მედიკამენტების იმპორტთან დაკავშირებული რეგულაციებისთვის გარდამავალი პერიოდი დაწესდა

მიხეილ სარჯველაძე ფარმაცევტული სექტორისა და ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლებს შეხვდა ჯანდაცვის მინისტრი, მიხეილ სარჯველაძე, მინისტრის პირველ მოადგილე თამარ გაბუნიასთან ერთად, ფარმაცევტული სექტორისა და ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლებს შეხვდა. სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მხარეებმა ის ცვლილებები განიხილეს, რომლებიც ქვეყანაში, მედიკამენტებისა და მათი დამზადებისთვის საჭირო ინგრედიენტების იმპორტირებისას, შესაბამისი მარეგულირებლის მიერ გაცემული დოკუმენტაციის წარმოდგენის ვალდებულებას აწესებს. ცვლილების ამოქმედება 1-ელი აპრილიდან […]
პესკოვი: ჩვენ ომის მდგომარეობაში ვართ

კრემლში, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ ომს ყოველთვის „სპეციალურ სამხედრო ოპერაციად“ მოიხსენიებს, განაცხადეს, რომ უკვე ომში არიან. რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა გამოცემა „არგუმენტი ი ფაქტის“ დღეს, 22 მარტს უთხრა, რომ უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ რუსეთისთვის „ომი გახდა“ მას შემდეგ, რაც უკრაინის მხარდასაჭერად მის მონაწილედ იქცა „კოლექტიური დასავლეთი“. „ჩვენ ომის მდგომარეობაში ვართ. დიახ, ეს იწყებოდა როგორც სპეციალური […]
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, სახალისო აქტივობები მოეწყო
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, სახალისო აქტივობები მოეწყო ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, სახალისო აქტივობები მოეწყო და მეთოჯინეების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით სპექტაკლის “ზევით ყვავილებთან მინდა” ჩვენება გაიმართა, სპექტაკლს, დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებიც ესწრებოდნენ. გასართობ – შემეცნებითი აქტივობები დაუნის სინდრომის მქონე ბავშვების ჩართულობით გაიმართა. ბავშვებმა, მუნიციპალიტეტის თანამშრომლებთან და ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრის ახალგაზრდებთან […]
დიმიტრი პესკოვი – რუსეთისთვის სპეცოპერაცია ომად იქცა

მას შემდეგ, რაც დასავლეთი უკრაინაში კონფლიქტის მონაწილე გახდა, სპეცოპერაცია ომად იქცა, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა რუსულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა. „ჩვენ საომარ მდგომარეობაში ვართ, დიახ, ეს დაიწყო როგორც სპეციალური სამხედრო ოპერაცია, მაგრამ როგორც კი იქ ჩამოყალიბდა ეს ჯგუფი, როდესაც კოლექტიური დასავლეთი გახდა ამის მონაწილე უკრაინის მხარეს, ჩვენთვის ეს უკვე ომად იქცა. მე […]
პარლამენტის სხდომაზე, გიორგი ვაშაძეს უმრავლესობის დეპუტატები სიტყვიერად დაუპირისპირდნენ და მას „მოღალატე“, „ნაძირალა“ და „არაკაცი“ უწოდეს

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერ გიორგი ვაშაძეს უმრავლესობის დეპუტატები სიტყვიერად დაუპირისპირდნენ და მას „მოღალატე“, „ნაძირალა“ და „არაკაცი“ უწოდეს. ვაშაძის წინააღმდეგ რეპლიკებით ყველაზე მეტად „ხალხის ძალის“ დეპუტატები აქტიურობდნენ. საარჩევნოდ უცხოეთში მყოფი ემიგრანტების საკონსულო აღრიცხვაზე აყვანის თემაზე პარლამენტში მოწვეული საგარეო საქმეთა მინისტრის მოსმენის დროს, გიორგი ვაშაძემ ქართველი ემიგრანტების პრობლემებზე ისაუბრა. როგორც მან განაცხადა, მისი […]
მიხეილ ყაველაშვილი გიორგი ვაშაძეს – უნდა გაგხიოს ცემით კაცმა, არაკაცო!

