პირობას გაძლევთ, ჩემი ადმინისტრაციის პირობებში ვერავინ შეეხება ქრისტეს ჯვარს – დონალდ ტრამპი

პირობას გაძლევთ, რომ ჩემი ადმინისტრაციის პირობებში ვერავინ შეეხება ქრისტეს ჯვარს, – ამის შესახებ აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა. ტრამპის თქმით, არჩევის შემთხვევაში პრეზიდენტობის მეორე ვადას გამოიყენებს ქრისტიანული ღირებულებების დასაცავად. „გახსოვდეთ, რომ ისტორიის განმავლობაში ყველა კომუნისტური რეჟიმი ცდილობდა ეკლესიის დახურვას, ისევე როგორც ფაშისტურმა რეჟიმმა სცადა მათი დამორჩილება და გაკონტროლება. ამერიკაში რადიკალი მემარცხენეები კი ცდილობენ ორივეს. […]
ზელენსკი: გასულ წელს ჩვენი კონტრიერიშის გეგმა კრემლს მაგიდაზე ჩვენს მოქმედებამდე ედო

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, გასულ წელს რუსეთისთვის კიევის კონტრიერიშის გეგმები წინასწარ იყო ცნობილი. ამის შესახებ მან 25 თებერვალს გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. “მე არ შემიძლია გითხრათ ამ გეგმის დეტალები, რადგან… რაც უფრო ცოტა ადამიანმა იცის უკრაინის არმიის გეგმები, მით უფრო მალე იქნება გამარჯვება და რუსებისთვის მოულოდნელი რეზულტატები. ღიად გეტყვით, ჩვენი კონტრიერიშის მოქმედებები გასული წლის შემოდგომაზე […]
რამდენიმე დღით ადრე იყო გარკვეული პროვოცირება ჩემი მანქანით გადაადგილებისას. იყო საავარიო სიტუაციის შექმნის მცდელობა

რამდენიმე დღისთ ადრე იყო გარკვეული პროვოცირება ჩემი მანქანით გადაადგილებისას. იყო საავარიო სიტუაციის შექმნის მცდელობა, როდესაც პირიქით, უკნიდან შეიძლება დავჯახებოდით წინ გაჩერებულ ავტომობილს.”– განაცხადა “ცესკო”-ს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა 25 თებერვალს, ტელეკომპანია “იმედი”-ს გადაცემა “იმედი LIVE”-ში სტუმრობისას, როდესაც გამოეხმაურა მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას მის წინააღმდეგ დაგეგმილ შესაძლო თავდასხმასთან დაკავშირებით. “რატომ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ეს შესაძლოა ამის ნაწილი ყოფილიყო […]
სომხეთისა და აზერბაიჯანის მხარე ერთმანეთს საზღვართან ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებს

23 თებერვალს აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, რომელშიც სომხეთის შეიარაღებულ ძალებს აზერბაიჯანის ჯარის პოზიციებზე ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებდა. “23 თებერვალს, 05:50 საათზე, სომხეთის შეიარაღებული ძალების დანაყოფებმა გეღარქუნიქის პროვინციის ვერინ-შორჟის დასახლებიდან მსუბუქი ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ქალბაჯარის რაიონის იელიჯის დასახლებაში განლაგებული აზერბაიჯანის არმიის მიმართულებით ცეცხლი გახსნეს”. – წერია აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში. აზერბაიჯანის განცხადებით, მომხდარის გამო სამხედრო ნაწილებს […]
გელაშვილი დაბრუნდა და გააძევეს – ქართველზე მწვრთნელმა ისაუბრა

“სპეციას” 22 წლის მცველი ივა გელაშვილი ტრავმის შემდეგ, სერია B-ს 26-ე ტურში, “მოდენასთან” სტუმრად უგოლოდ დასრულებულ მატჩში დაბრუნდა, მაგრამ გააძევეს. გელაშვილმა ყვითელი ბარათები 27-ე და 35-ე წუთზე მიიღო და მოედნის დატოვება მოუწია. მან მიმდინარე ჩემპიონატზე 8 მატჩში 1 გოლი გაიტანა. შეხვედრის დასრულების შემდეგ კომენტარი “სპეციას” მწვრთნელმა ლუკა დ’ანჯელომ გააკეთა: “ამაში ვერაფერ საგანგაშოს ვერ ვხედავ. გელაშვილი […]
“შევთავაზებთ პუტინს პლატფორმას, სადაც აღიარებს, რომ დამარცხდა” – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ არ აპირებს მოლაპარაკების გამართვას რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან, რომელსაც ოპონენტების მკვლელი უწოდა. „განა შეიძლება ლაპარაკი ყრუსთან? შეიძლება ლაპარაკი ადამიანთან, რომელიც თავის ოპონენტებს კლავს? ჩვენ შევთავაზებთ [პუტინს] პლატფორმას, რომელზეც მას შეუძლია დაგვეთანხმოს, რომ წააგო ეს ომი და რომ ეს იყო შეცდომა. დიდი შეცდომა, რომელიც მისთვის მცირეა, ჩვენთვის კი ტრაგედიაა“, – […]
პერესიც ფეხზე წამოუდგა – ილია თოფურიამ “ბერნაბეუზე” საჩემპიონო ქამარი წარადგინა [VIDEO]

ლა ლიგის 26-ე ტურის ცენტრალურ მატჩში მადრიდის “რეალი” “სევილიას” მასპინძლობს. აღნიშნულ შეხვედრაში ქართველმა მებრძოლმა და UFC-ის ჩემპიონმა ილია თოფურიამ საჩემპიონო ქამარი წარადგინა. შეგახსენებთ, 18 თებერვალს, UFC 298-ზე ილია თოფურიამ ალექსანდრ ვოლკანოვსკი დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ ბრძოლის შემდეგ თოფურიას სოციალურ ქსელში გამარჯვება მადრიდის “რეალმა” მიულოცა.
საქართველოს ქალთა ნაკრებმა ჩრდილოეთ მაკედონია დაამარცხა

საქართველოს ქალთა ეროვნულმა ნაკრებმა წლის პირველ შეხვედრაში გამარჯვება მოიპოვა. ირის ანტმანის გუნდმა ამხანაგურ მატჩში ჩრდილოეთ მაკედონიას 3:0 სძლია. გატანილი გოლების გარეშე დასრულებული პირველი ტაიმის შემდეგ, საქართველოს ნაკრებმა ანგარიში 53-ე წუთზე გახსნა – ანა ჩემინავას პასით გოლი მაიკო ბებიამ გაიტანა. 61-ე წუთზე, თეონა ბაქრაძის პასით უპირატესობა ორამდე ანა ჩემინავამ გაზარდა. 83-ე წუთზე, ჩემინავამ დუბლი შეასრულა და […]
ზელენსკი: მარტსა და აპრილში გაგვიჭირდება

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, მარტი და აპრილი უკრაინისთვის რთული თვეები იქნება. მან ასევე აღნიშნა, რომ მაისის ბოლოს, ან ზაფხულის დასაწყისში რუსეთი კონტრიერიშს გეგმავს. ამის შესახებ მან სპეციალურ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. “მომდევნო თვეებში ჩვენი საქმე რთულად იქნება. რადგან აშშ-ში არის რყევები, რომლებსაც ზოგიედთ სახელმწიფოზე გავლენა აქვს. თუმცა, ევროკავშირმა შესაბამისი დახმარებით აჩვენა საკუთარი ლიდერობის შესაძლებლობა. ჩვენ გაგვიჭირდება […]
ვერონა-შუამთას მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვა დაწესდა

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, დაბალი ტემპერატურისა და ლიპყინულის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის კმ36-კმ60 (ვერონა-შუამთა) მონაკვეთზე, დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) ავტოტრანსპორტის მოძრაობა. საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალი.