2023 წელს, “თიბისი ჯგუფს” 20 მილიონამდე მომხმარებელი ჰყავდა – ნიკა ქურდიანი TBC UZ-ის შედეგებზე

თამამად შეიძლება ითქვას, რომ თიბისი აღარ არის წმინდა ქართული საბანკო ინსტიტუტი. კომპანიის საერთაშორისო განვითარების გზაზე პირველი მნიშვნელოვანი ნიშანსვეტი – 2016 წელს, ლონდონის საფონდო ბირჟაზე “თიბისი ჯგუფის” აქციების პირველადი საჯარო განთავსებაა, მეორე კი – ჯგუფის უზბეკეთში გაფართოებას უკავშირდება, რაც კომპანიისთვის ბოლო წლების მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. როგორც “თიბისი უზბეკეთის” გენერალურმა დირექტორმა, ნიკა ქურდიანმა BMG Talks-ში განაცხადა, საერთაშორისო […]

“მთავარი არხი” აგრძელებს ლეიბორისტული პარტიის სრულ ბლოკირებას – შალვა ნათელაშვილი

“მთავარი არხი” აგრძელებს ლეიბორისტული პარტიის სრულ ბლოკირებას.”- წერს შალვა ნათელაშვილი სოციალურ ქსელში. “ტყუპები არ გვანან ერთმანეთს ისე ჩვენს მიმართ ცენზურაში, როგორ ივანიშვილის “იმედი” და ეშმაკმა იცის ვისი “მთავარი არხი”. მოკლედ, ამათ ყველას ერთად უნდა ვაჩვენოთ სეირი და გამოვუცხადოთ სრული ინფორმაციული უნდობლობა.”- წერს ნათელაშვილი. ამ თემაზე: შალვა ნათელაშვილმა ნიკა გვარამიას უკანასკნელი და უვარგისი უწოდა

დავითაშვილის “ბორდომ” მოიგო და პლეი-ოფის ზონას 5 ქულით მიუახლოვდა

ლიგა 2-ის 26- ტურში „ბორდომ“ სახლში „გენგამი“ 1:0 დაამარცხა. უკვე 57-ე წამზე თავის ტრავმა მიიღო მასპინძელთა გუნდის თავდამსხმელმა ელისმა, თამაში მხოლოდ 9 წუთის შემდეგ განახლდა და დაშავებული ფეხბურთელი, რომელიც მოედნიდან საკაცით გაიყვანეს, ლივოლანმა შეცვალა. „ეკიპის“ ცნობით, ელისის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება, თუმცა გამოკვლევის ჩასატარებლად კლინიკაში გადაიყვანეს. ჟირონდელები უპირატესობას ფლობდნენ, მე-40 წუთზე პირისპირ გასულ დავითაშვილს გატანა […]

ოლექსანდრ შულგა: უკრაინა ყოველთვის მზადაა საქართველოსთან დიალოგისთვის

უკრაინასა და საქართველოს შორის ბევრი პრობლემური საკითხია და ეს ყველასთვის ცნობილია. თუმცა უკრაინა ყოველთვის მზადაა საქართველოსთან დიალოგისთვის. ჩვენ ყოველთვის ვიწვევთ ქართველ პარტნიორებს სამთავრობო, უმაღლეს დონეებზე დიალოგისთვის, რომლებსაც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები ატარებენ. ჩვენ მოვიწვიეთ ბატონი შალვა პაპუაშვილი ყირიმის პლატფორმის სამიტზე. ასევე ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს მადლობას ვუხდი თავისი პოზიციისთვის. ქართული მხარე, ცხადია, მხარს უჭერს ე.წ. მშვიდობის ფორმულას, […]

თუ Intel-ი ჩიპების წარმოებას აშშ-ში გადაიტანს, მთავრობა $10 მლრდ-ით დააფინანსებს – Bloomberg

ბაიდენის ადმინისტრაცია აწარმოებს მოლაპარაკებებს Intel-თან, რათა მას $10 მლრდ-ზე მეტი სუბსიდიები გამოუყოს და გააფართოოს წარმოება შეერთებულ შტატებში. ამის შესახებ Bloomberg იუწყება. ეს იქნება ყველაზე დიდი თანხა ნახევარგამტარების წარმოების აშშ-ში დაბრუნებისთვის. Intel-ის სუბსიდიების პაკეტი, სავარაუდოდ, შეიცავს როგორც სესხებს, ასევე პირდაპირ გრანტებს. Intel-ის გრანტებსა და სესხებს შორის თანხების ზუსტი განაწილება ჯერ არ არის დადგენილი, მოლაპარაკებები ჯერ კიდევ […]

