ბორჯომის მუნიციპალიტეტში სატვირთო ავტომობილი მტკვარში გადავარდა – დაიღუპა ერთი ადამიანი

ბორჯომის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპული ავტომობილის მძღოლია, რომელიც მდინარე მტკვარში გადავარდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ანა ბუჩუკური – დავით ნარმანია ბევრად ამბიციური იყო, თბილისს მილიონი ხის დარგვას მაინც ჰპირდებოდა – როგორც ჩანს, კახი კალაძეს დედაქალის მერობა სკვერების გახსნა ჰგონია!

დავით ნარმანია ბევრად ამბიციური იყო – თბილისს მილიონი ხის დარგვას მაინც ჰპირდებოდა. როგორც ჩანს, კახი კალაძეს დედაქალის მერობა სკვერების გახსნა ჰგონია! – ასე აფასებს პარტია “საქართველოსთვის“ დეპუტატი ანა ბუჩუკური 15 ახალი მეტროსადგურის გახსნის დაპირებაზე ხელისუფლების წარმომადგენლების გამოხმაურებებს. ბუჩუკურის თქმით, თბილისის მეტროს გაფართოების ინიციატივაზე “ხელისუფლების ისტერიული რეაქცია ღიმილისმომგვრელია“. “მინდა საზოგადოებას ვუთხრა, რომ თბილისის გენერალური გეგმა მეტროს […]

ირაკლი კობახიძე – აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობა ხელშესახებ შედეგებს უნდა მოიცავდეს, მათ შორის უვიზო მიმოსვლას, რაც თავისუფლად შეიძლება გაკეთდეს

პრემიერის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობა ხელშესახებ შედეგებს უნდა მოიცავდეს, მათ შორის, უვიზო მიმოსვლას, რაც თავისუფლად შეიძლება გაკეთდეს. ამის შესახებ პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან, აშშ-სთან სტრატეგიულ პარტნიორობაზე საუბრისას განაცხადა. „რა თქმა უნდა, ჩვენი სურვილია პარტნიორობას ჰქონდეს კონკრეტული ხელშესახები შედეგები. რა შეიძლება იყოს ეს შედეგები, აღნიშნულზე არაერთხელ გვისაუბრია. ეს არის სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავება, რისთვისაც თავისუფალი […]

ირაკლი კობახიძე – „ევრონესტის“ რეზოლუციის პროექტში საქმე ეხებოდა საქართველოს ევროპული კურსის მხარდაჭერას – ოპოზიციის წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ ისინი სინამდვილეში ლობირებენ ჩვენი ევროპული ინტეგრაციის წინააღმდეგ

„ევრონესტის“ რეზოლუციის პროექტში საქმე ეხებოდა საქართველოს ევროპული კურსის მხარდაჭერას – ოპოზიციის წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ ისინი სინამდვილეში ლობირებენ სწორედ ჩვენი ევროპული ინტეგრაციის წინააღმდეგ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. “რეალურად გასაგებია, რაშიც არის საქმე. აქ საქმე ეხებოდა საქართველოს მხარდაჭერას, მისი ევროპული კურსის მხარდაჭერას. ამაზე იყო საუბარი შესაბამის დოკუმენტში. როცა ასეთ […]

სპორტსმენ ილია თოფურიას, დღეს, ორბელიანების სასახლეში დააჯილდოებენ

სპორტსმენ ილია თოფურიას, დღეს, ორბელიანების სასახლეში დააჯილდოებენ. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს. „როგორც გუშინ იქნა შეთანხმებული ილია თოფურიასთან, მისი დაჯილდოების ცერემონია დღეს ორბელიანების სასახლეში 19:00 საათზე ჩატარდება. საქართველოს პრეზიდენტი პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის წარდგინებას მიესალმება და ეთანხმება. პრეზიდენტი დაჯილდოების ცერემონიაზე პრემიერ-მინისტრს და პარლამენტის თავმჯდომარეს ეპატიჟება. სამივე შტოს მონაწილეობა ამ ცერემონიაში […]

