,,რატომ გაუფასურდა ლარიო, მოთქვამს ექსპერტობა“ – რომან გოცირიძე

პარალმენტის წევრი, რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს: ,,რატომ გაუფასურდა ლარიო, მოთქვამს ექსპერტობა. სინამდვილეში ლარი ისე მყარდება, რომ ათეულ მილიონობით დოლარს ყიდულობს ეროვნული ბანკი, რათა ერთის მხრივ ლარის გამყარება შეაჩეროს, მეორეს მხრივ კი რეზერვები შეავსოს. არაა გამორიცხული, 150 მილიონ დოლარზე მეტი იყოს შესყიდული თებერვლის თვეში და მარტის პირველ ნახევარში. შეიძლება უფრო მეტიც. როდესაც ამ ინფორმაციას ეროვნული […]
,,კარგია, რომ ლუქსემბურგთან მატჩის წინ ნუცა ბუზალაძე იმღერებს“ – ბექა ყორშია

ხვალ საქართველოს ნაკრები ლუქსემბურგს ეთამაშება. როგორც ცნობილია, მატჩის წინ ნუცა ბუზალაძე ევროვიზიაზე წარსადგენ სიმღერას შეაარულებს. ამაზე ჟურნალისტი ბექა ყორშია სარკაზმით წერს: ,,კარგია, რომ ლუქსემბურგთან მატჩის წინ ნუცა ბუზალაძე იმღერებს თავის ახალ სიმღერას. მოწინააღმდეგე თავიდანვე წნეხში უნდა ვამყოფოთ!”
ესპანეთში, საერთაშორისო გამოფენა Alimentaria 2024-ში ქართული კომპანიები პირველად მონაწილეობენ

„აწარმოე საქართველოში” ორგანიზებითა და თანადაფინანსებით, რვა ქართული კომპანიის პროდუქცია ესპანეთის ქალაქ ბარსელონაში მიმდინარე მასშტაბურ გამოფენაზე – Alimentaria 2024-ზეა წარმოდგენილი. Alimentaria საკვები და სასმელი პროდუქტების სექტორში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და მნიშვნელოვანი ღონისძიებაა – მას 3 000-ზე მეტი მონაწილე და ასი ათასამდე ვიზიტორი სტუმრობს. საქართველო გამოფენაში წელს პირველად მონაწილეობს – ქართულ პავილიონში, რომელიც 81 კვ.მ. საგამოფენო სივრცეს […]
მსჯავრდებულები სპორტის სხვადასხვა სახეობაში ტრენერის პროფესიას დაეუფლებიან

მსჯავრდებულები სპორტის სხვადასხვა სახეობაში ტრენერის პროფესიას დაეუფლებიან სპეციალური პენიტენციური სამსახური სპორტის მართვის სტრატეგიის ფარგლებში აგრძელებს დაწესებულებებში ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობას. ამ მიზნით სპეციალურ პენიტენციურ სამსახურსა და სსიპ „საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმი ხელს უწყობს დაწესებულებებში სპორტულ-გამაჯანსაღებელი პროგრამების განვითარებას/ხელშეწყობას და სპორტის სხვადასხვა სახეობაში დარგის სპეციალისტების/ექსპერტების მიერ მსჯავრდებულების ინსტრუქტორებად […]
ჯოზეფ ბორელმა ევროკავშირის ქვეყნებს, გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული შემოსავლების უკრაინის მხარდასაჭერად გამოყენება შესთავაზა

ჯოზეფ ბორელმა ევროკავშირის ქვეყნებს, გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული შემოსავლების უკრაინის მხარდასაჭერად გამოყენება შესთავაზა. „საბჭოს მიერ გადაწყვეტილების სწრაფად მიღებას მოუთმენლად ველი. ეს უკრაინისა და მისი ხალხის მხარდასაჭერად ევროკავშირის ერთიანობასა და ერთგულებას გამოავლენს“, – განაცხადა ჯოზეფ ბორელმა. ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა აღნიშნა, რომ მიღებული შემოსავლების 90%-ის გამოყოფა ევროპის მშვიდობის ფონდის […]
ვიეტნამის პრეზიდენტი თანამდებობას ტოვებს, პარტია მას წესების დარღვევაში ადანაშაულებს

