რამდენი საშაურმეა საქართველოში? – სტატისტიკა

საქართველოში რეგისტრირებული საშაურმეების 30.9% თბილისშია. ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი “ქუჩის საკვების” – საშაურმის სტატუსით სულ 537 ბიზნესოპერატორია რეგისტრირებული. სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ, BMG-ისთვის მოწოდებული საჯარო ინფორმაციით, საქართველოში რეგისტრირებულია 537 საშაურმე (ბიზნესოპერატორი). მათ შორის: თბილისში – 166, აჭარაში – 53, გურიაში – 27, იმერეთში – 71, კახეთში – 58, მცხეთა-მთიანეთში – 6, რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთში – 6, […]

“ქონების დაზღვევა პოპულარული არ არის”- PSP დაზღვევა

“PSP დაზღვევაში” გასული წლის სამი კვარტალის მონაცემებზე დაყრდნობით ამბობენ, რომ ქონების დაზღვევაზე სექტორის ჯამურად მოზიდული პრემიების მხოლოდ 14-17% მოდის. კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე სოფო ლებანიძის თქმით, ქონების დაზღვევის პოლისები ძირითადად იმ კომპანიებშია კონცენტრირებული, რომლებიც საბანკო სექტორთან აფილირდება და ამიტომ ამ მიმართულებითაც ბაზარზე სამართლიანი კონკურენციის პირობების დადგენა აუცილებელია, რაზეც სადაზღვევო ინდუსტრიის წარმომადგენლებმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის […]

ლაშა ხუციშვილმა და ADB-ს პრეზიდენტმა ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის განვითარების ბანკის (ADB) პრეზიდენტს, მასაცუგუ ასაკავას და ბანკის სხვა ხელმძღვანელ პირებს შეხვდა. შეხვედრას, რომელიც ფილიპინების რესპუბლიკის დედაქალაქ მანილაში, აზიის განვითარების ბანკის სათავო ოფისში გაიმართა, ასევე, დაესწრო ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე. მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის თანამშრომლობის საკითხები და ბანკის მიერ ქვეყანაში დაფინანსებული პროექტების მიმდინარეობა. ყურადღება […]

Wizz Air პილოტებს Airbus Mate Suite და VPT კომბინირებული ტექნოლოგიით მოამზადებს

Wizz Air პირველი ავიაკომპანია გახდა, რომელმაც Mobile Airbus Training experience კომპლექტი (MATe) და Virtual Procedure Trainer (VPT) ტექნოლოგია დანერგა პილოტების მოსამზადებლად. ვირტუალურ რეალობაზე დაფუძნებული ტრენინგის მახასიათებლები საავიაციო ინდუსტრიისა და მედიის წარმომადგენლებს Wizz Air-ის სასწავლო ცენტრში 20 მარტს გააცნეს. Wizz Air-მა თავისი პირველი სასწავლო ცენტრი ბუდაპეშტში 2013 წელს გახსნა, ხოლო წელს მეორე სასწავლო ცენტრი იტალიაში, რომში […]

უკრაინას მხოლოდ ყუმბარები არა, ადამიანები სჭირდება – ეს მობილიზაციას ნიშნავს – ნატო-ს სამხედრო კომიტეტის ხელმძღვანელი

ნატო-ს სამხედრო კომიტეტის ხელმძღვანელი რობ ბაუერი კიევში ჩავიდა და თქვა: ჩემი ვიზიტი – ნატო-ს პირველი სამხედრო დელეგაცია, რომელიც უკრაინას ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ეწვია – იმის დასტურია, რომ ნატო და უკრაინა ისე ახლოს არიან ერთმანეთთან, როგორც არასდროს. ყოველდღიურად უფრო ვუახლოვდებით ერთმანეთს, უფრო თავსებადი ვხდებით. ჩვენ ერთად ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ უკრაინა ჩვენი ალიანსის წევრი გახდეს. შვედეთის […]