ირაკლი კობახიძე – როცა კონკრეტული ძალები, თან საეჭვო დაფინანსებით, აწარმოებენ ანტიჩინურ კამპანიას, შემაშფოთებელია

როცა კონკრეტული ძალები, თან საეჭვო დაფინანსებით, აწარმოებენ ანტიჩინურ კამპანიას, შემაშფოთებელია, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც ქვეყანაში ანტიჩინური კამპანია ხორციელდება. კობახიძის განცხადებით, მნიშვნელოვანია ყველას ჰქონდეს სათანადო პოზიცია, ყველა იმ აქტზე, რომელიც სახელმწიფოს ინტერესების წინააღმდეგაა მიმართული. „ასეთი კამპანიების მიზანი ჩვენი სახელმწიფოებრივი ინტერესების დაზიანებაა. ჩვენ, შარშან, ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის […]

პრემიერ-მინისტრი – კლასიკური დეზინფორმაცია და ქართული სახელმწიფოს ინტერესებზე თავდასხმაა ინფორმაცია, თითქოს საქართველოს ხელისუფლება რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარება

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის შეფასებით, კლასიკური დეზინფორმაცია და ქართული სახელმწიფოს ინტერესებზე თავდასხმაა გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს საქართველოს ხელისუფლება რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარება. ირაკლი კობახიძემ „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით მედიასთან განმარტა, რომ ეს ძალიან მძიმე განცხადებებია. „ეს არის კლასიკური დეზინფორმაცია. მეორე, ეს არის თავდასხმა ქართული სახელმწიფოს ინტერესებზე. როცა ამას აკეთებს კონკრეტული NGO, ეს არის […]

თიბისი კაპიტალის განახლება მთავარი ეკონომისტისგან – დოლარი და ევრო ძვირი რომ არ იყოს, ლარის განაკვეთი უფრო დაბალიც კი იქნებოდა

დაბალი ინფლაცია, ეკონომიკის ზრდის ნორმალიზება და სხვა ფაქტორები მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შემცირების არგუმენტებია. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ განვითარებადი ქვეყნები ასევე დამოკიდებულნი არიან ძირითადად აშშ-სა და ასევე, ნაწილობრივ ევროზონაში არსებულ განაკვეთებზე. ამ მხრივ, შერბილება ჯერ მხოლოდ პერსპექტივაა. მთლიანობაში, თიბისი კაპიტალის მოსაზრებით, მიმდინარე წელს რეფინანსირების განაკვეთი დამატებით კიდევ შემცირდება, თუმცა უკვე მხოლოდ ზომიერად. საბაზო სცენარით, წლის ბოლოსათვის მონეტარული […]

ბათუმში ერთმანეთს 7 ავტომობილი შეეჯახა

ბათუმსი ერთმანეთს 7 ავტომობილი შეეჯახა. როგორც რეგიონული გამოცემა AJARATIMES წერს, შემთხვევა პუშკინისა და ასათიანის ქუჩების გზაჯვარედინზე მოხდა. მანქანები დაზიანდა, თუმცა შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ფოტო: AJARATIMES.

საზონოვისა და მექვაბიშვილის გარეშე – საქართველოს ნაკრების სამატჩო განაცხადი ცნობილია

დღეს, 21 მარტს, თბილისის დროით 21:00 საათზე, “დინამო არენაზე” ერთა ლიგის ნახევარფინალში საქართველოს ნაკრები ლუქსემბურგს უმასპინძლებს. საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის ვილი სანიოლის გადაწყვეტილებით, დღევანდელი შეხვედრის განაცხადში ცენტრალური მცველი საბა საზონოვი და საყრდენი ნახევარმცველი ანზორ მექვაბიშვილი ვერ მოხვდნენ. მეკარეები: გიორგი ლორია, გიორგი მამარდაშვილი, ლუკა გუგეშაშვილი მცველები: ოთარ კაკაბაძე, ლაშა დვალი, გურამ კაშია, საბა კვირკველია, გიორგი გოჩოლეიშვილი, […]