ევროპული საბჭო – ევროკავშირი მოწოდებულია, გაზარდოს თავდაცვის მზადყოფნა და შესაძლებლობები მზარდი საფრთხეების ფონზე

ევროკავშირი მოწოდებულია, გაზარდოს თავდაცვის მზადყოფნა და შესაძლებლობები, რათა შეესაბამებოდეს მის საჭიროებებსა და ამბიციებს მზარდი საფრთხეებისა და უსაფრთხოების გამოწვევების კონტექსტში, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს დასკვნაშია აღნიშნული, რომელიც ორდღიანი სამიტის პირველი დღის დასრულების შემდეგ გამოქვეყნდა. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ევროკავშირი მოწოდებულია შეამციროს სტრატეგიული დამოკიდებულებები და გაზარდოს თავისი შესაძლებლობები. „ევროპული თავდაცვის ტექნოლოგიური და სამრეწველო ბაზა კავშირის მასშტაბით შესაბამისად […]

ქერა, ომბრე და შავგვრემანი: ანჯელინა ჯოლის ყველაზე გამორჩეული ვარცხნილობები – Marao

ქერა, ომბრე და შავგვრემანი: ანჯელინა ჯოლის ყველაზე გამორჩეული ვარცხნილობები – Marao ხშირადაა აღიარებული მსოფლიოს ერთ-ერთი ულამაზეს ქალად, ხოლო მისი პირადი ცხოვრება ფართოდაა გაშუქებული. მას მიღებული აქვს სამი ოქროს გლობუსი, ორი კინომსახიობთა გილდიის ჯილდო და ოსკარი. ჯოლის დებიუტი ბავშვობაში შედგა მამამისთან ერთად, 1982 წლის ფილმში „ველოდები წასვლას“, სამსახიობო კარიერა დაიწყო მოგვიანებით, დაბალბიუჯეტიანი ფილმით „კიბორგი 2“ (1993). […]

დღეს პარლამენტში საგარეო საქმეთა მინისტრს მოუსმენენ

დღეს, პარლამენტში, ინტერპელაციის წესით, საგარეო საქმეთა მინისტრს ილია დარჩიაშვილს მოუსმენენ. დარჩიაშვილი საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების არჩევნებში მონაწილეობის საკითხზე ოპოზიციონერმა დეპუტატებმა დაიბარეს. როგორც ოპოზიცია განმარტავს, საზღვარგარეთ არალეგალურად მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა ძალიან დიდია, მათ კი, ძირითადად, არჩევნებში მონაწილეობის შიში აქვთ, რადგან ფიქრობენ, რომ ეს მათ დეპორტირებას გამოიწვევს. ოპოზიციის ინფორმაციით, ემიგრანტების უმეტესობა ინფორმირებული არ არის, რომ უცხო […]

ევროკავშირი თავის შემადგენლობაში მისაღებად მოლაპარაკებას იწყებს ბოსნია-ჰერცეგოვინასთან

ევროკავშირი ბოსნია-ჰერცეგოვინასთან დაიწყებს მოლაპარაკებას ევროპის კავშირში ამ ქვეყნის მისაღებად. გადაწყვეტილება 21 მარტს, ღამით ბრიუსელში მიიღეს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერებმა. ორდღიანი სამიტის პირველ დღეს მიღებული გადაწყვეტილების შესახებ სოციალურ ქსელ X-ში(ყოფილი ტვიტერი) დაწერა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა. მისი განცხადებით, ბოსნია და პერცეგოვინის ადგილი ევროპულ ოჯახშია და ევროკავშირისკენ მის გზაზე გადამწყვეტი ნაბიჯი გადაიდგა. მიშელის თანახმად, ახლა საჭიროა […]

ევროპული საბჭო – უკრაინას სასწრაფოდ სჭირდება საჰაერო თავდაცვის სისტემები, საბრძოლო მასალა და რაკეტები, ამ კრიტიკულ მომენტში ევროკავშირი დააჩქარებს ყველა საჭირო სამხედრო დახმარების მიწოდებას – რუსეთმა არ უნდა გაიმარჯვოს

რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული აგრესიული ომიდან ორი წლისა და ყირიმისა და სევასტოპოლის უკანონო ანექსიიდან ათი წლის შემდეგ, ევროპული საბჭო კიდევ უფრო მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინის დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. რუსეთმა არ უნდა გაიმარჯვოს, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს დასკვნაშია აღნიშნული, რომელიც საბჭოს ორდღიანი სამიტის პირველი დღის დასრულების შემდეგ გამოქვეყნდა. […]

ევროპული საბჭო – ევროკავშირი გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას

ევროკავშირი აცხადებს, რომ გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას, რათა გაძლიერდეს ქვეყნის მდგრადობა და ქვეყანამ მოაგვაროს ის გამოწვევები, რომლის წინაშეც რუსეთის ქმედებების გამო დგას. „ევროკავშირი გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას მისი მდგრადობის გაძლიერებაში და იმ გამოწვევების მოგვარებაში, რომლის წინაშეც ის დგას საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობის ძირის გამოთხრისკენ მიმართული რუსეთის ქმედებების შედეგად და ასევე უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის შედეგად“, – აღნიშნულია […]

ევროპული საბჭო – ყურადღებას ვაპყრობთ საქართველოს მიმდინარე ძალისხმევას და ქვეყანას პრიორიტეტული რეფორმების კუთხით წინსვლისკენ მოვუწოდებთ

ევროპული საბჭო მიესალმება უკრაინისა და მოლდოვას რესპუბლიკის პროგრესს ევროკავშირის გზაზე აუცილებელი რეფორმების კუთხით წინსვლის საქმეში. ევროპული საბჭო ყურადღებას აპყრობს საქართველოს მიმდინარე ძალისხმევას და ქვეყანას პრიორიტეტული რეფორმების კუთხით წინსვლისკენ მოუწოდებს, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს დასკვნაშია აღნიშნული, რომელიც გუშინ, საბჭოს ორდღიანი სამიტის პირველი დღის დასრულების შემდეგ გამოქვეყნდა. „ევროპულმა საბჭომ შეაფასა გაფართოებისა და შიდა რეფორმებისთვის მზადება და […]

უკრაინა საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან მორიგ ტრანშს, 880 მილიონ დოლარს მიიღებს

საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელმა საბჭომ უკრაინის გაფართოებული დაკრედიტების პროგრამის მესამე მიმოხილვა დაამტკიცა, რაც იმას ნიშნავს, რომ უკრაინა დაახლოებით 880 მილიონი აშშ დოლარის, მიღებას შეძლებს, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. „სსფ-ის აღმასრულებელმა საბჭომ დღეს დაასრულა გაფართოებული დაფინანსების პროგრამის მესამე მიმოხილვა უკრაინისთვის. ეს დაახლოებით 880 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ტრანშის გამოყოფის საშუალებას იძლევა“, – განაცხადა უკრაინაში საერთაშორისო […]

საფრანგეთის ელჩი უკრაინაში ჯარების გაგზავნის შესახებ – არსებობენ ქვეყნები, რომლებიც დაინტერესებულები არიან ამ იდეით

საფრანგეთის ელჩი უკრაინაში ჯარების გაგზავნის შესახებ – არსებობენ ქვეყნები, რომლებიც დაინტერესებულები არიან ამ იდეით უკრაინაში საფრანგეთის ელჩი, გაელ ვეისიერი აცხადებს, რომ არსებობენ ქვეყნები, რომლებიც დაინტერესებულები არიან პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის იდეით, საჭიროების შემთხვევაში უკრაინაში ჯარების გაგზავნასთან დაკავშირებით, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. მათივე ცნობით, ელჩმა გაიხსენა, რომ საფრანგეთის პოზიციის მიხედვით, არ არსებობს წითელი ხაზები და არ […]

ბერძნების მწვრთნელი: საქართველოს განსაკუთრებული ფეხბურთელი ჰყავს და მათზე ყველაფერი ვიცით

ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელი პლეი-ოფის ნახევარფინალში საბერძნეთის ნაკრებმა საკუთარ მოედანზე ყაზახეთი 5:0 გაანადგურა და 26 მარტს, ფინალში, თბილისში საქართველოს ეროვნულ გუნდს შეხვდება, რომელმაც ლუქსემბურგს 2:0 მოუგო. ნამატჩევს კომენტარი ბერძნების მწვრთნელმა გუსტავო პოიეტმა გააკეთა: “ვცდილობდით ჩვენი ფეხბურთელები შეხვედრის ძლიერად დაწყებაში დაგვერწმუნებინა. მახსოვს, მსგავსი დაპირისპირება ლიეტუვასთან გვქონდა, ფინალი იყო, მაგრამ ვერ გავიტანეთ. პირველი გოლი ყველაფერს წყვეტს. დღეს სწრაფი […]