძის განცხადებაზე, ერთი მხრივ ჩინეთთან, მეორე მხრივ კი ამერიკის შეერთებულ შტატებთან საქართველოს თანამშრომლობის შესახებ. სარჯველაძის […]
ბორის ჯონსონი კიევში ჩავიდა

ბრიტანეთის ყოფილი პრემიერმინისტრი, ბორის ჯონსონი, კიევში ჩავიდა. ჯონსონი Twitter-ზე წერს, რომ მისთვის დიდი პატივია რუსეთის უკრაინაში შეჭრის მეორე წლისთავზე უკრაინაში ყოფნა. “პუტინის შემოჭრის ამ საშინელ მეორე წლისთავზე ჩემთვის პატივია აქ, უკრაინაში ყოფნა. მათი დაუოკებელი გამბედაობით, ეჭვი არ მეპარება, რომ უკრაინელები დაამარცხებენ და განდევნიან პუტინის ძალებს – იმ პირობით, რომ ჩვენ მათ სამხედრო, პოლიტიკურ და ეკონომიკურ […]
ჩინეთში, ერთ-ერთ ცათამბჯენში გაჩენილ ხანძარს, სულ მცირე, 15 ადამიანი ემსხვერპლა

ჩინეთის აღმოსავლეთ ნაწილში, ქალაქ ნანკინში ერთ-ერთ ცათამბჯენში გაჩენილ ხანძარს, სულ მცირე, 15 ადამიანი ემსხვერპლა, 40-ზე მეტი კი დაშავდა. ინფორმაცია ადგილობრივი ხელისუფლება ავრცელებს. ხელისუფლების ცნობით, ცეცხლი თავდაპირველად შენობის პირველ სართულზე გაჩნდა, სადაც ელექტრო ველოსიპედები ინახებოდა, თუმცა, ცეცხლის გაჩენის ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. სახანძრო-სამაშველო სამსახური ადგილზე 04:40 საათზე მივიდა, სამძებრო-სამაშველო ოპერაცია 9 საათზე მეტი ხანს გაგრძელდა. ოპერაციაში […]
ბორის ჯონსონი კიევში ჩავიდა

რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის მეორე წლისთავთან დაკავშირებით, დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ბორის ჯონსონი კიევში ჩავიდა. „პუტინის შემოჭრის ამ მძიმე მეორე წლისთავზე, ჩემი აქ, უკრაინაში ყოფნა პატივია. ეჭვი არ მეპარება, რომ უკრაინელები თავიანთი შეუპოვარი გამბედაობით პუტინის ჯარებს დაამარცხებენ და განდევნიან – იმ პირობით, რომ ჩვენ მათ საჭირო სამხედრო, პოლიტიკური და ეკონომიკური მხარდაჭერით უზრუნველვყოფთ“, – წერს ბორის […]
ბათუმში ქართულ-უკრაინული კრებულის წარდგენა გაიმართა

24 თებერვალს, 12:00 საათზე, უკრაინაში ომის დაწყების ორი წლისთავზე, ბათუმში ქართულ – უკრაინული კრებულის – “100 ქართველი პოეტი უკრაინას – “ჩემო უკრაინა” წარდგენა გაიმართა. ორგანიზატორების ინფორმაციით, წარდგენას დაესწრნენ კრებულის ავტორები ბათუმიდან, თბილისიდან, უკრაინის დიასპორისა და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები. ინფორმაციისთვის: კრებულში განთავსებულია 100 ქართველი პოეტის ის ლექსები, რომლებიც ომის დაწყების პირველივე დღეებსა და თვეებში დაიწერა […]
“ბაიერნში” მიაჩნიათ, რომ ალონსოსთვის ბრძოლაში “ლივერპულს” აჯობებენ

როგორც რამდენიმე დღის წინ გაცნობეთ, “ბაიერნის” მთავარი მწვრთნელი თომას ტუხელი სეზონის ბოლოს “რეკორდმაისტერს” დატოვებს. ავტორიტეტული იტალიელი ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს ცნობით, მიუნხენელები ტუხელის შემცვლელად “ლევერკუზენის” თავკაცს ჩაბი ალონსოს განიხილავენ. ესპანელი სპეციალისტის საკუთარ კლუბში მიწვევა “ლივერპულსაც” სურს. არახალი ამბავია, რომ ლეგენდარული იურგენ კლოპი სეზონის დასრულების შემდეგ “სქაუზერების” დატოვებას და მინიმუმ ერთი წლით დასვენებას გეგმავს. CaughtOffside-ს ცნობით, “ბაიერნის” […]