საპარლამენტო უმრავლესობას ახალი წევრი ჰყავს

საპარლამენტო უმრავლესობას ახალი წევრი ჰყავს. პარლამენტმა, 89 ხმით იმედა ნიკურაძის სადეპუტატო უფლებამოსილება ცნო, რომელიც პარლამენტის ყოფილი წევრის, მიხეილ სარჯველაძის ადგილმონაცვლეა. სარჯველაძე ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე დაინიშნა, რითაც მან პარლამენტის წევრობასთან შეუთავსებელი თანამდებობა დაიკავა.
მეტრო „ახმეტელიდან“ მეტრო „გურამიშვილამდე“ მგზავრთა მომსახურება მცირე ხნით შეწყდება

თბილისის მეტროს პირველ ხაზზე, ტექნიკური ხარვეზის გამო, მეტროსადგურ „ახმეტელიდან“ მეტროსადგურ „გურამიშვილამდე“ მცირე ხნით შეწყდება მგზავრთა მომსახურება – ინფორმაციას ამის შესახებ თბილისის სატრანსპორტო კომპანია ავრცელებს. კომპანიის განცხადებით, მატარებლები იმოძრავებენ მეტროსადგურ „გურამიშვილიდან“ მეტროსადგურ „ვარკეთილამდე“ და პირიქით. რაც შეეხება საბურთალოს ხაზს, ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება მგზავრთა მომსახურება.
„მინდა, რომ ჩემი საწვიმრები ლონდონში შევიტანო და იქ დავაფუძნო, რადგან წვიმის ქალაქია“ – როგორია Rainbow Design-ის საწვიმრებზე მოთხოვნა

Rainbow design ქართულ ბაზარზე შვიდი წლის წინ გამოჩნდა, ბრენდი ხელნაკეთი დეტალებით და ზურგზე ქართველი მხატვრების ნახატებით გაფორმებულ გამჭვირვალე საწვიმრებს ქმნის. იდეა მარიამ ჩიღუნაძეს ეკუთვნის, რომელმაც პირველი საწვიმარი თავისთვის შექმნა და მასიურ წარმოებაზე იმ პერიოდისთვის არ უფიქრია. როგორც „კომერსანტთან“ საუბრისას მარიამ ჩიღუნაძე აღნიშნავს, მისი საწვიმრები არა მხოლოდ საქართველოში, არამედ სხვა ქვეყნებშიც დიდი პოპულარობით სარგებლობს. „Rainbow-ზე მუშაობა […]
როგორ ებრძვის ევროკავშირი ოცნებას და რა აიძულა EU-ს საქართველომ? – EU-ს “ბინძურ გეგმაზე” კალაძე

“ქართული ოცნების” გენერალური მდივანი EU-ს გადაწყვეტილებას, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი 9 დათქმის შესრულების შემდეგ მიენიჭოს, პოლიტიკურს უწოდებს და ამტკიცებს, რომ ევროკავშირს საქართველოში არეულობის მოწყობა სურდა და მათ მიზანს ხალხის ხელისუფლებასთან დაპირისპირება წარმოადგენდა, თუმცა, მათ ეს “ბინური გეგმა” ჩაუვარდათ. ეს იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება და ამას თავისი მიზეზი ჰქონდა. მთავარი მიზეზი იყო ქვეყანაში არეულობის მოწყობა, დესტაბილიზაცია, რომ […]
ბაჩალიაშვილისა და გრიგორიადისის მამებს აქციაზე, სავარაუდოდ, უთვალთვალებდნენ – ადამიანის უფლებათა ცენტრი:

„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ შეკრებებისა და მანიფესტაციების მონაწილეთა მიმართ სავარაუდოდ განხორციელებულ ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით მონიტორინგის ანგარიშს აქვეყნებს. არასამთავრობო ორგანიზაციის ინფორმაციით, როგორც ბაჩალიაშვილის, ისე გრიგორიადისის მამებმა მათ დაუდასტურეს, რომ ორი პირი უთვალთვალებდათ. ჯუმბერ ბაჩალიაშვილმა და ბექა გრიგორიადისმა ადამიანის უფლებათა ცენტრის მონიტორს განუცხადეს, რომ მათ ეს ორი პიროვნება უთვალთვალებდა აქციის დაწყების მომენტიდან. ამასთან, სწორედ ამ აქციის შემდეგ […]
“ეს გზა მხოლოდ რუსეთისკენ მიდის, არავინ დააფინანსებს და ამიტომ ბიუჯეტიდან იხდიან ფულს” – რუსეთთან ჩქაროსნული გზის გაჭრა საქართველოს 225 მლნ დაუჯდება

