90 წლის ისრაელელ-არგენტინელმა ბებიამ მესის ხსენებით ჰამასის ტერორისტებისგან თავი დაიხსნა

7 ოქტომბერს ისრაელზე ჰამასის თავდასხმის დროს ნირ ოზის კიბუცში მცხოვრებმა 90 წლის ესთერ კუნიომ ცნობილი არგენტინელი ფეხბურთელის, ლიონელ მესის ხსენებით მის სახლში შეჭრილი ტერორისტებისგან დაიხსნა თავი. ამის შესახებ კუნიომ ისაუბრა დოკუმენტურ ფილმში, Voces Del 7 De Octubre – Latino Stories of Survival. ისრაელელ-არგენტინელი კუნიოს თქმით, ორი შეიარაღებული კაცი მისი ოჯახის წევრების ადგილსამყოფელზე ეკითხებოდა, მან კი […]
რა ხდება მეტროში და რომელი სადგურები ჩერდება? – დეტალები

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ცნობით, მეტროს პირველ ხაზზე მგზავრთა მომსახურება დროებით შეჩერდება. უწყების ცნობით, მიზეზი ტექნიკური ხარვეზია. საბურთალოს ხაზზე მოძრაობა ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება. უცნობია, რამდენ ხანში აღდგება მოძრაობა. თბილისის მეტროს პირველ ხაზზე, ტექნიკური ხარვეზის გამო, მეტროსადგურ “ახმეტელიდან” მეტროსადგურ “გურამიშვილამდე” მცირე ხნით შეწყდება მგზავრთა მომსახურება. მატარებლები იმოძრავებენ მეტროსადგურ “გურამიშვილიდან” მეტროსადგურ “ვარკეთილამდე” და პირიქით”, – წერია განცხადებაში.
ირაკლი ბაიდაშვილი: ინვესტორთა საბჭოზე საშუალება გვაქვს, საკითხები პირდაპირ პრემიერთან დავსვათ

ამერიკის სავაჭრო პალატის პრეზიდენტი, ირაკლი ბაიდაშვილი ამბობს, რომ ინვესტორთა საბჭო ერთ-ერთი ქმედითი პლატფორმაა, სადაც ბიზნესს პრემიერთან და მთავრობის სხვა წევრებთან საკითხების განხილვის შესაძლებლობა ეძლევა. „ინვესტორთა საბჭო გახლავთ ერთ-ერთი ძალიან საინტერესო და ქმედითი პლატფორმა. განსაკუთრებით ბიზნეს საზოგადოებისათვის, რამდენადაც ჩვენ გარკვეული პერიოდულობით გვაქვს იმის საშუალება, რომ საკითხები პირდაპირ დავსვათ პრემიერ-მინისტრთან, ვიცე-პრემიერთან და დარგობრივ მინისტრებთან, განვიხილოთ და გადაწყვეტილებები […]
“შეუძლია თუ არა ამ გუნდს საბერძნეთის დამარცხება?” – რას წერს მერაბ მეტრეველი

ქართველი ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი ერთა ლიგის ნახევარფინალში საქართველოსა და ლუქსემბურგის მატჩს გამოეხმაურა. “ახლა მთავარი კითხვაა: შეუძლია თუ არა ამ გუნდს საბერძნეთის დამარცხება? ამ კითხვაზე პასუხი მარტივი არაა, რადგან გუშინდელმა თამაშმა ტკბილ-მწარე შეგრძნება დაგვიტოვა. რომ არა VAR-ის ჩარევა, ვინ იცის, თამაში როგორ გაგრძელდებოდა? თუმცა ისიც სათქმელია, რომ საერთო ჯამში, ჩვენ უკეთ ვითამაშეთ და უფრო მეტი მომენტიც […]
ცნობილია, როდის დაიწყება საქართველო-საბერძნეთის ბილეთების გაყიდვა და რა ეღირება

შეხვედრა ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენაზე გაიმართება. მატჩზე დასასწრები ბილეთები ონლაინ რეჟიმში, TKT.GE-ზე გაიყიდება. ბილეთების რეალიზაცია 23 მარტს, 12:00 საათზე დაიწყება. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ თითოეულ მომხმარებელს მაქსიმუმ ოთხი ბილეთის შეძენა შეეძლება. ბილეთების შეძენისას, თითოეული ბილეთისთვის უნდა მიუთითოთ შემდეგი ინფორმაცია – ბილეთის მფლობელის სახელი, გვარი, პირადი ნომერი, ტელეფონის ნომერი და ელექტრონული ფოსტა (არასრულწლოვანის შემთხვევაში – მშობლის […]
კულტურასა და სპორტში მოღვაწე პირებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის გრანტები გაიცემა