ვიეტნამის კომუნისტურმა პარტიამ მიიღო პრეზიდენტი ვო ვან თიონგის გადადგომის მოთხოვნა. ქვეყნის ლიდერის მიერ პოსტის დატოვებას შესაძლოა პოლიტიკური კრიზისი მოჰყვეს. ვიეტნამის მთავრობის განცხადებაში ნათქვამია, რომ თიონგმა დაარღვია პარტიის წესები, რამაც “უარყოფითად იმოქმედა საზოგადო მოსაზრებებზე, ცუდი გავლენა იქონია პარტიის რეპუტაციაზე, ქვეყანასა და პირადად მასზე”. პარტიის ცენტრალურმა კომიტეტმა პრეზიდენტის გადადგომა მისი არჩევიდან თითქმის ერთი წლის შემდეგ დააკმაყოფილა. პრეზიდენტი […]
ისრაელი იტყობინება ჰამასის მაღალი რანგის მეთაურების დახოცვის შესახებ

ისრაელის არმიამ, საკუთარი განცხადებით, აშშ-ი და ევროკავშირში ტერორისტულ ორგანიზაციად შერაცხილი ჰემასის საღალი რანგის სამი მეთაური მოკლა ღაზის სექტორში. არმიის საჰაერო ძალების თანახმად, ისინი დაიღუპნენ პალესტინელთა ტერიტორიის სამხრეთის ქალაქ რაფაჰში საჰაერო თავდასხმის შედეგად. ამავე ინფორმაციით, ისინი ჰამასის მოქმედებს მეთაურობდნენ ღაზის სექტორის სამხრეთში. ეს ცნობა ჰამასს ჯერ არ დაუდასტურებია. ისრაელის არმიამ ამასთან გააგრძელა თავისი ოპერაცია შიფას საავადმყოფოში […]
ჯეიკ სალივანი – უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს

უკრაინა გაიმარჯვებს თუ ამ ომიდან თავისუფალ, დემოკრატიულ, სუვერენულ ქვეყნად გამოვა. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა კიევში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. “ვთქვი, რომ დღეს უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს. და რას ნიშნავს ეს? -ეს ნიშნავს, რომ უკრაინა ამ ომიდან გამოვა სუვერენულ, დამოუკიდებელ, თავისუფალ, სამომავლო აგრესიის შეკავების შესაძლებლობის მქონე ქვეყნად, ძლიერი, დონამიური დემოკრატიით, ღრმა დემოკრატიული […]
ირაკლი ქარსელაძე – 15 მეტროსადგურის მშენებლობა ქსელის გაყვანას ნიშნავს, რაც ბევრად ძვირი მშენებლობაა, ვიდრე საგზაო

როდესაც ინფრასტრუქტურულ დაპირებას იძლევი, შესაბამისი პირველადი ეტაპები მაინც უნდა იყოს განვლილი ამ დაპირების შესასრულებლად, წინააღმდეგ შემთხვევაში, ნებისმიერი დაპირება ძალიან არასერიოზულია, – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ „გახარია – საქართველოსთვის“ პარტიის დაპირებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომელიც მეტროსდგურების მშენებლობას უკავშირდება. როგორც ირაკლი ქარსელაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ აღნიშნა, 15 მეტროსადგურის მშენებლობა ქსელის გაყვანას გულისხმობს, […]
ირაკლი ქარსელაძე – ქვეშეთი-კობის გვირაბი წელს გაიჭრება – პროექტის განხორციელების შემდეგ თოვლის და ზვავის საშიშროების გამო გზა აღარ ჩაიკეტება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, ირაკლი ქარსელაძის განცხადებით, ქვეშეთი-კობის გვირაბი 2024 წელს გაიჭრება, ხოლო დარჩენილი სამუშაოები 2025 გეგმის შესაბამისად დასრულდება. ირაკლი ქარსელაძის თქმით, ქვეშეთი-კობის გზის გახსნის შემდეგ კლიმატური პრიობების გამო გზის ჩაკეტვა აღარ მოხდება. „ქვეშეთი-კობის გვირაბი წელს გაიჭრება. გაჭრის შემდეგ, რა თქმა უნდა, ბევრი სამუშაოა კიდე, რომელიც იქნება განსახორციელებელი. 2025 წელს, მისასვლელ გზასთან ერთად […]