რა უნდა გავითვალისწინოთ, ავტომობილის დაზღვევისას – იურისტ გვანცა ჟორჟოლიანის რეკომენდაციები

რა უნდა გავითვალისწინოთ, ავტომობილის დაზღვევისას, კომპანიის შერჩევისა და ხელშეკრულების დადების პროცესში. ამის შესახებ რადიო „კომერსანტის“ ეთერში, იურისტმა და სამოქალაქო უფლებების სპეციალისტმა გვანცა ჟორჟოლიანმა ისაუბრა. „სადაზღვევო სისტემა და სადაზღვევო ხელშეკრულება ერთ-ერთი ყველაზე კომპლექსური ხელშეკრულებებია იმ ხელშეკრულებებს შორის, რომელსაც ადამიანი ყოველდღიურად ეხება. პირველი, რაც უნდა გაითვალისწინონ, არის ის, რომ ნახოს სადაზღვევო პრემიის ოდენობა. (პრემიის ოდენობა – სადაზღვევო […]

პაპუაშვილი: ევროკავშირს მოლაპარაკებების გახსნაში ხელს არაფერი უშლის – საქართველო იჩაგრება

ევროკომისია თავის შეფასებას შემოდგომაზე გააკეთებს. მე კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, ამ 9 ნაბიჯის გარეშეც, საქართველო არის ბოსნიასთან, უკრაინასთან და მოლდოვასთან შედარებით, ლიდერი ყველაფერში. არაფერი უშლის ხელს ევროკავშირს, რომ დღესვე დაიწყოს საქართველოსთან მოლაპარაკებები. სინამდვილეში, მოლაპარაკებები უნდა გახსნილიყო გუშინ, ანუ დეკემბერში, როდესაც მოლდოვასთან და უკრაინასთან გაიხსნა ეს მოლაპარაკებები. დეკემბერშიც დაიჩაგრა საქართველო, ახლაც იჩაგრება საქართველო. ამას ხომ ხედავს […]

ევროპული საბჭო: საქართველოს პრიორიტეტული რეფორმების მიმართულებით წინსვლისკენ მოვუწოდებთ

ევროპული საბჭოს სამიტის პირველი დღის შემდეგ ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს. აღნიშნულ დოკუმენტში საუბარია უკრაინაში მიმდინარე ომზე, ბლოკის უსაფრთხოებასა და გაფართოების პროცესზე. ევროკავშირის გაფართოების ნაწილში საუბარია უკრაინისა და მოლდოვის პროგრესზე ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. ამავდროულად, ევროპული საბჭო საქართველოს პრიორიტეტული რეფორმების მიმართულებით წინსვლისკენ მოუწოდებს. “ევროპული საბჭო მიესალმება უკრაინისა და მოლდოვის პროგრესს ევროკავშირის გზაზე საჭირო რეფორმების გატარებაში. […]

მოლდოვის პარლამენტმა ევროინტეგრაციის შესახებ დეკლარაციას დაუჭირა მხარი

მოლდოვის პარლამენტმა ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ დეკლარაციას მოწინააღმდეგე ხმების გარეშე, 54 ხმით დაუჭირა მხარი. პარლამენტის მიერ მიღებულ დეკლარაციაში, ევროინტეგრაცია “მოლდოვის უმაღლესი პრიორიტეტის მქონე ეროვნულ პროექტად” არის მოხსენიებული. “მხოლოდ ევროპაში შესვლას შეუძლია ქვეყნის, როგორც სუვერენული, ნეიტრალური და სრულფასოვანი დემოკრატიული სახელმწიფოს, მომავლის უზრუნველყოფა”. – წერია დეკლარაციაში. კომუნისტებისა და სოციალისტების პრორუსულმა ოპოზიციურმა ბლოკმა ხმის მიცემაში მონაწილეობა არ მიიღო და […]

გაუმართავ მანქანაზე ტექდათვალიერების დადებითი დასკვნა გასცა – პასუხისგებაში მიეცა ორი პირი

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ბრალდებულმა კომერციული სარგებლის მიღების მიზნით, ტექსნიკურად გაუმართავ ავტომანქანაზე ინსპექტირების დადებითად გავლის ანგარიში გასცა. უწყების ცნობით, კომერციული მოსყიდვისა და ყალბი დოკუმენტის დამხადება-გასაღების ფაქტზე ორი პირი პასუხისგებაში მიეცა. “გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, რომელთაგან ერთ-ერთი მუშაობდა ქ. თბილისში მდებარე ტექნიკური ინსპექტირების ცენტრში ინსპექტორის თანამდებობაზე და ევალებოდა ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების შესაბამისად ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტესტირების […]

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ხელოვნური ინტელექტის რეგულირებაზე ისტორიაში პირველი რეზოლუცია მიიღო

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 21 მარტს მიიღო ისტორიაში პირველი რეზოლუცია ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიების განვითარებისა და გამოყენების გლობალური რეგულირების შესახებ. ამ დოკუმენტში საუბარია ხელოვნური ინტელექტის რეგულირების ერთიანი საერთაშორისო სისტემის შექმნის აუცილებლობაზე. გენერალურმა ასამბლეამ რეზოლუცია ერთხმად მიიღო. „რატომ უნდა იყოს ხელოვნური ინტელექტით დაკავებული ეს ორგანიზაცია, რომელსაც ამდენი ეგზისტენციალური საკითხის განხილვა უწევს? პასუხი მარტივია – ვინაიდან ხელოვნური ინტელექტი ეგზისტენციალურია […]

თურქეთის ცენტრალურმა ბანკმა საპროცენტო განაკვეთი 50%-მდე გაზარდა

tcmb-ის ინფორმაციით, თურქეთის ცენტრალურმა ბანკმა ძირითადი საპროცენტო განაკვეთი 45%-დან 50%-მდე გაზარდა. ამ გზით ფინანსური ინსტიტუტი ქვეყანაში მზარდ ინფლაციასთან გამკლავებას ცდილობს. აღსანიშნავია, რომ თებერვალში თურქეთში სამომხმარებლო ფასების წლიური ინფლაცია 67%-მდე გაიზარდა. ცნობისთვის, თებერვალში თურქეთის ცენტრალური ბანკის პირველი პრეზიდენტი ქალი, ჰაფიზე გაიე დაკავებული თანამდებობიდან გადადგა. თანამდებობის დატოვების მიზეზად კი სწორედ გაზრდილი ინფლაცია და გატარებულ ზომათა არაეფექტიანობა მიაჩნიათ. […]

22 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი ხელსაყრელი დღეა საქმიან ადამიანებთან შესახვედრად და ახალი პროექტების დასაწყებად. თქვენი საქმიანი უნარები და პიროვნული მომხიბვლელობა საჭირო კავშირების დამყარებაში დაგეხმარებათ. არსებობს ძველი კონფლიქტის განახლების შესაძლებლობა, ამიტომ ეცადეთ, სიმშვიდე და ტაქტი გამოიჩინოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ემოციებს არ აჰყვეთ და საჭირო არგუმენტები მშვიდად იპოვოთ. კურო ნაყოფიერი დღეა. სავარაუდოდ, მოსაწყენი, მაგრამ მნიშვნელოვანი საქმეების კეთება მოგიწევთ. სამაგიეროდ, თქვენი შრომისმოყვარეობა […]

ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩადის

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი დღეს ისრაელში ჩადის, სადაც ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს და ისრაელის ომის კაბინეტის წევრებს შეხვდება, – ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. ბლინკენის ვიზიტი ემთხვევა დოჰაში მოლაპარაკებების განახლებას, რომელიც მიზნად ისახავს „ჰამასის“ მიერ დაკავებული მძევლების გათავისუფლებასთან დაკავშირებულ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევას. ბლინკენის ისრაელში ჩასვლა, ასევე, ემთხვევა გაერო-ში აშშ-ის მიერ უშიშროების საბჭოსთვის წარდგენილ რეზოლუციის […]

ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულია 11 პირი — შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სამართალდამცავებმა თბილისში, აჭარასა და გურიაში ბოლო პერიოდში ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 11 პირი დააკავეს. დაკავებულებს შორის არიან, როგორც საქართველოს, ასევე, უცხო ქვეყნის მოქალაქეები. დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის და გასაღების მომზადების, მარიხუანას უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების, გასაღების მცდელობის, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის […]