Bloomberg – ჯო ბაიდენი უკრაინის დახმარების საკითხის განსახილველად კონგრესის ლიდერებს შეხვდება

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი თეთრ სახლში კონგრესის ლიდერებს, მათ შორის პალატის სპიკერს მაიკ ჯონსონს, შეხვდება, რათა ხელი შეუწყოს უკრაინის დახმარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების დაჩქარებას, – ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, შეხვედრა სამშაბათს გაიმართება და მისი მიზანია მოკავშირეებისთვის, მათ შორის უკრაინისთვის, მილიარდობით დოლარის გადაუდებელი დახმარების გახსნა და აშშ-ის მთავრობის დახურვის თავიდან აცილება. „პრეზიდენტი ბაიდენი განიხილავს ეროვნული […]

დევიდ კამერონი – დასავლეთს უკრაინის მხარდასაჭერად საკმარისი არ გაუკეთებია

გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი დევიდ კამერონი მიიჩნევს, რომ დასავლეთს საკმარისი არ გაუკეთებია უკრაინის მხარდასაჭერად. „ამერიკის ხმის“ უკრაინულ რედაქციასთან ინტერვიუში, კითხვაზე, გააკეთეს თუ არა პარტნიორებმა ყველაფერი, რაც შეეძლოთ, გაერთიანებული სამეფოს საგარეო მინისტრმა უპასუხა: „მოკლე პასუხი არის არა, ჩვენ საკმარისი არ გაგვიკეთებია“. „ბევრი დადებითი ცვლილებაა. მაგრამ საკმარისი გავაკეთეთ ერთად? არა. უკრაინას არ აქვს საკმარისი ჭურვები. უკრაინას […]

დამამძიმებელ გარემოებაში, ჯგუფურად ჩადენილ მკვლელობაში ბრალდებულს 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

თელავის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დამამძიმებელ გარემოებაში, ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო. ინფორმაციას პროკურატურის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2023 წლის 18 იანვარს, გურჯაანის რაიონის სოფელ ველისციხეში, ბრალდებულის საცხოვრებელ სახლში, ორმა პირმა, წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე, შურისძიების მოტივით, დაზარალებულს ჯგუფურად, მოკვლის განზრახვით, […]

ვერონა-შუამთას მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია

ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის კმ36-კმ60 (ვერონა-შუამთა) მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

„ხალხის ძალა“ – საკუთარ თავს უნდა ვკითხოთ, არის თუ არა აშშ, თავისი არსითა და შინაარსით, საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი? – მიგვაჩნია, რომ არსებული რეალობა ამის საპირისპირო დასკვნის გამოტანის საშუალებას უფრო იძლევა

საკუთარ თავს უნდა ვკითხოთ, არის თუ არა ამერიკის შეერთებული შტატები, თავისი არსითა და შინაარსით, საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი? – მიგვაჩნია, რომ არსებული რეალობა ამის საპირისპირო დასკვნის გამოტანის საშუალებას უფრო იძლევა, – ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალა” დღეს გავრცელებულ განცხადებაში წერს. „ხალხის ძალის” შეფასებით, “30-წლიანი სტრატეგიული პარტნიორობა დღემდე ლიტონ სიტყვებად რჩება, ამ სიტყვების უკან კი, მხოლოდ […]

აჭარისწყალი ჯორჯია – კორპორაციული პასუხისმგებლობა

როგორია ენერგეტიკული კომპანიების პასუხისმგებლობა იმ თემების მიმართ, სადაც ენერგოობიექტის მშენებლობას გეგმავენ, ახორციელებენ და შემდგომ ელექტროენერგიას გამოიმუშავებენ ?! რამდენად ცდილობენ ენერგოსექტორის ინვესტორები მაღალი კორპორაციული პასუხისმგებლობით შეცვალონ ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრება უკეთესობისკენ, აამაღლონ მათი ცხოვრების ხარისხი და გრძელვადიანად განავითარონ ის რეგიონი სადაც საქმიანობას ეწევიან. დღეს, ერთ-ერთ წარმატებულ მაგალითზე მოგიყვებით. ენერგოკომპანიაზე, რომელმაც ენერგოობიექტის მშენებლობის ეტაპზე ასობით სოციალური პროექტი განახორციელა […]

