რა აკავშირებს ერთმანეთთან სააკაშვილს, ივანიშვილს, კალაძეს, მერაბიშვილს, ღარიბაშვილს და კეზერაშვილს? – ნიკა მელია

“ახალის” თანათავმჯდომარე ნიკა მელია, ოპონენტების განცხადებების პასუხად, ამბობს:
აქ საწყენი არის შემდეგი, რომ რამდენიმე ოპოზიციური პარტია, განსაკუთრებით ნაციონალური მოძრაობაც და ქართული ოცნებაც ერთ მესიჯბოქსში ზის – „ქართული ოცნება“ იძახის, რომ ბარიერს ვერ გადალახავს პარტია „ახალი“ და იგივეს იმეორებს ნაციონალური მოძრაობა, რომ ბარიერს ვერ გადალახავს პარტია ახალი. „ქართული ოცნება“ საუბრობს, რომ ყველა არის ნაციონალური მოძრაობა და ნაციონალური მოძრაობაც საუბრობს, რომ ყველა არის ნაციონალური მოძრაობა და თითქოს, ისინი არიან ნამდვილი ნაციონალური მოძრაობა და სხვები არიან კლონები. არც ერთი ვართ და არც მეორე. ქართული ოცნება არის ბიძინა ივანიშვილი, კალაძე, ღარიბაშვილი, ნაციონალური მოძრაობა არის მიხეილ სააკაშვილის, ვანო მერაბიშვილის და დათო კეზერაშვილის, ეს არის სიმართლე და ჩვენ არაფერი მათთან არ გვაკავშირებს და პარტია ახალი საარჩევნო ნომრით 4 ემზადება გამარჯვებისთვის.

ასევე დაგაინტერესებთ

გიგა ავალიანის დედა – ნია იმნაძის სახლში ფარული მოსასმენი იყო დამონტაჟებული, „მეტასთანაც“ თანამშრომლობდა პროკურატურა და მისი ტელეფონიდან მასალები აღდგა, ანასტასია ბერუაშვილი კი ჩვენებაში ამბობს, რომ თავდასხმის შესახებ იცოდა

დიმიტრი ცქიტიშვილი – რუსეთმა საქართველოზე ეფექტური კონტროლი დაამყარა, შეუძლია გააკეთოს ის, რაც უნდა და ისე, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ ხმა ვერ ამოიღოს – ერთი ავარიით ქვეყნის გათიშვა ნიშნავს, რომ ენერგოუსაფრთხოება აღარ გვაქვს!