გორი 4 დღეა საქართველოს ჩემპიონატებს მასპინძლობს

გორი 4 დღეა საქართველოს ჩემპიონატებს მასპინძლობს. ამის შესახებ ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, სპორტის სასახლეში 19 მარტს დაიწყო და 22 მარტს დასრულდება საქართველოს ჩემპიონატები ბერძნულ – რომაულ და თავისუფალ ჭიდაობაში 15 წლამდელებს შორის. „შეჯიბრების ორგანიზატორია საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია, მხარდამჭერი გორის მუნიციპალიტეტის მერია. ამ ჩემპიონატების შედეგების მიხედვით დაკომპლექტდება ჩვენი ქვეყნის ნაკრები 15 წლამდელთა შორის, […]
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში წყლის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი ფორუმი გაიმართა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში წყლის რესურსების დაცვის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი ფორუმი გაიმართა, რომლის მიზანი წყლის ინჟინერიის დარგში არსებული გამოწვევებისა და მათი დაძლევის სამეცნიერო გზების განხილვა იყო. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს. უნივერსიტეტის ინფორმაციით, ფორუმი სტუ-ის სამშენებლო, ენერგეტიკის, სამთო-გეოლოგიური, ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის, მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტების ეგიდით და რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის ხელმძღვანელობით გაიმართა. […]
რუსეთის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა უკრაინელ სამხედრო ტყვეს

რუსეთის საერთო იურისდიქციის სააპელაციო სასამართლომ გაამკაცრა უკრაინელი სამხედრო მოსამსახურის, დენის რაშპლეს წინააღმდეგ გამოტანილი სასჯელი და მას სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. განაჩენის შესახებ იტყობინება სასამართლოს პრესსამსახური, რომლის ცნობასაც ყურადღება “მედიაზონამ” მიაქცია. უკრაინის შეიარაღებული ძალების საზღვაო ქვეითთა 36-ე ცალკეული ბრიგადის 25 წლის მძღოლი თავდაპირველად ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის უზენაესმა სასამართლომ გაასამართლა და მაღალი უსაფრთხოების კოლონიაში 22 წლით პატიმრობა […]
ჰაიტიდან 160-ზე მეტი ამერიკელის ევაკუაცია მოხდა

შეერთებული შტატები ჰაიტიდან ამერიკის მოქალაქეების ევაკუაციას აგრძელებს. ხუთშაბათს, 21 მარტს, სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, 90-ზე მეტი ამერიკელი გამოიყვანეს, რომელთა ნაწილი ფლორიდის შტატში, ნაწილი კი დომინიკის რესპუბლიკაშია გადაყვანილი. ამ დროისათვის, სულ ჰაიტიდან ამერიკამ 160-ზე მეტი ადამიანი გაიყვანა. მიზეზი, რის გამოც ჰაიტიდან ამერიკის შეერთებულ შტატებს მოქალაქეები გამოჰყავს, იქ მომხდარი სამოქალაქო არეულობაა, რომელიც კარიბის ზღვის ქვეყანაში მძიმე ეკონომიკური პრობლემებით […]
ევროკავშირი საქართველოს პრიორიტეტულ რეფორმებში წინსვლისკენ მოუწოდებს

ევროპულმა საბჭომ ბრიუსელში, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერთა ორდღიანი სამიტის პირველი სამუშაო დღის ბოლოს, 21 მარტს, გამოაქვეყნა დასკვნა, რომელიც რამდენიმე საკითხს, მათ შორის ევროკავშირის გაფართოებას ეხება. საბჭო მიესალმება უკრაინისა და მოლდოვის პროგრესს ევროკავშირის გზაზე აუცილებელი რეფორმების წინსვლაში და მხარს უჭერს ამ ქვეყნებთან გაწევრების საკითხზე მოლაპარაკების ჩარჩო დოკუმენტების სწრაფად მიღებას. ევროპული საბჭო მხედველობაში იღებს საქართველოს მიმდინარე ძალისხმევას […]
“ეს თბილისის შურისძიება იყო – ასაფეთქებელი მაშინ ამოქმედდა, როცა ბოევიკებმა შარვლები ჩაიხადეს” – ლაშა ბერულავა

ადრეც დამიწერია, ახლა დეტალებს ვაზუსტებ და ტელეგრამზე დავდე კადრები (რადგან ფბ დაბლოკავს და ცუკერას თავი არ მაქვს), სადაც ჩანს, რომ 2008 წლის ოქტომბერში ნამდვილად დააკავეს გიორგი ანწუხელიძის წამების მონაწილე სამი ოსი ბოევიკი, მანამდე კი ოთხი ბოევიკი ისე გაასუხარეს, როგორც ქვემოთაა აღწერილი. გიორგი ანწუხელიძის წამების მონაწილე კიდევ ერთი რუსი ოფიცერი შარშან მოკლეს უკრაინაში. მოკლედ, ამბავი: 2008 […]
ღვინის ბარმა Wine Not?-მა გუდიაშვილის მოედანზე ახალი ფილიალი – რესტორანი და ინტერაქციული სივრცე გახსნა

„ღვინო“ ის სიტყვაა, რომელიც დღეს, უცხოელის წარმოსახვაში, ყველაზე ხშირად და ძალდაუტანებლად საქართველოსთან ასოცირდება. ღვინოსთან დაკავშირებული ბიზნესის ასეთ ქვეყანაში წამოწყება, წესით, გაჯერებულ ბაზარზე, მორიგი მოთამაშის გაჩენას და კარგად გაკვალული გზის არჩევას უნდა გულისხმობდეს, მაგრამ ღვინის ბარ Wine Not?-ის დამფუძნებლები, ნინო აბულაძე და ნინო ