პაატა მანჯგალაძე – როგორც ჩანს, მაკა ბოჭორიშვილს ჩაეძინა და ახლა იმართლებს თავს იმით, რომ რეზოლუციის ინიცირების საკითხს გიორგი ვაშაძემ ხელი არ მოუწერა – ჩვენთვის რომ ეთქვათ, არათუ 10 ხელმოწერას, არამედ 30-ს შევუგროვებდით

როგორც ჩანს, მაკა ბოჭორიშვილს ჩაეძინა და ახლა იმართლებს თავს იმით, რომ გიორგი ვაშაძემ ხელი არ მოუწერა, – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” დეპუტატმა, პაატა მანჯგალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ბრიუსელში, „ევრონესტის“ ასამბლეაზე საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროპულ პერსპექტივასთან დაკავშირებით შემუშავებული რეზოლუციის დაინიცირების ჩავარდნას. მანჯგალაძის თქმით, მათი დელეგაციისთვის რომ ეთქვათ, სიამოვნებით დააორგანიზებდნენ პროცედურას და არათუ 10 […]
ირაკლი ნადარეიშვილი – ხელოვნურ ინტელექტზე მომუშავე ლაბორატორია ეკონომიკის სხვადასხვა სექტორებში მის პრაქტიკულ გამოყენებაზე იქნება ორიენტირებული

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილმა მონაწილეობა მიიღო ღონისძიებაში „ეთიკური ხელოვნური ინტელექტის სამართლებრივი სტანდარტები საჯარო სექტორში“, რომელიც USAID-ის (აშშ – ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო) ეკონომიკური მმართველობის პროგრამის ორგანიზებით გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, თავის გამოსვლაში, მინისტრის მოადგილემ ისაუბრა ხელოვნური ინტელექტის როლზე ქვეყნის კონკურენტუნარიანობის ზრდაში და სწრაფ […]
უკრაინა აცხადებს, რომ რუსეთმა იერიში მიიტანა „დნეპროჰესზე“

უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ რუსეთის დღევანდელი მასირებული სარაკეტო შეტევა მიმართული იყო უკრაინის ენერგოსისტემის წინააღმდეგ. ზაპოროჟიეს საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, დარტყმის ერთ-ერთი სამიზნე იყო ჰიდროელექტროსადგური „დნეპროჰესი“. ზაპოროჟიეში მდებარე უდიდეს ჰესზე შეტევა დაადასტურა ენერგოკომპანია „უკრჰიდროენერგომ“. მან რუსეთი დაადანაშაულა კახოვკის შემდეგ, ახალი ეკოლოგიური კატასტროფის გამოწვევის მცდელობაში. კომპანიის ცნობით, საოკუპაციო ძალებმა იერიში მიიტანეს „დნეპროჰესის“ კაშხალსა და ჰიდრონაგებობებზე. ენერგოკომპანიის თანახმად, სადგურზე […]
“დავბრუნდები თუ არა “ბარსელონაში”? – ლუის ენრიკემ სამომავლო გეგმებზე ისაუბრა

“პარი სენ ჟერმენის” მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ L’equipe-თან ინტერვიუში სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, უახლოეს პერიოდში პარიზული კლუბის დატოვებას არ გეგმავს. “დავბრუნდები თუ არა “ბარსელონაში”? იქ შესანიშნავი პერიოდი გავატარე და ეს კლუბი ძალიან მიყვარს, თუმცა “პარი სენ ჟერმენთან” კონტრაქტი მაკავშირებს და პროექტი, რომელიც ხელაიფთან ერთად შევიმუშავე, აუცილებლად უნდა განვახორციელო”, – განაცხადა ენრიკემ. შეგახსენებთ, ჩემპიონთა […]
ევროპული საბჭო: საქართველოს პრიორიტეტული რეფორმების შესრულების კუთხით წინსვლისკენ მოვუწოდებთ

ევროპულ საბჭომ, ორდღიანი სამიტის დასრულების შემდეგ დასკვნას აქვეყნებს, რომელშიც ქვეყანას პრიორიტეტული რეფორმების შესრულებისაკენ მოუწოდებს. ევროპული საბჭო მხედველობაში იღებს საქართველოს ძალისხმევას და მოუწოდებს ქვეყანას წინ წაიწიოს პრიორიტეტული მუხლების შესრულების თვალსაზრისით”, – აღნიშნულია ევროპული საბჭოს დასკვნაში. დოკუმენტში ასევე წერია, რომ ევროპულმა საბჭომ შეაფასა გაფართოებისა და შიდა რეფორმებისთვის მზადება და ხაზი გაუსვა, რომ მუშობა ორმხრივად, პარალელურ რეჟიმში უნდა […]
თბილისსა და რეგიონებში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 11 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თბილისის, აჭარის, კახეთისა და გურიაში ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 11 პირი დააკავეს. დაკავებულებს შორის არიან, როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები. შსს-ის ინფორმაციით, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის და გასაღების მომზადების, მარიხუანას უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების, გასაღების მცდელობის, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის […]
ლილოს ნაგავსაყრელზე ნაჟური წყლების გამწმენდი ნაგებობის მოწყობა, სავარაუდოდ, 6 255 000 ევრო დაჯდება

დიდი ლილოს პოლიგონზე ნაჟური წყლების გამწმენდი ნაგებობის მოწყობა, სავარაუდოდ, 6 255 000 ევრო დაჯდება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიაში განუცხადეს, შესაბამისი სამუშაოების ტენდერი მიმდინარე წლის მეორე კვარტალში გამოცხადდება. ამასთან, პოლიგონზე გაზშემკრები სისტემის მოწყობაცაა დაგეგმილი, რომლის კონცეპტუალური დიზაინის საბოლოო ვერსიაზეც მუშაობა მიმდინარეობს. თბილისის მერიის ინფორმაციით, ასევე, დაგეგმილია ნაგავსაყრელზე მასალების აღმდგენი ობიექტისა და მექანიკურ-ბიოლოგიური დამუშავების საწარმოს მშენებლობა, პროექტის […]
ორხევში მიუსაფარი ძაღლების თავშესაფრის ასაშენებლად, CBD Development-ი თბილისის მერიისგან ნებართვას ელოდება

მინიმუმ, 150 მიუსაფარ ძაღლზე გათვლილი თავშესაფრის ასაშენებლად, შპს CBD Development-ი თბილისის მერიისგან ნებართვის მიღების ეტაპზეა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიაში განუცხადეს. რაც შეეხება მშენებლობის ვადებს, მერიის ინფორმაციით, მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც კომპანია ნებართვას მიიღებს. ცნობისთვის, თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოსა და შპს CBD Development-ს შორის ხელშეკრულება გაფორმდა. ხელშეკრულების მიხედვით, სავაჭრო ცენტრ „ისთ ფოინთის“ მიმდებარე […]
ევროკავშირის ლიდერები ღაზაში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტას ითხოვენ

ევროპული საბჭო ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის დაუყოვნებლივ შეწყვეტას ითხოვს. „ევროპულმა საბჭომ ახლო აღმოსავლეთში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები განიხილა. ის შეძრწუნებულია მშვიდობიან მოსახლეობაში უპრეცედენტო მსხვერპლით და დაუყოვნებელი ჰუმანიტარული პაუზისკენ მოუწოდებს, რაც გამოიწვევს მდგრადი ცეცხლის შეწყვეტას, ყველა მძევლის უპირობო გათავისუფლებას და ჰუმანიტარული დახმარების უზრუნველყოფას, – აღნიშნულია საბჭოს განცხადებაში, რომელიც ორდღიანი სამიტის პირველი დღის დასრულების შემდეგ გამოქვეყნდა. დოკუმენტში […]
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკოდანაშაულისთვის 11 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, თბილისის, აჭარის, კახეთისა და გურიის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 11 პირი დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, დაკავებულებს შორის არიან, როგორც საქართველოს, ასევე, უცხო ქვეყნის მოქალაქეები. „დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის და […]