“დიდი გამოწვევა იყო რაჭაში მომხდარი ტრაგედია, ყველამ ვნახეთ, როგორ თავდაუზოგავად, უწყვეტ რეჟიმში მუშაობდნენ მაშველები“ – ვახტანგ გომელაური

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში, “მინისტრის საათის“ ფორმატში მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა, რომ მეხანძრე-მაშველებმა მთელი წლის განმავლობაში არაერთხელ დაამტკიცეს, რომ საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად, 24 საათის განმავლობაში დაუღალავად მუშაობენ. “ამ დიდი ტრაგედიის დროს მოქალაქეებთან ერთად ჩვენ დავკარგეთ ძალოვანი სისტემის თანამშრომლები. მე მინდა, პატივი მივაგო მათი და შინაგან საქმეთა სამინისტროს გმირულად დაღუპული ყველა თანამშრომლის ხსოვნას. მიუხედავად […]

ევროპის ტოპ 10 ქალაქი, სადაც სამსახურის პოვნა რთულია

გაცილებით ადვილია სამუშაოს პოვნა დასავლეთ და ჩრდილოეთ ევროპის ქალაქებში, განსაკუთრებით – სამხრეთ ქალაქებთან შედარებით. ამის შესახებ ნათქვამია ანგარიშში „ცხოვრების ხარისხი ევროპის ქალაქებში“. ანგარიშის შესახებ schengenvisainfo.com წერს. ევროკავშირის კომისიის მიერ გამოქვეყნებული ეს ანგარიში აჩვენებს, რომ დასავლეთ და ჩრდილოეთ წევრ ქვეყნებში მოსახლეობის ნახევარზე მეტმა – გამოკითხულთა 53%-მა განაცხადა, რომ მათთვის ადვილი იყო სამსახურის პოვნა, სამხრეთის წევრ ქვეყნებში. […]

„ფერო ქრომი“ – საქართველოში ახალი ტიპის ფეროშენადნობის წარმოება დაიწყო

საქართველოში ფეროშენადნობების დარგში შექმნილი კრიზისის ფონზე მწარმოებლების ნაწილმა ახალი ტიპის ფეროშენადნობის წარმოება დაიწყო. დარგობრივი ასოციაციის ხელმძღვანელმა „საქმის კურსთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ ფეროქრომის ბაზარზე ქართული კომპანიების სახით ახალი მოთამაშეები გაჩნდნენ. ნუგზარ კევლიშვილის თქმით, ამ ტიპის ფეროშენადნობის წარმოება მათთვის ფინანსურად უფრო მოგებიანია, თუმცა ახალ საწარმოო პროცესზე გადასვლა დიდ ინვესტიციას მოითხოვს.

რუსეთის მიერ ხარკოვზე მიტანილ იერიშს, სულ მცირე, 5 ადამიანი ემსხვერპლა

რუსეთმა უკრაინის ქალაქ ხარკოვზე მორიგი იერიში მიიტანა. არსებული ინფორმაციით, დაღუპულია, სულ მცირე, ხუთი და დაჭრილია შვიდი ადამიანი. ❗️Харків. Кількість загиблих на місці ворожого удару зросла до 5. Роботи тривають. pic.twitter.com/mVMJbuW0k4— МВС України (@MVS_UA) March 20, 2024 ხარკოვის ოლქის პროკურატურის ხელმძღვანელის ცნობით, რუსეთმა თავდასხმისთვის Х-59-ის ტიპის ფრთოსანი რაკეტა გამოიყენა. 5 ადამიანის სიკვდილის პარალელურად რუსულ სამთავრობო-პროპაგანდისტულ მედიაში […]

სტარტაპების მოგების გადასახადისგან სამი წლით გათავისუფლების ინიციატივა ბუნდოვანია – ირაკლი ერაძე

SST-ის მმართველი პარტნიორი, ირაკლი ერაძე ამბობს, რომ მისთვის სახელმწიფოს გეგმა, რომლის მიხედვითაც სტარტაპ-კომპანიები მოგების გადასახადისგან სამი წლით გათავისუფლებული იქნებიან, კარგი გზავნილია ფერმერებისთვის, თუმცა სტარტაპ-კომპანიის ბუნებიდან გამომდინარე ბუნდოვანია. როგორც „საქმიან დილაში“ სტუმრობისას, ერაძემ აღნიშნა, ინვესტორი რომ სტარტაპში თანხის ჩადებით დააინტერესო და საგადასახადო შეღავათით მიიზიდო, დროის გაწერა, რომ მაგალითად, სამი წლით გაათავისუფლებ გადასახადისგან, ნაკლებად მიმზიდველია, ვინაიდან სტარტაპებს […]