ზურაბიშვილმა ამის ხარჯზე შეინარჩუნა თანამდებობა – კობახიძე

დღეს ზუსტად შვიდ საათზე სალომე ზურაბიშვილი ილია თოფურიას ღირსების ორდენს გადასცემს. ამ მოთხოვნით პრემიერმა და პარლამენტის თავმჯდომარემ ზურაბიშვილის დღეს მიმართეს. “დღეს, სალომე ზურაბიშვილი არის საქართველოს პრეზიდენტი. ეს არის მისი ოფიციალური თანამდებობა. მოგეხსენებათ, რომ ოპოზიციის ხმების ხარჯზე მან შეინარჩუნა ეს თანამდებობა კონსტიტუციის დარღვევის მიუხედავად. ამას თავი რომ დავანებოთ, ჩვენ ვიცით, რომ პრეზიდენტი იღებს საბოლოო გადაწყვეტილებას წარდგინების […]

ლანჩხუთის მერის მოადგილეებმა დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებს საჩუქრები გადასცეს

ლანჩხუთის მერის მოადგილეებმა, საკრებულოს თავმჯდომარესთან და ასოციაცია ,,საბას” წარმომადგენელთან ერთად, დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებს ადმინისტრაციულ შენობაში საჩუქრები გადასცეს. – დღეს ადმინისტრაციულ შენობაში დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებს და მათ მშობლებს ვუმასპინძლეთ და მერის სახელით საჩუქრები გადავეცით – აღნიშნა მერის პირველმა მოადგილემ ეკატერინე გუჯაბიძემ.

ბრიუსელში ევროპული საბჭოს 2-დღიანი სამიტი გაიხსნა

ბრიუსელში ევროპული საბჭოს ორდღიანი შეხვედრა გაიხსნა. ორდღიანი სამიტის განმავლობაში, ევროკავშირის ლიდერები განიხილავენ უკრაინის მხარდაჭერას, გაფართოების, უსაფრთხოებისა და თავდაცვის საკითხებს, სიტუაციას ახლო აღმოსავლეთში, საგარეო ურთიერთობებს, მიგრაციას და სოფლის მეურნეობას. სამიტის ფარგლებში სამუშაო სადილი გაიმართება გაეროს გენერალურ მდივან ანტონიო გუტიერეშთან. სამიტზე იმსჯელებენ რუსეთის გაყინული აქტივების უკრაინის დახმარებისკენ მიმართვაზე. კვირის დასაწყისში ევროკომისიამ შესთავაზა გაყინული რუსული აქტივების მოგების 90%-ის […]

მამუკა მდინარაძე – ოპოზიცია ცდილობს დააბულნგოს ცესკოს თანამშრომლები – ცოტა ფრთხილად იყვნენ, არც საინფორმაციო ველზე და არც ისე, არავინ არავის დაუთმობს ვინმეს დაბულინგებას

როდესაც ოპოზიციამ იცის, რომ არჩევნებს აგებს, ერთადერთი, რაც არის დარჩენილი, არჩევნების ლეგიტიმაციის პრობლემებზე საუბარია. შესაბამისად, უნდა დააბულინგონ ცესკო-ს თანამშრომლები, – ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც ცესკო-ს განცხადებას გამოეხმაურა იმის თაობაზე, რომ ცესკო-ს თანამშრომლებზე ფსიქოლოგიური ზეწოლა ხდება. მამუკა მდინარაძე ოპოზიციას აფრთხილებს, რომ “ცოტა ფრთხილად იყოს”. „რაც შეეხება ცესკოსთან დაკავშირებულ საკითხებს, პირდაპირ მტკიცებულებაზე […]

მამუკა მდინარაძე – სალომე ზურაბიშვილთან ეროვნულ თანხმობაზე საუბარი უკვე შეუძლებელია, რიგითი რადიკალი „ნაცი“ გახდა – ილია თოფურიას ღირსების ორდენი ფორმალურად უნდა გადასცეს და თავისი მოვალეობა ამბიციების გარეშე შეასრულოს

რატომ უნდა წავიდეს? – ახლა, მან [სალომე ზურაბიშვილმა ილია თოფურიას ღირსების ორდენი] ფორმალურად უნდა გადასცეს, შეასრულოს თავისი ფორმალური მოვალეობა ამბიციების გარეშე – ფორმალური პასუხისმგებლობის აღებას არ სჭირდება ამხელა ამბიციები და ის, რომ [ილია] თოფურიას საკითხი ასევე, პოლიტიკური მიზნებისთვის გამოვიყენოთ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ, ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც უპასუხა კითხვას მივა თუ არა […]