არ მოგცემ საშუალებას საზოგადოებას ასე დავარცხნილად ესაუბრო- მეგის ქარდავას თანაპარტიელი ხარ! – ასე მიმართა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, თინა ბოკუჩავას უმრავლესობის დეპუტატმა, მიხეილ ყაველაშვილმა პარლამენტის სხდომაზე, სადაც ინტერპელაციის ფორმატში საგარეო საქმეთა მინისტრს უსმენენ. ემიგრაციის პრობლემებზე საუბრის დროს, ბოკუჩავას ყაველაშვილმა ადგილიდან რამდენჯერმე მიმართა, რომ მისი პარტიის კისერზეა სანდრო გირგვლიანის და რობაქიძის საქმეები. ყაველაშვილი სიტყვიერად დაუპირისპირდა „სტრატეგია […]
თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობა აღდგა

თბილისის მეტროს პირველ ხაზზე, სადაც ტექნიკური ხარვეზის გამო, მგზავრთა მომსახურება დროებით შეჩერებული იყო, მოძრაობა აღდგენილია. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის სატრანსპორტო კომპანიიდან აცნობეს. ცნობისთვის, თბილისის მეტროს პირველ ხაზზე, მეტროსადგურ „ახმეტელიდან“ მეტროსადგურ „გურამიშვილამდე“ მგზავრთა მომსახურება მცირე ხნით იყო შეწყვეტილი.
თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მგზავრთა მომსახურება დროებით შეჩერდება

თბილისის მეტროს პირველ ხაზზე, ტექნიკური ხარვეზის გამო, მეტროსადგურ „ახმეტელიდან“ მეტროსადგურ „გურამიშვილამდე“ მგზავრთა მომსახურება მცირე ხნით შეწყდება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. „მატარებლები იმოძრავებენ მეტროსადგურ „გურამიშვილიდან“ მეტროსადგურ „ვარკეთილამდე“ და პირიქით. რაც შეეხება საბურთალოს ხაზს, ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება მგზავრთა მომსახურება. თბილისის სატრანსპორტო კომპანია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო!“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
სარკინიგზო და საზღვაო გადაზიდვები შემცირდა, საჰაერო კი გაიზარდა – PMC

2023 წელს საქართველოში ტვირთების სარკინიგზო და საზღვაო გადაზიდვები შემცირდა, საჰაერო გადაზიდვები კი გაიზარდა. ამის შესახებ PMC კვლევითი ცენტრის მიერ ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორზე მომზადებულ პუბლიკაციაშია აღნიშნული. „ინფრასტრუქტურისა და საკომუნიკაციო ქსელების გაუმჯობესების გზით, საქართველოს შეუძლია განიმტკიცოს ევროპასა და აზიას შორის მთავარი სატრანზიტო ჰაბის პოზიცია“,- აღნიშნულია PMC-ს პუბლიკაციაში. სარკინიგზო ტრანსპორტი 2023 წელს საქართველოში სარკინიგზო გადაზიდვების მოცულობამ წლიურად […]
შეიქმნა ხელოვნური ინტელექტი, რომელიც ძუძუს კიბოს 5-წლიან პროგნოზს აკეთებს

გამოჩნდა ახალი ხელოვნური ინტელექტი სახელწოდებით AsymMirai, რომელსაც, მამოგრაფიის მონაცემების საფუძველზე, შეუძლია ძუძუს კიბოს 5-წლიანი რისკის განსაზღვრა. ამ ინოვაციურმა მოდელმა შესაძლოა, ძუძუს კიბოს სკრინინგსა და დიაგნოსტიკაში რევოლუცია მოახდინოს. ჟურნალ Radiology-ში გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, ძუძუს კიბო ჯანდაცვის სერიოზულ პრობლემად რჩება, რომელიც მსოფლიოში მილიონობით ქალს აწუხებს მანამდე, მსგავსმა პროგრამა Mirai-მ საკმაოდ კარგი შედეგები აჩვენა, თუმცა სპეციალისტებს გარკვეული შიშები […]