ირაკლი ქარსელაძე – რიკოთზე გადაადგილება არის უსაფრთხო

რიკოთზე გადაადგილება არის უსაფრთხო, – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ განაცხადა. როგორც ქარსელაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში “360 გრადუსი“ აღნიშნა, რიკოთთან დაკავშირებული კამპანიური შეტევის მიზანი იყო მოსახლეობის ხელოვნურად დაძაბვა და შეშინება. „რიკოთზე გადაადგილება არის უსაფრთხო. დიდი ხანია რიკოთი არავის უხსენებია, ძირითადად კამპანიური შეტევა იყო შარშან, დაახლოებით, 7 თვის მანძილზე, ვიდრე გავხსნიდით 27-კილომეტრიან მონაკვეთს. […]

ირაკლი ქარსელაძე – 15 მეტროსადგურის მშენებლობა ქსელის გაყვანას ნიშნავს, რაც ბევრად ძვირი მშენებლობაა, ვიდრე საგზაო

როდესაც ინფრასტრუქტურულ დაპირებას იძლევი, შესაბამისი პირველადი ეტაპები მაინც უნდა იყოს განვლილი ამ დაპირების შესასრულებლად, წინააღმდეგ შემთხვევაში, ნებისმიერი დაპირება ძალიან არასერიოზულია, – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ „გახარია – საქართველოსთვის“ პარტიის დაპირებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომელიც მეტროსდგურების მშენებლობას უკავშირდება. როგორც ირაკლი ქარსელაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ აღნიშნა, 15 მეტროსადგურის მშენებლობა ქსელის გაყვანას გულისხმობს, […]

ირაკლი ქარსელაძე სამტრედია-გრიგოლეთის ხიდის დაზიანებაზე – მიმდინარეობს გამოძიება – ყველამ უნდა აგოს თავის მოქმედებაზე შესაბამისი პასუხი

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, ირაკლი ქარსელაძის განცხადებით, სამტრედია-გრიგოლეთის ხიდის უხარისხოდ და პროექტის შეუსაბამოდ განხორციელებულ სამუშაოებთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს და მას შესაბამისი სამართლებრივი შეფასება მიეცემა. როგორც ირაკლი ქარსელაძემ „პალიტრანიუსის” გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, თავისი მოქმედებების შესაბამისად ყველამ პასუხი უნდა აგოს. „ექსპერტიზის დასკვნა მივიღეთ დეკემბერში. მიზეზი იყო მერვე ბურჯზე უხარისხოდ და პროექტის შეუსაბამოდ ნაწარმოები სამუშაოები, […]

ირაკლი ქარსელაძე – ქვეშეთი-კობის გვირაბი წელს გაიჭრება – პროექტის განხორციელების შემდეგ თოვლის და ზვავის საშიშროების გამო გზა აღარ ჩაიკეტება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, ირაკლი ქარსელაძის განცხადებით, ქვეშეთი-კობის გვირაბი 2024 წელს გაიჭრება, ხოლო დარჩენილი სამუშაოები 2025 გეგმის შესაბამისად დასრულდება. ირაკლი ქარსელაძის თქმით, ქვეშეთი-კობის გზის გახსნის შემდეგ კლიმატური პრიობების გამო გზის ჩაკეტვა აღარ მოხდება. „ქვეშეთი-კობის გვირაბი წელს გაიჭრება. გაჭრის შემდეგ, რა თქმა უნდა, ბევრი სამუშაოა კიდე, რომელიც იქნება განსახორციელებელი. 2025 წელს, მისასვლელ გზასთან ერთად […]

მიხეილ სარჯველაძის ხელმძღვანელობით, ონკოლოგიის ეროვნული საბჭოს სხდომა გაიმართა

ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის ხელმძღვანელობით, ონკოლოგიის ეროვნული საბჭოს სხდომა გაიმართა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე, იმ სახელმწიფო პროგრამებზე ისაუბრეს, რომლის ფარგლებშიც პაციენტებისთვის, მედიკამენტები, სხივური, ჰორმონო და ქიმიოთერაპიები, ასევე, ქირურგიული ოპერაციები ფინანსდება. მათივე ცნობით, სხდომაზე საუბარი მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის კიდევ უფრო მეტად გაუმჯობესებას შეეხო. ასევე, ინფორმაციის თანახმად, შეხვედრის მონაწილეებმა, განიხილეს, პაციენტებისთვის მნიშვნელოვანი საკითხები, რომელზეც საუბარი შეეხო ონკოლოგიური დაავადებების […]