ზურაბიშვილმა ამის ხარჯზე შეინარჩუნა თანამდებობა – კობახიძე

დღეს ზუსტად შვიდ საათზე სალომე ზურაბიშვილი ილია თოფურიას ღირსების ორდენს გადასცემს. ამ მოთხოვნით პრემიერმა და პარლამენტის თავმჯდომარემ ზურაბიშვილის დღეს მიმართეს.
“დღეს, სალომე ზურაბიშვილი არის საქართველოს პრეზიდენტი. ეს არის მისი ოფიციალური თანამდებობა. მოგეხსენებათ, რომ ოპოზიციის ხმების ხარჯზე მან შეინარჩუნა ეს თანამდებობა კონსტიტუციის დარღვევის მიუხედავად. ამას თავი რომ დავანებოთ, ჩვენ ვიცით, რომ პრეზიდენტი იღებს საბოლოო გადაწყვეტილებას წარდგინების საფუძველზე, იმისთვის, რომ ილია თოფურიას ჩვენ დავუფასოთ სათანადოდ ძალიან დიდი დამსახურება ჩვენი ქვეყნის წინაშე, რაც მან მოიპოვა თავისი შრომით, თავისი პატრიოტიზმით, ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო ამ აქტის განხორციელება და სწორედ ამიტომ მე და პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა მივმართეთ პრეზიდენტს შესაბამისი წარდგინებით”, – განაცხადა კობახიძემ.
ილია თოფურიას დაჯილდოება ათონელის რეზიდენციაში სავარაუდოდ, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების პირველი პირების გარეშე ჩაივლის.
დღეს დილით გაირკვა, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ და პრემიერმა სალომე ზურაბიშვილს მიმართეს, რომ ჩემპიონისთვის ღირსების ორდენი გადაეცა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