თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზაზე, მდინარე არაგვის ხიდზე, ერთ სამოძრაო ზოლზე მოძრაობა 10 დღით შეიზღუდება

საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 26-ე კმ-ზე, მდინარე არაგვის ხიდზე (მარცხენა მიმართულება), მიმდინარეობს დაზიანებული კონსტრუქციული ნაწილის აღდგენის სამუშაოები. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ამის გამო აღნიშნულ მონაკვეთზე 10 დღის განმავლობაში ერთ სამოძრაო ზოლზე, დასავლეთ-აღმოსავლეთის მიმართულებაზე, მოძრაობა შეიზღუდება. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

ბრიუსელში დღეს ევროპული საბჭოს ორდღიანი სამიტი იწყება

ბრიუსელში დღეს ევროპული საბჭოს ორდღიანი სამიტი იწყება. სამიტის განმავლობაში ევროკავშირის ლიდერები განიხილავენ უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელების საკითხს, ევროპის უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკას, ახლო აღმოსავლეთში განვითარებულ მოვლენებს, გაფართოების პოლიტიკას, საგარეო ურთიერთობების, მიგრაციისა და სოფლის მეურნეობის საკითხებს. „ევროკავშირის ლიდერები განიხილავენ უკრაინისა და მისი ხალხის მიმართ მხარდაჭერას რუსეთის სამხედრო აგრესიის საპასუხოდ. ევროკავშირი გააგრძელებს უკრაინის პოლიტიკურ, ფინანსურ, ეკონომიკურ, ჰუმანიტარულ, სამხედრო […]

რუსებმა კიევზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს, არიან დაშავებულები

რუსულმა ძალებმა წუხელ უკრაინის დედაქალაქ კიევზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს, რის გამოც უკრაინის საჰაერო თავდაცვა ამოქმედდა. რაკეტის ნამსხვრევების ჩამოვარდნა დაფიქსირდა, დაშავდა ოთხი ადამიანი, – ინფორმაციას უკრაინული მედია კიევის მერზე, ვიტალი კლიჩკოზე დაყრდნობით ავრცელებს. მერის ინფორმაციით, შევჩენკოს რაიონში ავტომობილები იწვის და ხანძარია საცხოვრებელი კორპუსის ბინაშიც. სვიატოშინსკის რაიონში რაკეტის ნამსხვრევები საბავშვო ბაღსა და საცხოვრებელ კორპუსს დაეცა. დედაქალაქის პოდოლსკის […]

ნიდერლანდები უკრაინისთვის F-16 თვითმფრინავების საბრძოლო მასალისა და დრონების შესაძენად 350 მილიონ ევროზე მეტს გამოყოფს

ნიდერლანდები უკრაინისთვის F-16 ტიპის თვითმფრინავების საბრძოლო მასალის შესაძენად 150 მილიონ ევროზე მეტს გამოყოფს, დრონების შესაძენად კი – 200 მილიონ ევროზე მეტს, – ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა, კაისა ოლონგრენმა განაცხადა. მისი თქმით, ნიდერლანდები F-16-ისთვის ჰაერი-მიწა კლასის საბრძოლო მასალას შეიძენს. გარდა ამისა, ქვეყანა რუმინეთში უკრაინელი და რუმინელი პილოტების მოსამზადებლად ადრე დაპირებულ F-16 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავებს გაგზავნის. […]

კანადამ უკრაინას, ფინანსური დახმარების სახით, 1.5 მილიარდი აშშ დოლარი გამოუყო

უკრაინამ კანადისგან, ფინანსური დახმარების სახით, 2 მილიარდი კანადური დოლარი (1.5 მილიარდი აშშ დოლარი) მიიღო, – ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა განაცხადა. მისი თქმით, ეს თანხები დაეხმარება უკრაინის მთავრობას დეფიციტის, კერძოდ სოციალური დახმარების პროგრამების დაფინანსებაში. „მადლობელი ვართ კანადელი ხალხისა და მთავრობის, რომლებიც ამ რთულ დროს ჩვენს საიმედო მოკავშირეებად რჩებიან“, – წერს შმიგალი. უკრაინის მთავრობის მეთაურის […]

ვოლოდიმირ ზელენსკი – ვლადიმერ პუტინის დამარცხება დემოკრატიული სამყაროსთვის სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია

პუტინმა უნდა წააგოს – და ეს დემოკრატიული სამყაროსთვის სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. მისი თქმით, როდესაც პუტინი დამარცხდება, დემოკრატიული სამყარო „კარგ პერსპექტივას მიიღებს მომავალი თაობისთვის“. „ჩვენ უნდა ვიყოთ მედეგები სხვადასხვა გამოწვევებთან მიმართებაში, ჩვენ უნდა ვიყოთ შორს მსროლელები, რათა დავამარცხოთ პუტინი და არ ვიყოთ ისეთ სიტუაციაში, როდესაც დასავლეთის სიმტკიცესთან დაკავშირებული ეჭვი […]

ბლინკენი კიდევ ერთხელ ჩავა ისრაელში მოსალაპარაკებლად

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი, რომელმაც 20 მარტს დაიწყო მოგზაურობა ახლო აღმოსავლეთში, კვირის ბოლოს ისრაელს ეწვევა კიდევ ერთხელ. ამის ფონზე კიდევ უფრო გაძლიერდა აზრთა სხვადასხვაობა ღაზის სექტორის გარშემო ვაშინგტონსა და ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს შორის. ღაზის სექტორში ისრაელის სამხედროო ოპერაციის დროს, რომლის მიზანი ისრაელის ხელისუფალთა თანახმად, აშშ-ში, ევროკავშირში, ასევე სხვა ქვეყნებში ტერორისტულად შერაცხილი ჰამასის სრული […]

ახალ გახსნილ დარბაზში მასპინძელმა “რუსთავმა” “დელტასთან” ბოლო წამზე წააგო

რუსთავში დიდი ზარ-ზეიმით გაიხსნა ახალი სპორტის სასახლე, სადაც პირველი ოფიციალური მატჩი კალათბურთში გაიმართა. მატჩამდე, დარბაზს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, სპორტისა და ახალგაზრდობის, ასევე ინფრასტრუქტურის მინისტრი ესტუმრნენ. რუსთავის დარბაზი მთავრობის წევრებთან ერთად გახსნა UFC-ის ერთადერთმა ქართველმა ჩემპიონმა ილია თოფურიამ. გახსნაზე იმყოფებოდა რუსთავის მერი და სხვა მრავალი სახელმწიფო მოხელე. ილია თოფურიამ ახალ დარბაზში მოსულ საზოგადოებას სიტყვით მიმართა და საჩემპიონო […]

კიევში ვიზიტით მყოფი სალივანი უკრაინას დახმარების “რაც შეიძლება მალე” გამოყოფას დაჰპირდა

ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩევლი, ჯეიკ სალივანი და უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ანდრეი ერმაკი კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩეველი, ჯეიკ სალივანი 20 მარტს კიევს მოულოდნელი ვიზიტით ეწვია, რათა უკრაინა დაერწმუნებინა, რომ მას კვლავ შეუძლია დაეყრდნოს აშშ-ს, როგორც ძლიერ მოკავშირეს. სალივანის ვიზიტი გერმანიის რამშტაინის საჰაერო ბაზაზე უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრიდან […]

„ძლიერი კაცი იპოვის გზას, რომ ქალი რაღაც-რაღაცებში დაიმორჩილოს, ქალებს მამაკაცში მოსწონთ დომინანტობა“ – რატომ არ იზიარებს თათა გიორგობიანი თანამდეროვე შეხედულებებს?

„ძლიერი კაცი იპოვის გზას, რომ ქალი რაღაც-რაღაცებში დაიმორჩილოს, ქალებს მამაკაცში მოსწონთ დომინანტობა“ – რატომ არ იზიარებს თათა გიორგობიანი თანამდეროვე შეხედულებებს? · 2 მომღერალმა თათა გიორგობიანმა, რომელიც მომავალი ფსიქოლოგია, მამაკაცია და ქალის როლის შესახებ ისაუბრა. მისი შეხედულებები თანამედროვე ტენდენციებისგან სრულიად განსხვავდება: “მგონია, რომ ლამაზი და წარმატებული ქალების ძლიერ კაცებს არ ეშინიათ, ალბათ, სუსტს შეეშინდება, მაგრამ ძლიერი […]