ახალი გზა, რომელიც რუსეთისკენ წავა, მილიონები დაჯდება. 225 მილიონიანი ტენდერი უკვე გამოცხადებულია. დარიალზე, აგრესორი ქვეყნის საზღვართან, ახალი გზის თითო კილომეტრი დაახლოებიით 50 მილიონი დაგვიჯდება. ექსპერტები პირდაპირ ამბობენ, რომ რუსეთთან ჩქაროსნული გზის გაჭრა სწორედ კრემლის ინტერესშია. ბესიკ დონაძის თქმით, ხელისუფლებას არ აღელვებს გზები, რომელიც პორტამდე მივა ან ცივილურ მსოფლიოს დაუკავშირდება. 250 ლმნ-ს ხარჯავს სახელმწიფო სახელმწიფო ბიუჯეტიდან, […]
ყაზბეგისკენ მიმავალ გზას რუსეთისკენ მიმავალ გზად ფუთავთ? – ძველი გზით იარეთ – კალაძე

თბილისის მერმა კახა კალაძემ სტეფანწმინდა-გველეთის საავტომობილო გზის 4.5 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობასთან დაკავშირებულ შეკითხვას უპასუხა და თქვა: „თქვენ აღნიშნულ გზას რუსეთისკენ მიმავალ გზად ფუთავთ? ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ გაქვთ მონაცემები, ყაზბეგისკენ რამდენი ადამიანი გადაადგილდება, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები ან თუნდაც ქვეყანაში ჩამოსული სტუმრები? არსებული გზა უმძიმეს მდგომარეობაშია. როდესაც ეს პროექტი განხორციელდება, ჩემი თხოვნა იქნება, თქვენ არ იაროთ […]
მიუნხენის კონფერენციის ხელმძღვანელი თვლის, რომ აშშ-მა ისრაელისთვის სამხედრო დახმარების შეწყვეტის საკითხი უნდა განიხილოს

გრძელდება საერთაშორისო მცდელობები ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის მიზნით. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი 22 მარტს ისრაელს ეწვევა. მიუნხენის უსაფრთხოების საერთაშორისო კონფერენციის ხელმძღვანელმა ქრისტოფ ჰოისგენმა გერმანიის მაუწყებელ „Deutschlandfunk-ს“ უთხრა, რომ ისრაელზე აშშ-მა მეტი ზეწოლა უნდა მოახდინოს. მან ქებით მოიხსენია ამერიკის მცდელობა, კერძოდ, აშშ-ის მიერ მომზადებული გაეროს რეზოლუციის პროექტი, რომელიც ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტასთან ერთად მძევლების განთავისუფლებას მოითხოვს. […]
მეტრომ მუშაობა განაახლა „ახმეტელიდან“ „გურამიშვილამდე“

ხანმოკლე ტექნიკური შეფერხების შემდეგ, მეტროს პირველ ხაზზე მუშაობა აღდგა. ინფორმაცია რადიო თავისუფლებას „თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში“ მიაწოდეს. რამდენიმე წუთის განმავლობაში სამ სადგურს შორის მგზავრთა გადაყვანა შეჩერებული იყო. მეტროსადგურ „გურამიშვილზე“ ჩასულ მგზავრს „სარაჯიშვილისა“ და „ახმეტელის თეატრის“ მიმართულებით წასვლა არ შეეძლო. თბილისის მეტრო ყოველდღიურად ასიათასობით ადამიანს ემსახურება. გუშინ, 21 მარტს, მეტრომ 580 900 მგზავრი გადაიყვანა.
გიორგი ვაშაძე ილია დარჩიაშვილს – მინდა გკითხოთ, რა დაგიშავათ ემიგრანტებმა? – ვინ იცის, რისთვის სჭირდება გაჭირვებაში მყოფ ემიგრანტს საკონსულო აღრიცხვა, მაგრამ არ არეგისტრირებთ და ამბობთ, რომ თქვენთვის ეს პრიორიტეტი არ არის

საგარეო საქმეთა მინისტრს მინდა დავუსვა მთავარი კითხვა, რა დაგიშავათ ემიგრანტებმა? – ასე მიმართა „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარემ, გიორგი ვაშაძემ საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. გიორგი ვაშაძემ აღნიშნა, რომ სხვადასხვა ქვეყნის საკონსულო საქართველოს მოქალაქეებს არ არეგისტრირებს. „800 ათასზე მეტი ჩვენი თანამემამულე იძულებული გახდა 2012 წლის შემდგომ ქვეყნიდან წასულიყო იმიტომ, რომ შემოსავალი, სამუშაო ადგილი არ […]