ქართულ და ებრაულ კომპანიებს შორის ბიზნეს კავშირების დამყარება ჩვენი პრიორიტეტია – გიორგი პერტაია

ქართულ და ებრაულ კომპანიებს შორის ბიზნეს კავშირების დამყარება ჩვენი პრიორიტეტია – გიორგი პერტაია სავაჭრო პალატის პრეზიდენტმა ისრაელის საელჩოსა და ისრაელის ექსპორტის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა. გიორგი პერტაიამ შეხვედრის მონაწილე ბიზნეს სექტორს საქართველოს საინვესტიციო-ბიზნეს გარემო გააცნო და აღნიშნა, რომ ქართულ და ებრაულ კომპანიებს შორის ბიზნეს კავშირების დამყარება პალატის პრიორიტეტია. მან, ასევე ისაუბრა არსებულ გადასახადების […]

მსოფლიოში ყველაზე ბედნიერი ქვეყნის, ფინეთის პრეზიდენტმა ბედნიერების სამი მიზეზი დაასახელა

ევროკავშირის და ნატოს წევრი ფინეთი ზედიზედ მეშვიდე წელია ინარჩუნებს მსოფლიოში ყველაზე ბედნიერი ქვეყნის სტატუსს. ეს კიდევ ერთხელ დადასტურდა 20 მარტს, ბედნიერების საერთაშორისო დღეს გამოქვეყნებული, მსოფლიო ბედნიერების 2024 წლის ანგარიშით. ამ ფაქტს ფინეთის პრეზიდენტი ალექსანდერ სტუბი გამოეხმაურა. მან სოციალურ ქსელ X-ში(ყოფილი ტვიტერი) დაწერა, რომ კოლექტიურ ბედნიერებას ბევრი მიზეზი აქვს, პირადად მისთვის კი ასეთი სამია: 1. ბუნება; […]

აშშ-მ რუსეთის დეზინფორმაციის კამპანიასთან დაკავშირებით ახალი სანქციები დააწესა

აშშ-მ რუსეთის დეზინფორმაციის კამპანიასთან დაკავშირებით ახალი სანქციები დააწესა. სახაზინო დეპარტამენტის ცნობით, სანქცირებულთა სიაში მოხვდა რუსეთის ორი მოქალაქე და ორი კომპანია. კერძოდ, სანქციები დაუწესდა სოციალური პროექტირების სააგენტოს და მის დამფუძნებელს, ილია ღამბაშიძეს, ასევე სტრუქტურას და მის მფლობელს, ნიკოლაი ტუპიკინს. აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტის ცნობით, ზემოხსენებული კომპანიები მნიშვნელოვან როლს ასრულებდნენ რუსეთის ხელისუფლების დეზინფორმაციის კამპანიაში, მათ შორის, ქმნიდნენ ისეთ […]

როგორი ამინდი იქნება 22-24 მარტს – გარემოს სააგენტოს გაფრთხილება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 22 მარტიდან 24 მარტის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, მაღალმთაში თოვლი, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ნისლი. “მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, გორაკ-ბორცვიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება, ხოლო მაღალმთიან რეგიონებში ზვავების ფორმირება გამოიწვიოს. ხილვადობის გაუარესების და ზვავსაშიშროების გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა”.- წერია გარემოს სააგენტოს […]

მონტენეგრომ “კრიპტოვალუტის მეფის” სამხრეთ კორეაში ექსტრადირების გადაწყვეტილება მიიღო

მონტენეგრომ სამხრეთ კორეელი ბიზნესმენის, დო კვონის, ცნობილი, როგორც “კრიპტოვალუტის მეფის” სამხრეთ კორეაში ექსტრადირების გადაწყვეტილება მიიღო. განცხადება აღნიშნულ საკითხზე მონტენეგროს სააპელაციო სასამართლომ 20 მარტს გაავრცელა. სამხრეთ კორეელის ადვოკატის თქმით, დაცვის მხარე კმაყოფილია გადაწყვეტილებით და ახლა მხოლოდ ექსტრადირების ვადები და პირობებია გასარკვევი. მანამდე, მის ექსტრადირებას აშშ-ც ითხოვდა. სამხრეთ კორეელს ბრალად ედება თაღლითობა, რამაც $40 მილიარდის ოდენობის ზარალი […]

