ძალიან მალე, ჩვენ ყველა ერთად გავათავისუფლებთ მიხეილ სააკაშვილს და ჩვენს ქვეყანას! – სოფო ჯაფარიძე

„მართლაც წარმოუდგენელი აქტივობა არის ჩვენი მოქალაქეების, სადაც ჩავდივართ. და ხედავთ რომ თითქმის უკვე ნახევარი საქართველო შემოვიარეთ. ჩავალ ყველგან! აი ეს ხდება ყველგან , არის უამრავი ადამიანი, რომლებიც მოდიან და ხელს აწერენ მოთხოვნას მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით.” – ამის შესახებ მსჯავრდადებული საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის წარმომადგენელმა სოფო ჯაფარიძემ გურიაში განაცხადა. “მე მჯერა, რომ ბრძოლას ყოველთვის […]

ყველაზე ძვირადღირებული ლითონის მწარმოებელი კომპანია ათასობით თანამშრომელს ათავისუფლებს

Anglo American Platinum-ს (Amplats), მსოფლიოში პლატინის უმსხვილეს მწარმოებელს, შარშან მოგებისა და შემოსავლების ვარდნა დაუფიქსირდა, რის გამოც კომპანიამ 4,300-ზე მეტი თანამშრომელი შესაძლო გათავისუფლების შესახებ გააფრთხილა Bloomberg-ი წერს, რომ შარშან შემოსავალი 124,6 მლრდ სამხრეთ აფრიკულ რანდამდე (6,6 მილიარდი აშშ დოლარი) შემცირდა, ერთი წლის წინანდელი 164,1 მილიარდი რანდიდან. კორექტირებული EBITDA 73,9 მილიარდიდან R24.4 მილიარდამდე დაეცა. Amplats-ი აცხადებს, რომ […]

ვოლოდიმირ ზელენსკი – სიტყვა უკრაინის გვერდით ყოველთვის იქნება სიტყვა დამოუკიდებელი – ჩვენ ამისთვის ვიბრძვით და ჩვენ გავიმარჯვებთ

ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელებს, რომლებიც რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან ორი წლის განმავლობაში გამარჯვებისთვის იბრძვიან, მადლობა გადაუხადა. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქალაქ ჰოსტომელიდან, რუსების მიერ კიევის სამ დღეში აღება უნდა დაწყებულიყო ვიდეომიმართვა გაავრცელა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინა გამარჯვებასთან უკვე 730 დღით არის ახლოს. „დიდი ქვეყნის დიდი ხალხი! თითოეული მათგანით წარმოუდგენლად ვამაყობ. თითოეული მათგანით აღფრთოვანებული ვარ. მე თითოეული […]

“რატომ ავირჩიეთ “ნაპოლი”? – ბადრი კვარაცხელიამ დეტალები გაიხსენა

“ნაპოლის” ქართველი გარემარბის, ხვიჩა კვარაცხელიას მამამ, ბადრი კვარაცხელიამ Il Mattino-სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში იმ მიზეზებზე ისაუბრა, თუ რატომ მიიღო ხვიჩამ “პარტენოპეიში” გადასვლის გადაწყვეტილება და არა სხვა კლუბში. “ხვიჩათი უამრავი კლუბი იყო დაინტერესებული, თუმცა ყველას “ნაპოლის” მსგავსი თანმიმდევრულობა არ გამოუჩენია. “პარტენოპეი” მას დიდი ხნის განმავლობაში აკვირდებოდა, გარდა ამისა, გადამწყვეტი თავად ფეხბურთელის ნება იყო. რატომ “ნაპოლი”? საქართველოში დიეგო […]

გულდასაწყვეტია, როცა დასასრული გაუგებარია, მინიმუმ აუხსნელი – “მთავარ არხზე” დაიხურა გადაცემა, რომელსაც სოფო ჯაფარიძე უძღვებოდა

გულდასაწყვეტია, როცა დასასრული გაუგებარია, მინიმუმ აუხსნელი – “მთავარ არხზე” დაიხურა გადაცემა, რომელსაც სოფო ჯაფარიძე უძღვებოდა “მთავარ არხზე” დაიხურა გადაცემა, რომელსაც სოფო ჯაფარიძე უძღვებოდა. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს და ამბობს, რომ გაუგებარი და აუხსნელია მიზეზი, რის გამოც პროექტი დაუხურა. ამის მიუხედავად, სოფო ჯაფარიძე მადლობას უხდის არხის ხელმძღვანელობას და გადაცემის ყოფილ გუნდს. “ამ პოსტით, პირველ […]

კადიროვი არ დაესწრო ჩეჩნების დეპორტაციის 80 წლისთავთან დაკავშირებით გამართულ აქციას

23 თებერვალს გროზნოში გაიმართა ხელისუფლებასთან შეთანხმებული აქცია, მიძღვნილი სტალინური რეპრესიების შედეგად დაღუპულთა ხსოვნას. „ჩეჩნებისა და ინგუშების დეპორტაციის 80 წლისთავისადმი მიძღვნილი სამგლოვიარო ღონისძიება გაიმართა ტერორიზმთან ბრძოლაში დაღუპულთა მემორიალის მახლობლად“, იუწყება „გროზნი ინფორმი“. სამგლოვიარო ღონისძიებას არ დაესწრო ჩეჩნეთის ხელმძღვანელი, რამზან კადიროვი, თუმცა აქციაზე იმყოფებოდნენ რესპუბლიკის სხვა ოფიციალური პირები, მათ შორის ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარე მაგომედ დაუდოვი. მოგვიანებით კადიროვმა […]

შოუბიზნესური ნათელ-მირონობა – ვინ არიან ცნობილი ნათლიების ცნობილი ნათლულები

· 198 ცნო­ბილ ადა­მი­ა­ნებს ერ­თმა­ნეთ­თან ნა­თელ-მი­რო­ნო­ბა აკავ­ში­რებთ. ვინ ვისი ნათ­ლი­აა, ამის შე­სა­ხებ AMBEBI.GE გი­ამ­ბობთ. მომ­ღერ­ლე­ბი თიკა ჯამ­ბუ­რია და ნინი ქარ­სე­ლა­ძე, ასე­ვე რე­ჟი­სო­რი და­ვით დო­ი­აშ­ვი­ლი ლელა წურ­წუ­მი­ას და მა­მუ­ლი­ჩას ქა­ლიშ­ვი­ლის, მა­რი­კოს ნათ­ლი­ე­ბი არი­ან. თი­კამ და ნი­ნიმ პა­ტა­რა მა­რი­კო რამ­დე­ნი­მე წლის წინ მო­ნათ­ლეს, მა­შინ თა­ვა­დაც ბავ­შვე­ბი იყ­ვნენ. თა­ვის მხრივ ნინი ქარ­სე­ლა­ძის ნათ­ლია მომ­ღე­რა­ლი ლიზა ბაგ­რა­ტი­ო­ნია. მომ­ღე­რალ ნინი […]

გიორგი ვაშაძე – პატივს ვცემ მათ ურყევ სიმამაცეს, ვინც დაუღალავად იბრძვის უკრაინაში თავისუფლებისთვის – სიკეთე აუცილებლად გაიმარჯვებს ბოროტებაზე!

პატივს ვცემ მათ ურყევ სიმამაცეს, ვინც დაუღალავად იბრძვის უკრაინაში თავისუფლებისთვის. მათი გამძლეობა იმედისა და შთაგონების მომცემია ყველასთვის, ვინც თავისუფლებისა და მშვიდობისკენ ისწრაფვის, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე „ფეისბუქზე“ წერს, რითაც ეხმაურება რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის ორი წლის თავს ეხმაურება. „დღეს შესრულდა 2 წელი მას შემდეგ, რაც უკრაინაში გმირი ხალხი და მებრძოლები, მათ […]

სტოლტენბერგი: უკრაინა ახლა NATO-სთან უფრო ახლოსაა, ვიდრე ოდესმე, ის ალიანსში გაწევრიანდება

უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების მეორე წლისთავთან დაკავშირებით NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც ამბობს, რომ უკრაინა ახლა NATO-სთან უფრო ახლოსაა, ვიდრე ოდესმე, ხოლო აუცილებლად გაწევრიანდება ალიანსში. “2 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც რუსული ტანკები შევიდნენ უკრაინაში და ევროპაში მეორე მსოფლიო ომის შემდგომ ყველაზე დიდი ომი დაიწყო. უპირველესად, მინდა პატივი მივაგო ყველა იმ მამაც […]

ნავალნაია: მომეცით ჩემი ქმრის ცხედარი, გვინდა მისი ადამიანურად, მიწაში დაკრძალვა

ალექსეი ნავალნის ცოლი, იულია ნავალნაია ვიდეომიმართვას ავრცელებს და რუსეთის ხელსუფლებას ქმრის ცხედრის ოჯახისთვის გადაცემისკენ მოუწოდებს. “დღეს მეცხრე დღეა, რაც ჩემი ქმარი დაიღუპა. ცხრა დღეა, რაც პუტინმა ალექსეი ნავალნი მოკლა. თუმცა, პუტინს მკვლელობა ეცოტავა. ახლა მისი ცხედარი ჰყავს ტყვეობაში და დასცინის მის დედას, აიძულებს, დათანხმდეს საიდუმლო დაკრძალვას, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი ემუქრებიან, რომ მას თავად დაკრძალავენ სწორედ […]