ევროპის 20-მდე ქვეყნის ლიდერი დღეს პარიზში უკრაინის საკითხზე იმსჯელებს

ევროპის 20-მდე ქვეყნის ლიდერი დღეს პარიზში უკრაინის საკითხზე იმსჯელებს. ინფორმაციას ამის შესახებ ელისეის სასახლე ავრცელებს. როგორც საფრანგეთში აცხადებენ, ევროპელი ლიდერების გზავილი იქნება რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინისთვის, რომ უკრაინის საკითხებში ევროპა მტკიცეა და ისინი უპირისპირდებიან რუსეთის ნარატივს, რომ ის აუცილებლად მოიგებს ომს. „ჩვენ გვინდა ძალიან მტკიცე მესიჯის გაგზავნა პუტინისთვის, რომ ის ვერ გაიმარჯვებს უკრაინაში. ჩვენი მიზანია […]

თბილისის მერია – „შაბათის ეთერის“ რეპორტაჟი წარმოადგენს დეზინფორმაციას და მიზნად ისახავს კახა კალაძის და თბილისის მუნიციპალიტეტის დისკრედიტაციას

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ გადაცემა „შაბათის ეთერის“ რეპორტაჟი წარმოადგენს დეზინფორმაციას და მიზნად ისახავს თბილისის მერის, კახა კალაძის და თბილისის მუნიციპალიტეტის დისკრედიტაციას,- ამის შესახებ განცხადებას დედაქალაქის მერია ავრცელებს. თბილისის მერია ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში გასულ ინფორმაციას, თითქოს თბილისში მიმდინარე მშენებლობებზე ნებართვები კახა კალაძესთან ახლობლობით გაიცემა, ცილისმწამებლურს უწოდებს და საზოგადოებას მოუწოდებს არ ენდონ ე.წ. „ფეიკ ნიუსებს“. „გვინდა, გამოვეხმაუროთ […]

პაშა ბანკი საქართველო: მიზნად გვაქვს ვიყოთ მთავარი არჩევანი ადგილობრივი კორპორაციული მომხმარებლისთვის

2023 წელი „პაშა ბანკი საქართველოსთვის“ ძალიან წარმატებული იყო. უახლეს ისტორიაში ბანკი პირველად გავიდა დადებით შედეგზე და წელი 1,7 მილიონი ლარის წმინდა მოგებით დაასრულა. ბანკის საოპერაციო შემოსავალი 30%-ით გაიზარდა და 2023 წელს 42 მილიონი ლარი შეადგინა. შედეგები პაშა ბანკის კორპორაციულმა და კომერციულმა განყოფილებებმა განაპირობა, რამაც ბანკის საკრედიტო პორტფელი წლის ბოლოს 336 მილიონ ლარამდე გაზარდა. დეპოზიტების ზრდამ […]

გერმანული მედიის ცნობით, უკრაინაში მინისტრ ბერბოკის კორტეჟს რუსული დრონი აედევნა

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი იძულებული გახდა უკრაინის ქალაქ ნიკოლაევში ვიზიტის პროგრამა შეეცვალა რუსული სადაზვერვო დრონის გამო. ამის შესახებ გერმანული ტელეკომპანია ZDF და გამოცემა Bild-ი იუწყებიან. ანალენა ბერბოკი ორდღიანი ვიზიტით უკრაინაში 24 თებერვალს, რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრიდან ორი წლისთავზე ჩავიდა. 25 თებერვალს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ქალაქ ნიკოლაევში იმყოფებოდა. ბერბოკის თანმხლები გერმანელი ჟურნალისტების ინფორმაციით, ერთ-ერთი […]