WU17 | ფარერის კუნძულები 2:0 საქართველო

საქართველოს 17 წლამდე გოგონათა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის B ლიგის მეორე რაუნდის მეორე მატჩი გამართა. 20 მარტს სალომე ხუბულურის გუნდი საკვალიფიკაციო ჯგუფის მასპინძელთან, ფარერის კუნძულების ასაკობრივ ნაკრებთან დამარცხდა. მომდევნო მატჩს ჩვენი გუნდი 23 მარტს, ლატვიის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა 21:00 საათზე დაიწყება. nakrebi.ge
ახალგახსნილ დარბაზში მასპინძელმა “რუსთავმა” “დელტასთან” ბოლო წამზე წააგო

რუსთავში დიდი ზარ-ზეიმით გაიხსნა ახალი სპორტის სასახლე, სადაც პირველი ოფიციალური მატჩი კალათბურთში გაიმართა. მატჩამდე დარბაზს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, სპორტისა და ახალგაზრდობის, ასევე, ინფრასტრუქტურის მინისტრი ესტუმრნენ. რუსთავის დარბაზი მთავრობის წევრებთან ერთად გახსნა UFC-ის ერთადერთმა ქართველმა ჩემპიონმა ილია თოფურიამ. გახსნაზე იმყოფებოდა რუსთავის მერი და სხვა მრავალი სახელმწიფო მოხელე. ილია თოფურიამ ახალ დარბაზში მოსულ საზოგადოებას სიტყვით მიმართა და საჩემპიონო […]
“არ ვიცი, ძალუძს თუ არა საქართველოს ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობა, მაგრამ…” – რას აცხადებს ზაზა ჯანაშია?

საქართველოსა და ლუქსემბურგის ნაკრებების მომავალი მატჩის თობაზე კომენტარი “ჯვაროსნების” ყოფილმა თავდამსხმელმა ზაზა ჯანაშიამ გააკეთა. “მგონი, ადრე საქართველოს ევროზე მოხვედრის ასეთი შანსი არც ჰქონდა. ლუქსემბურგი ნებისმიერ შემთხვევაში უნდა დავამარცხოთ, მით უმეტეს, ასეთი შემადგენლობით, როგორიც ჩვენია. ამას დიდი ხანია ველით. იმედი მაქვს, პლეი-ოფის ფინალშიც ყველაფერი ნორმალურად იქნება. უკეთესი შანსი არ მოგვეცემა. არ ვიცი, ძალუძს თუ არა საქართველოს […]
DW: ევროკავშირი სავარაუდოდ, ვერ შეძლებს გაყინული რუსული აქტივების უკრაინისთვის გამოყენებას

დღეს, 21 მარტს ბრიუსელში იწყება ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერთა სამიტი. ორდღიანი სამიტის ერთ-ერთი მთავარი თემა უკრაინაა. მათ შორის განიხილება რუსეთისთვის უკრაინაში შეჭრის გამო გაყინული აქტივებით მიღებული შემოსავლების გამოყენება უკრაინის მხარდასაჭერად. თუმცა, ევროკავშირის ლიდერები გადაწყვეტილებას სავარაუდოდ, ვერ მიიღებენ. ევროკომისიის წინადადებაა, რომ რუსეთისთვის გაყინული აქტივების მოგებიდან 90% დაიხარჯოს უკრაინისთვის იარაღის შესაძენად. გერმანულ მაუწყებელ DW-ს მაღალჩინოსანმა დიპლომატმა ანონიმურობის […]
ქართული პრესის მიმოხილვა 21.03.2024

რამდენ პარტიას აქვს პარლამენტში მოხვედრის შანსი – ვინ არის ბარიერის ზღვარზე უკრაინის ტაქტიკური ცვლილებები – “რუსეთს თავისი ტერიტორიის ერთნაირად დაცვა არ შეუძლია” საქართველოს მოსახლეობა ყველა სახმელეთო მეზობელთან შედარებით ყველაზე ხანდაზმულია * * * რამდენ პარტიას აქვს პარლამენტში მოხვედრის შანსი – ვინ არის ბარიერის ზღვარზე “წვრილი პარტიები არჩევნებში იმის რისკს ხედავენ, რომ პარლამენტში შესაძლოა მხოლოდ ენმ […]
U19 | საქართველოს ნაკრები ელიტრაუნდის პირველ ტურში ჩეხეთთან დამარცხდა

