მამის მკვლელობაში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ გლდანში, მამის მკვლელობისთვის დაკავებულ შვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ბრალდების მხარე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა, ხოლო ბრალდებულის ინტერესების დამცველმა პროცესზე მისი დაცვის ქვეშ მყოფის გირაოთი გათავისუფლების შუამდგომლობა დააყენა 5000 ლარის ოდენობით. აღნიშნული შუამდგომლობა მოსამართლემ არ დააკმაყოფილა როგორც ინტერესების დამცველმა სასამართლო პროცესზე აღნიშნა, მისი დაცვის ქვეშ მყოფს მიმალვა არ უცდია, […]
კირილ ბუდანოვი – მტერს სიურპრიზები ელის და მშვიდობიან მოსახლეობას ე.წ. ყირიმის ხიდის გამოყენებას არ ვურჩევ

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელის, გენერალ-ლეიტენანტ კირილ ბუდანოვის თქმით, ყირიმში რუს ოკუპანტებს ახალი სიურპრიზები ელოდებათ. “რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ დაიწყო არა ორი წლის წინ, არამედ ათი წლის წინ – უკრაინული ყირიმის ოკუპაციასთან ერთად. თუმცა, არც უკრაინის სახელმწიფო და არც უკრაინელები არ დათანხმდნენ აგრესორის უფლების აღიარებას ყირიმის მიწაზე”, – განაცხადა ბუდანოვმა. მისი თქმით, ოკუპანტების […]
რუსლან აბაშიძემ საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში დაღუპული იუნკრების ხსოვნას პატივი მიაგო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, რუსლან აბაშიძემ აფხაზეთის მთავრობის წევრებთან ერთად, კოჯორში, 1921 წლის 25 თებერვალს საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში დაღუპული იუნკრების მემორიალი გვირგვინით შეამკო და მათ ხსოვნას პატივი მიაგო. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს. „დღეს საქართველოს უახლეს ისტორიაში უმძიმესი მოვლენის, საბჭოთა ოკუპაციის დღეა. დღევანდელი დღე განსაკუთრებულად მძიმეა თითოეული ჩვენგანისთვის. კიდევ ერთხელ ვიხსენებთ […]
28 თებერვლამდე საქართველოში დროგამოშვებით ძალიან ძლიერი ქარია მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 28 თებერვლამდე საქართველოში დროგამოშვებით ძალიან ძლიერი ქარია მოსალოდნელი. „25 თებერვლიდან 28 თებერვლამდე შავი ზღვის სანაპირო რაიონებში, ზემო იმერეთში, კოლხეთის დაბლობსა და გორი-სურამის გზის მონაკვეთზე მოსალოდნელია აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი, დროგამოშვებით ძალიან ძლიერი ქარი. აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან მოსალოდნელია ნალექი, უმეტესად თოვლის სახით“, – აცხადებენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.
მეუფე შიო – მხოლოდ სიმდაბლე ხსნის და ავითარებს ჩვენში ყველაზე არსებით თვისებას, რომელიც ღმერთს გვაახლოებს და მიგვამსგავსებს, ეს არის სიყვარული

მხოლოდ სიმდაბლე ხსნის და ავითარებს ჩვენში ყველაზე არსებით თვისებას, რომელიც ღმერთს გვაახლოებს და მიგვამსგავსებს, ეს არის სიყვარული, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, მეუფე შიომ (მუჯირი) სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას აღნიშნა. მან თავმდაბლობაზე იქადაგა და განმარტა, რომ თავმდაბალი ადამიანი ყოველთვის მოსიყვარულეა, რადგან სიმდაბლე ძირშივე აღმოფხვრის ეგოიზმს. „ძვირფასო ძმებო და დებო, გილოცავთ […]
დონალდ ტრამპმა სამხრეთ კაროლინის პრაიმერიზში გაიმარჯვა

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა შაბათს სამხრეთ კაროლინაში რესპუბლიკური პარტიის პრაიმერიზში გაიმარჯვა და კომენტატორების აზრით, ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში რესპუბლიკური პარტიის კანდიდატად წამოყენებას კიდევ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდება. თითქმის ყველა ხმის დათვლის შემდეგ ტრამპმა დაახლოებით 60%-ი მიიღო. მის ერთადერთ კონკურენტს, ნიკი ჰეილის ხმების 39%-ი ერგო. ეს სხვაობა არ არის ისეთი, როგორც ანალიტიკოსები წინასწარმეტყველებდნენ, მაგრამ საკმარისია იმისთვის, რომ […]
“ძალიან ვაფასებთ საქართველოსა და მის თავისუფლებისმოყვარე ერს” – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ქართველ კოლეგას, სალომე ზურაბიშვილს რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის ორი წლისთავთან დაკავშირებით გავრცელებული ვიდეო მიმართვისთვის მადლობას უხდის. ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინა საქართველოსა და მის თავისუფლებისმოყვარე ერს ძალიან აფასებს. „გმადლობ ქალბატონო პრეზიდენტო! აგრესორზე ერთობლივი და ძლიერი ზეწოლა მნიშვნელოვანია, რათა ყველა მისი მეზობელი ერი თავისუფალი დარჩეს. ძალიან ვაფასებთ საქართველოსა და მის თავისუფლებისმოყვარე ერს”, – […]
მამის მკვლელობაში ბრალდებულ კაცს პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ მამის მკვლელობაში ბრალდებულ კაცს პატიმრობა შეუფარდა. დაცვის მხარე მისი აღკვეთოს ღონისძიების გარეშე გათავისუფლება უნდოდა, ალტერნატივის სახით კი 5000-ლარიანი გირაოს შუამდგომლობა დააყენა. შესაბამისად, ისინი ეს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრდება. თავად ბრალდებულმა სასამართლოზე დუმილის უფლება გამოიყენა. თუმცა, საქმის პროკურორი, თამარ იაკობიძე აცხადებს, რომ თავდაპირველად, ბრალდებულმა ჩადენილი დანაშაული აღიარა. “გარდაცვლილი საცხოვრებელ სახლში იმყოფებოდა თავის ორ […]
მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება ბათუმში გრძელდება

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება ბათუმში გრძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს. მიხეილ სააკაშვილის პირადი წარმომადგენლის, სოფო ჯაფარიძის განცხადებით „ერთიან ნაციონალური მოძრაობას“ შეუერთდნენ ახალგაზრდები, რომლებიც ითხოვენ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებას. „დღეს ვიმყოფებით ბათუმში, ჩემთვის განსაკუთრებულად დიდი პატივია, რომ შევხვდი ბათუმის ქალთა ორგანიზაციას სხვა ადამიანებთან ერთად, რომლებიც სთხოვენ სალომე ზურაბიშვილს, […]
დიდი 10

ქუთაისის ‘აიამ’ უშუალო კონკურენტ ‘ბათუმს’ 18:8 სძლია და სატურნირო ცხრილის მეორე საფეხურზე პოზიცია გაიმყარა. მას 54 ქულა აქვს და 10-ით უსწრებს ‘ბათუმს’, რისი აღმოფხვრაც დარჩენილ სამ ტურში ძალიან რთული იქნება და დიდი ალბათობით, ფლეი ოფში პირველი ორი ადგილით ‘აია’ და ‘ლელო’ გავლენ (რომელიც 58 ქულით პირველ ადგილზეა). ‘ბათუმი’ 44 ქულით მე-3 პოზიციაზე რჩება, მდევრებს 8 […]