კობახიძე: კონკრეტული ძალები, საეჭვო დაფინანსებით, ანტიჩინურ კამპანიას ეწევიან

ჩვენ შარშან ხელი მოვაწერეთ სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმებას ჩინეთთან. ამ პარტნიორობას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა ჩვენი სახელმწიფო ინტერესების რეალიზებისთვის, საქართველოსა და ჩინეთს შორის სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებისთვის, მათ შორის ეკონომიკური პარტნიორობის განვითარებისთვის. როდესაც ასეთ პირობებში კონკრეტული ძალები, თან საეჭვო დაფინანსებით, აწარმოებენ ანტიჩინურ კამპანიას, რა თქმა უნდა, ესეც არის შემაშფოთებელი. ამიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ყველას […]

სამაგალითო სპორტსმენი – რამდენ ენაზე საუბრობს მხითარიანი?

“ინტერის” ნახევარმცველმა ჰენრიხ მხითარიანმა “ნერაძურის” ოფიციალურ საიტთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ხუთ ენაზე თავისუფლად საუბრობს. – რამდენ ენაზე საუბრობ? – საუბარი ხუთ ენაზე შემიძლია. ესენია: სომხური, რუსული, ინგლისური, ფრანგული, იტალიური. გერმანულიც კარგად ვიცოდი, ამ ენის სასწავლად ორი წელი დამჭირდა, თუმცა, როდესაც “დორტმუნდი” დავტოვე, მას შემდეგ გერმანულად აღარ მისაუბრია და დამავიწყდა… – ჩალჰანოღლუს რომელ ენაზე ესაუბრები? – […]

ოპოზიციის მტკიცება, რომ “არ იცოდნენ” არის ტყუილი! ვერ დავმალავდი ტექსტს, რადგან ოფიციალურად იყო დაგზავნილი – მაკა ბოჭორიშვილი ევრონესტის რეზოლუციაზე

საქართველოს, უკრაინის და მოლდოვას ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ საგანგებო რეზოლუციის ინიციატივა დავარეგისტრირე უკრაინისა და მოლდოვას დელეგაციების ხელმძღვანელებთან წინასწარი კონსულტაციის საფუძველზე, რომ ტექსტს ექნებოდა მათი მხარდაჭერა (პროექტი სამ ქვეყანას ეხებოდა და ბუნებრივია, ეს აუცილებელი ნაბიჯი იყო, რომ ტექსტი წარგვედგინა ასამბლეისთვის). – ასე ეხმიანება ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მაკა ბოჭორიშვილი, ოპოზიციის მიერ გავრცელებულ ვერსიებს საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის […]

ირაკლი კობახიძე ქართველ მესაზღვრეებს პროფესიულ დღეს ულოცავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ქართველ მესაზღვრეებს პროფესიულ დღეს ულოცავს. მთავრობის მეთაური მადლობას უხდის თითოეულ მესაზღვრეს პატიოსანი და დაუღალავი შრომისთვის. „ქართველ მესაზღვრეებს ვულოცავ პროფესიულ დღეს. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ მესაზღვრეს პატიოსანი და დაუღალავი შრომისთვის და ვუსურვო მშვიდობა და წარმატებები”, – აღნიშნავს პრემიერი.

24 მარტის ჩათვლით საქართველოში ცვალებადი ამინდია მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 22 მარტიდან 24 მარტის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, მაღალ მთაში თოვლი, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ნისლი. სინოპტიკოსების პროგნოზით, მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, გორაკ-ბორცვიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება, ხოლო მაღალმთიან რეგიონებში ზვავების ფორმირება გამოიწვიოს. „ხილვადობის გაუარესების და ზვავსაშიშროების გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდოს,“ […]