ევროპის ელიტრაუნდის პირველ ტურში, იტალიის ქალაქ მანცანოში, საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები ჩეხ თანატოლებთან 0:1 დამარცხდა. მეტოქემ გოლი დებიუტშივე გაიტანა, საქართველოს ნაკრებმა ანგარიშის გათანაბრება ვერ შეძლო და მარცხი განიცადა. ჩვენს ჯგუფში აგრეთვე შოტლანდია და იტალია ასპარეზობენ, შემდეგ ეტაპზე კი მხოლოდ ჯგუფის გამარჯვებული გადის. ფინალური ტურნირი ჩრდილოეთ ირლანდიაში გაიმართება. ვასილ მაისურაძის გუნდი 23 მარტს შოტლანდიას დაუპირისპირდება, ხოლო 26 […]
Samsung-ი ტელევიზორების გლობალურ ბაზარზე კვლავ ნომერ პირველი ბრენდის პოზიციას ინარჩუნებს

ბრიტანული კვლევითი კომპანიის, Omdia-ს შედეგების მიხედვით, Samsung-ი მე-18 წელია ტელევიზორების ინდუსტრიის უპირობო ლიდერად სახელდება. კვლევების თანახმად, Samsung-მა 2023 წელს მიაღწია ტელევიზორების გლობალური ბაზრის 30.1%-ს, რითაც კიდევ უფრო გაძლიერდა მისი, როგორც ინდუსტრიის ლიდერის სტატუსი, რომელიც ჯერ კიდევ 2006 წლიდან ეკუთვნის. როგორც კვლევითი კომპანია აცხადებს, ამ წარმატებაში გარდამტეხი როლი აქვს QLED და OLED მოდელის ინოვაციურ ტელევიზორებს. QLED […]
„საქკაბელმა“ ჩეხეთის ქალაქ ბრნოში გამართულ საერთაშორისო გამოფენაზე საკუთარი პროდუქცია წარადგინა

„საქკაბელი“, როგორც საქართველოს საკაბელო ინდუსტრიის ლიდერი კომპანია, მომხმარებლისთვის უმაღლესი ხარისხის პროდუქციის შეთავაზებას ევროპის ქვეყნებში აქტიურად განაგრძობს. კომპანიამ ჩეხეთის რესპუბლიკის ქალაქ ბრნოში, 19-21 მარტს გამართულ ელექტრონული მოწყობილობების საერთაშორისო გამოფენაში მიიღო მონაწილეობა, რომელშიც 24 ქვეყნის 400 კომპანია მონაწილეობს. „ქალაქ ბრნოში გამართული „ამპერის“ საერთაშორისო გამოფენა ელექტროტექნიკის სფეროში ევროპის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ღონისძიებადაა მიჩნეული, რომელიც 30 წელია იმართება. ჩვენი გუნდი […]
„გაგზავნა უფრო მეტი ჯდება, ვიდრე თვითონ ნაკეთობა. საკურიერო მომსახურეობაც გაძვირდა“ – Ninka handmade

„Ninka handmade“ ქართულ ბაზარზე 2019 წელს გამოჩნდა. კომპანია ხის ნაკეთობებს აწარმოებს. მისმა საწყისმა კაპიტალმა $5000 შეადგინა. „Ninka handmade-ის“დამფუძნებლის თქმით, ყველაზე მოთხოვნადი ნივთი ხის ზარდახშებია, ნივთების შეძენა კი როგორც სახელოსნოდან, ასევე ონლაინაა შესაძლებელი. „ვაწარმოებ ხის ნაკეთობებს. ნივთები ინდივიდუალური წარწერებით მზადდება. სახელოსნო სახლშია მოწყობილი და ნივთების შეძენა როგორც აქედან, ასევე ონლაინაა შესაძლებელი. რაც შეეხება ყველაზე მოთხოვნად ნივთს, […]
რუსეთმა სარაკეტო იერიში მიიტანა კიევზე

გამთენიისას რუსეთის სამხედრო ძალებმა სარაკეტო იერიში მიიტანეს უკრაინის დედაქალაქ კიევზე. კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს წინასწარი მონაცემებით, დაშავდა ოთხი ადამიანი. კლიჩკოს თანახმად, სვიატოშინსკის რაიონში რაკეტების ნამსხვრევები დაეცა საბავშვო ბაღის შენობას და სახლს. შევჩენკოს რაიონში ხანძარი გაჩნდა საცხოვრებელ კორპუსში. ხანძარი გაჩნდა პოდოლსკის რაიონშიც, სადაც რაკეტების ნამსხვრევებმა დააზიანა სახლი და საწარმო. თავდასხმის საფრთხის გამო უკრაინის მთელი ტერიტორია საჰაერო […]