კულტურისა და სპორტის სამინისტრო საქველმოქმედო ფონდ ქართუსთან თანამშრომლობით, კულტურისა და სპორტის სფეროებში მოღვაწე ადამიანებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის გრანტებს გასცემს. ამის შესახებ 18 მარტით დათარიღებულ მთავრობის განკარგულებაში წერია, რომელსაც ხელს პრემიერმინისტრი, ირაკლი კობახიძე აწერს. დოკუმენტის მიხედვით, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და საქველმოქმედო ფონდ ქართუს შორის საგრანტო ხელშეკრულებები გაფორმდა. მთავრობის განკარგულებით, სამინისტროს თანხმობა მიეცა, რომ შესაბამისი […]
რუსეთმა უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტს პირველად უწოდა ომი

კრემლის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა რუსულ მედიასთან ინტერვიუში უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტს პირველად უწოდა ომი. მანამდე, რუსეთი უკრაინაში სრულმასშტაბიან შეჭრას “სპეციალურ სამხედრო ოპერაციად” მოიხსენიებდა. პესკოვმა აღნიშნა, რომ სპეციალური სამხედრო ოპერაცია მას შემდეგ გახდა ომი, რაც მასში დასავლეთი ჩაერია უკრაინის დასახმარებლად. “ჩვენ ვიმყოფებით ომის მდგომარეობაში. დიახ, ეს დაიწყო როგორც სპეციალური სამხედრო ოპერაცია, მაგრამ როგორც კი კოლექტიური დასავლეთი მონაწილე […]
ატალი: რუსეთი დემოკრატიის და კანონის უზენაესობის არჩევის გამო სომხეთის დასჯას ცდილობს

საფრანგეთის პრემიერმინისტრმა გაბრიელ ატალმა თქვა, რომ რუსეთი დემოკრატიის და კანონის უზენაესობის ღირებულებების არჩევის გამო სომხეთის დასჯას ცდილობს. მისი თქმით, სომხეთი ბოლო თვეების მანძილზე სტრატეგიულ პარტნიორებს დასავლეთში ეძებს და ამის გამო რუსეთი სომხეთის დასჯას გეგმავს. “რუსეთს სომხეთის დასჯა სურს, რადგან სომხეთმა აირჩია დაუსჯელობის წინააღმდეგ ბრძოლის გზა და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს შეუერთდა” – თქვა გაბრიელ ატალმა. […]
თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მგზავრთა მომსახურება დროებით შეჩერდება

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის განცხადებით, თბილისის მეტროს პირველ ხაზზე, ტექნიკური ხარვეზის გამო, მეტროსადგურ ახმეტელიდან მეტროსადგურ გურამიშვილამდე მცირე ხნით შეწყდება მგზავრთა მომსახურება. მატარებლები იმოძრავებენ მეტროსადგურ გურამიშვილიდან მეტროსადგურ ვარკეთილამდე და პირიქით. “რაც შეეხება საბურთალოს ხაზს, ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება მგზავრთა მომსახურება. თბილისის სატრანსპორტო კომპანია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო”.- წერია განცხადებაში.
დარიალის ხეობაში არსებული საავტომობილო გზა უმძიმეს მდგომარეობაშია – კახა კალაძე

დარიალის ხეობაში არსებული საავტომობილო გზა უმძიმეს მდგომარეობაშია და გადაადგილების სხვა ალტერნატივაა საჭირო, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ სტეფანწმინდა-გველეთის საავტომობილო გზის 4.5 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობასთან დაკავშირებულ შეკითხვას უპასუხა. მისი თქმით, ახალი გზა მოემსახურება როგორც ქვეყნის მოქალაქეებს, ისე საქართველოში ჩამოსულ სტუმრებს. „თქვენ აღნიშნულ გზას რუსეთისკენ მიმავალ გზად ფუთავთ? ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ გაქვთ მონაცემები, ყაზბეგისკენ […]