ლონდონი საბრძოლო მასალის წარმოებისთვის კიევს 245 მილიონ ფუნტს დაჰპირდა

24 თებერვალს გაერთიანებულმა სამეფომ უკრაინისთვის 245 მილიონი ფუნტი სტერლინგის (311 მილიონი დოლარი) ოდენობითთავდაცვის ახალი პაკეტის გამოყოფა გამოაცხადა. ლონდონის თანახმად, რუსეთის ფართომასშტაბიანი აგრესიის ორი წლის შემდეგ, ეს თანხები “უკრაინისთვის უკიდურესად საჭირო საარტილერიო საბრძოლო მასალის” წარმოების გაზრდას შეუწყობს ხელს. 24 თებერვალს, თავის განცხადებაში, ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა გრანტ შეპსმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ „მიუხედავად ყველაფრისა“ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დაიბრუნეს […]

სიგუა ტრავმის შემდეგ დაბრუნდა და გაიტანა

შვეიცარიის ჩემპიონატზე ჩატარებულ მეცხრამეტე მატჩში მესამე გოლი გაიტანა „ბაზელის“ 18 წლის ნახევარმცველმა გაბრიელ სიგუამ, რომელმაც ტრავმის შემდეგ პირველად ითამაშა. მას სამი თვე მოუწია უქმობა. მისმა გუნდმა 25-ე ტურში სტუმრად 2:0 სძლია „ივერდონს“, სიგუამ 37-ე წუთზე ანგარიში გახსნა, 61-ე წუთზე კი შეცვალეს. „ბაზელი“ 31 ქულით მე-8 ადგილზეა და 28 თებერვალს თასის 1/4-ფინალში „ლუგანოს“ უმასპინძლებს. ივერდონი – […]

როგორი ამინდი იქნება მომდევნო 2 კვირა? – მეტეოროლოგი

საქართველოში გრძელდება ორი განსხვავებული ამინდის პირობები, წინა საგაზაფხულო ამინდი დასავლეთში და ზამთარი აღმოსავლეთში, ამის შესახებ ინფორმაციას მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე ავრცელებს. „მომდევნო კვირა ჩვენს ქვეყანაში იქნება – დასავლეთ საქართველოში – მზიანი და თბილი ტემპერატურა დღისით +14, +16 გრადუსი, აღმოსავლეთ საქართველოში – ცივი ამინდი და ზოგან მცირე თოვლი, ტემპერატურა დღისით +3, +5 გრადუსი. აქვე გაითვალისწინეთ ის, რომ […]

ევროკომისია უკრაინას ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მოლაპარაკებების ჩარჩოს მარტში მიაწვდის

ევროკომისია უკრაინას ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მოლაპარაკებების ჩარჩოს მარტში მიაწვდის. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „უკვე დავიწყეთ უკრაინის კანონმდებლობის ევროკავშირში გაწევრიანებისთვის სკრინინგის პროცესი. იქ ძალიან ბევრი სამუშაოა, გრაფიკია. მოგიწოდებთ ევროკომისიის რეკომენდაციები შეასრულოთ. ჩვენი მხრიდან – ჩვენ, ევროკომისია, მარტის შუა რიცხვებში მოგაწვდით მოლაპარაკებებისთვის ზოგად ჩარჩოს”, – განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.

ოლექსანდრ შულგა: დასავლური დახმარების წყალობით, შესაძლებელი იქნება შევინარჩუნოთ უკრაინა

ამერიკელებს შეუძლიათ პასუხისმგებლობის აღება და ჩვენთვის დახმარების გაწევა. მარტო, დასავლური ქვეყნების დახმარების გარეშე, უკრაინისთვის შეუძლებელია რუსეთის მოგერიება, ამიტომ ჩვენ აუცილებლად გვჭირდება მათი დახმარება და ამის დიდი მადლობელნიც ვიქნებით. უკრაინას და მის მებრძოლებს ემახსოვრებათ თითოეული ქვეყანა, რომელმაც მას მხარი დაუჭირა. დასავლური დახმარების წყალობით, შესაძლებელი იქნება შევინარჩუნოთ ჩვენი სახელმწიფო და ოჯახები.