საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაშვებულია

საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა. “საბჭოთა ოკუპაციიდან 103 წელი შესრულდა. აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით, დროშები დაეშვა ადმინისტრაციულ შენობებზე და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში. 25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ საქართველოს პარლამენტის დადგენილებით არის გამოცხადებული”, -ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.
კალცონამ კვარაცხელიას შესახებ გადაწყვეტილება მიიღო – იქნება თუ არა ხვიჩა “კალიარისთან” სასტარტოში?

დღეს, სერია A-ს 25-ე ტურში “ნაპოლი” სტუმრად “კალიარის” შეხვდება. ნეაპოლური გუნდი გუშინ გაემგზავრა სარდინიაზე. დისკვალიფიკაციის გამო ვერ ითამაშებს კაპიტანი დი ლორენცო, მაგრამ ის “პარტენეპოის” გაჰყვა. ნეაპოლური მედიის ცნობით, კლუბის პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისის გადაწყვეტილებით, პიოტრ ზილენსკი განაცხადში დააბრუნეს. ვიქტორ ოსიმენი გამოჯანმრთელდა და საასპარეზოდ მზადაა. ნეაპოლში მხოლოდ სირილ ნგონჟი დარჩა. ქართველ გულშემატკივარს პირველ რიგში ხვიჩა კვარაცხელიას […]
სიგუა ტრავმის შემდეგ დაბრუნდა და გაიტანა [VIDEO]

შვეიცარიის ჩემპიონატზე ჩატარებულ მეცხრამეტე მატჩში მესამე გოლი გაიტანა „ბაზელის“ 18 წლის ნახევარმცველმა გაბრიელ სიგუამ, რომელმაც ტრავმის შემდეგ პირველად ითამაშა. მას სამი თვე მოუწია უქმობა. “ბაზელმა” 25-ე ტურში სტუმრად 2:0 სძლია „ივერდონს“, სიგუამ 37-ე წუთზე ანგარიში გახსნა, 61-ე წუთზე კი შეცვალეს. „ბაზელი“ 31 ქულით მე-8 ადგილზეა და 28 თებერვალს თასის 1/4-ფინალში „ლუგანოს“ უმასპინძლებს. ივერდონი – ბაზელი […]
რუსეთის არმიამ ავდეევკასთან მდებარე დაბა ლასტოჩკინო დაიკავა- უკრაინული მედია

უკრაინული საინფორმაციო სააგენტოების „უნიანისა“ და „უკრაინსკა პრავდას“ წყაროთა ცნობით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ქალაქ ავდეევკის დასავლეთით მდებარე დასახლებული პუნქტი ლასტოჩკინო დაიკავეს. ინფორმაცია თავის ტელეგრამის არხზე ადასტურებს ასევე უკრაინის შეიარაღებული ძალები მოიერიშე ბატალიონ „აიდარის“ მებრძოლი სტანისლავ ბუნიატოვი, ფსევდონიმთ „ოსმანი“. უკრაინის სამხედრო ძალები, „ოსმანის“ თქმით, იძულებული გახდნენ დაეტოვებინათ ლასტოჩკინო, რათა თავიდან აეცილებინათ ლოგისტიკური გზების ჩაკეტვა და გადაერჩინათ პირადი […]
G7 პირობას დებს, რომ უკრაინაში ომის დასრულებამდე რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს გაამკაცრებენ

24 თებერვალს გამართული G7-ის ონლაინ სამიტის შემდეგ გავრცელებული განცხადების თანახმად, დიდი შვიდეულის ქვეყნები პირობას დებენ, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს გაამკაცრებენ და ამ სანქციების თავის არიდების მექანიზმის კონტროლსაც გააუმჯობესებენ. G7-ის ლიდერები ასევე პირობას დებენ, რომ გააგრძელებენ რუსეთისთვის იმ შემოსავლების შეზღუდვას, რომლებიც მოსკოვს უკრაინაში ომის საწარმოებლად დაეხმარება. ასევე, ომის დასრულებამდე გააგრძელებენ რუსული აქტივების დაბლოკვას. “დავაწესებთ დამატებით სანქციებს […]
საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით პრეზიდენტის სასახლეზე სახელმწიფო დროშა დაშვებულია

საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის სასახლეზე და სასახლის ეზოში სახელმწიფო დროშა დაეშვა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, ხვალ, ორბელიანების სასახლეში საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, რამდენიმე ღონისძიება გაიმართება, რომლებსაც ერთი საერთო ხაზი – თავისუფლებისათვის ბრძოლა და ქვეყნის სიყვარული აერთიანებს. “ღონისძიება, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი და მოწვეული სტუმრები დაესწრებიან, ლიტერატურული ნაწილით გაიხსნება და მთლიანად […]
ნაციონალურ მოძრაობას ერთადერთი ჩანაფიქრი აქვს – ჰქონდეს პოლიტიკური ზეგავლენა სასამართლო სისტემაზე – ანრი ოხანაშვილი

ვენეციის კომისიას, ანუ ჩვენს პარტნიორებს ჩვენგან არ მოუთხოვიათ „ვეტინგი“. ამის არასწორი წარმოჩენა ხდება, რომ თითქოს ვენეციის კომისია დაჟინებით მოგვიწოდებს „ვეტინგის“ ჩატარებისკენ – ეს ტყუილია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა. მისი თქმით, ვენეციის კომისიამ დასკვნაში აღნიშნა, რომ „ვეტინგის“ სისტემა სხვა ქვეყანაში ჩატარებულა და ამასთან დაკავშირებით შესაძლებელია […]
სპეციალურ პენიტენციურ სამსახურსა და პენიტენციური დაწესებულებების ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაშვებულია

საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, სპეციალურ პენიტენციურ სამსახურსა და პენიტენციური დაწესებულებების ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაშვებულია. 25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ საქართველოს პარლამენტის დადგენილებით არის გამოცხადებული. საბჭოთა ოკუპაციიდან 103 წელი შესრულდა.
ხსოვნის აქციებზე რუსეთის ქალაქებში პოლიციამ ათობით ადამიანი დააკავა

უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული ფართომაშსტაბიანი ომის მეორე წლისთავზე მოსკოვის მაცხოვრებლები ყვავილებით ამკობენ ლესია უკრაინკას ძეგლს, სოლოვეცკის ქვასა და ასევე აკადემიკოს სახაროვის გამზირის კვეთაზე აღმართულ „გლოვის კედელს“. „მედიაზონის“ თანახმად, ლესია უკრაინკის ძეგლთან მორიგეობენ პოლიციელები, რომლებიც ყვავილებით მისულ მოქალაქეებს სურათებს უღებენ. საიტის ერთ-ერთი მკითხველის პოსტში კი აღნიშნულია, რომ სახელმწიფო კომპანია “გორმოსტის” თანამშრომლები სწრაფად ჰყრიან ყვავილებს მახლობელ ურნებში. უკრაინელი […]
იტალიამ და კანადამ უკრაინასთან უსაფრთხოების შეთანხმებებს მოაწერეს ხელი

24 თებერვალს კანადის პრემიერმა, ჯასტინ ტრუდომ და იტალიის პრემიერმა, ჯორჯია მელონიმ კიევში ვოლოდიმირ ზელენსკისთან მოლაპარაკებების შემდეგ, რუსეთის შეჭრიდან ორი წლისთავზე უკრაინასთან უსაფრთხოების შეთანხმებებს მოაწერეს ხელი. ამით კანადა და იტალია შეუერთდნენ გაერთიანებულ სამეფოს, გერმანიას, საფრანგეთსა და დანიას კიევთან უსაფრთხოების 10-წლიანი შეთანხმების დადებით ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად მანამ, სანამ უკრაინა NATO-ს წევრი არ გახდება. “ჩვენ ვაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას […]