ოდესაზე დრონით განხორციელებული იერიშის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა

ბოლო ორი ღამის განმავლობაში რუსეთის არმიამ ოდესაზე ზედიზედ მეორე საავიაციო იერიში განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა და სამი დაშავდა. ამის შესახებ რეგიონული ხელისუფლება და უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახური იტყობინებიან. სავარაუდო სარაკეტო თავდასხმის შედეგად, ერთსართულიანი კორპუსი ჩამოინგრა, რის შემდეგაც მას ცეცხლი გაუჩნდა. ხანძრის ფართობმა 50 კვადრატულ მეტრს მიაღწია. მაშველებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს ორი პენსიონერი და ერთი […]
ირაკლი ქადაგიშვილი – ნათელია, რომ საქმე გვაქვს „ნაცმოძრაობის“ მიერ თავის დროზე სასამართლოს დამორჩილების ანალოგიური სცენარის გამეორებასთან, ოღონდ ლამაზი უცხოური სიტყვით შეფუთვით – დღეს სასამართლოს სისტემური პრობლემა არ აქვს

ნათელია, რომ საქმე გვაქვს „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ თავის დროზე სასამართლოს დამორჩილების ანალოგიური სცენარის გამეორებასთან, ოღონდ ლამაზი უცხოური სიტყვით შეფუთვით – დღეს სასამართლო არის დამოუკიდებელი, ავტონომიური და მას სისტემური პრობლემა არ გააჩნია,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა ე.წ. ვეტინგის მექანიზმის ამოქმედებაზე ოპოზიციის ნაწილის ინიციატივის შესახებ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც ქადაგიშვილმა განაცხადა, აღნიშნული სისტემის შემოღება გაუმართლებელია, […]
სამხრეთ კორეა რუსეთსა და ბელარუსში ექსპორტზე კონტროლს აძლიერებს

მიმდინარე კვირაში, სამხრეთ კორეა, სანქციების გამო, აძლიერებს კონტროლს 682 ორმაგი დანიშნულების საქონელზე რუსეთსა და ბელარუსში. ვაჭრობის, მრეწველობისა და ენერგეტიკის სამინისტრომ განაცხადა, რომ სამხრეთ კორეამ თითქმის 700 საქონელი დაამატა, რეალური ან პოტენციური სამხედრო მიზნებისთვის, რუსეთსა და ბელარუსში მიწოდებისთვის აკრძალული საქონლის სიაში. ახალი წესი საექსპორტო საქონლის სიას 1159-მდე გაზრდის. იგი მოიცავს მძიმე სამშენებლო ტექნიკის, ბატარეების, თვითმფრინავის კომპონენტებისა […]
აშშ-ის სახდეპმა ალექსეი ნავალნის გარდაცვალების გამო 3 პირს სანქციები დაუწესა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის გარდაცვალების გამო 3 პირს სანქციები დაუწესა. სანქციები შეეხო რუსეთის სასჯელაღსრულების სამსახურის დირექტორ ვალერი ბოარინევს და ამავე უწყების თანამშრომლებს – იგორ რაკიტინს და ვადიმ კალინინს. სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, აღნიშნული პირები ზედამხედველობდნენ იმ კოლონიას, რომელშიც პატიმრობას ალექსეი ნავალნი იხდიდა.
“თუ გვინდა საქართველოში სერტიფიცირებული გიდები გვყავდეს, მათ მეტი პრივილეგიაც უნდა ჰქონდეთ” – ალექსანდრე გიორგიძე

2023 წლის ბოლოს პარლამენტის მიერ “ტურიზმის შესახებ კანონის” მიღების შემდეგ, საქართველოში უცხოელი ტურისტული გიდების სერტიფიცირების საკითხი კვლავ გააქტიურდა. სექტორი მიიჩნევს, რომ უცხოელი გიდები ადგილობრივ კომპანიებს არათანაბარ პირობებში აყენებენ, რის გამოც მათი საქმიანობის გარკვეულწილად შეზღუდვას მოითხოვენ. რამდენად პრობლემურია უცხოელი გიდების საკითხი ტუროპერატორებისთვის, ამ საკითხზე AG TRAVEL & ADVENTURE-ის დამფუძნებელი, ალექსანდრე გიორგიძე საუბრობს და აღნიშნავს, რომ მას […]
ლიტვის პრეზიდენტმა მხარდამჭერები ყავაზე დაპატიჟა, საარჩევნო კომისიამ მას წესები შეახსენა

ლიტვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ თავისი პოტენციური მხარდამჭერები ფინჯან ყავაზე დაპატიჟა, რასაც ქვეყნის საარჩევნო ორგანოს მხრიდან მწვავე რეაქცია მოჰყვა და ნაუსედას საარჩევნო წესები შეახსენა. 22 თებერვალს ნაუსედამ, რომელიც 12 მაისს დაგეგმილ არჩევნებზე კენჭისყრას გეგმავს, სოციალურ ქსელში დაწერა: “როგორც იცით, საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ხელმოწერების შეგროვება დაიწყო, ამიტომ გიწვევთ, მხარი დაუჭიროთ ჩემს კანდიდატურას ონლაინ ხელმოწერით. სიამოვნებით დავლევდი ყავას მასთან, […]
იტალიის პრემიერი – რუსეთი უკრაინაში რომ არ შეჭრილიყო, „ჰამასი“ ისრაელის წინააღმდეგ ასეთ თავდასხმას არ განახორციელებდა – უნდა გვესმოდეს, თუ უკრაინაში საერთაშორისო სამართალი არ აღდგება, კონფლიქტები მოიმატებს

რუსეთი უკრაინაში რომ არ შეჭრილიყო, „ჰამასი“ ისრაელის წინააღმდეგ ასეთ თავდასხმას არ განახორციელებდა, – ამის შესახებ იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯორჯია მელონიმ იტალიურ გაზეთ Il Giornale-თან ინტერვიუში განაცხადა. „რუსეთი უკრაინაში რომ არ შეჭრილიყო, დიდი ალბათობით, „ჰამასი“ ისრაელის წინააღმდეგ ასეთ თავდასხმას არ განახორციელებდა. გარდაუვალი იყო, რომ საერთაშორისო სამართლის ასეთ სერიოზულ დარღვევას, უფრო მეტიც, გაერო-ს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრის მიერ, […]
მედვედევი მოუწოდებს რუსებს, სათანადოდ იმოქმედონ მტრული ქვეყნების ტერიტორიებზე

„რუსეთის წინააღმდეგ საერთაშორისო სანქციები გამიზნულია არა მხოლოდ ხელისუფლებისა და ბიზნესის, არამედ მთელი რუსეთის წინააღმდეგ, ამიტომ მოსკოვმა შური უნდა იძიოს დასავლეთის ქვეყნებზე „ყველგან, სადაც ეს შესაძლებელია“, – დაწერა სოციალურ ქსელში რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დმიტრი მედვედევმა. „ისინი ჩვენი მტრები არიან. ამიტომ უნდა შევუქმნათ შესაძლო სირთულეები ეკონომიკაში, აღვძრათ საზოგადოებრივი უკმაყოფილება დასავლეთის ხელისუფლებების არაკომპეტენტური პოლიტიკის მიმართ, […]
ადვოკატის ინფორმაციით, მამის მკვლელობისთვის დაკავებულ რეზი გამხიტაშვილს ფსიქიკური პრობლემები აქვს

გლდანში, მამის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული რეზი გამხიტაშვილი ბრალს არ აღიარებს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ დაკავებულის ადვოკატმა განუცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფი დუმილის უფლებას იყენებს. ამასთან, უფლებადამცველი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს ფსიქიკური პრობლემები აქვს და მის მიმართ ფსიქიატრიული ექსპერტიზა დაინიშნება. ადვოკატის თქმითვე, მას ბრალდებულმა განუცხადა, რომ ფსიქიკური პრობლემების გამო, ის რამდენიმე წლის წინ, ექიმთან კონსულტაციაზეც იმყოფებოდა, […]
მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება გურიაში გრძელდება

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება გურიაში გრძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას „ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს. მიხეილ სააკაშვილის პირადი წარმომადგენლის, სოფო ჯაფარიძის განცხადებით, მოქალაქეების უპრეცედენტო ერთობა შედეგს აუცილებლად გამოიღებს. „მართლაც წარმოუდგენელი აქტივობა არის ჩვენი მოქალაქეების, სადაც ჩავდივართ. და ხედავთ რომ თითქმის უკვე ნახევარი საქართველო შემოვიარეთ. ჩავალ ყველგან! აი, ეს ხდება ყველგან , არის უამრავი […]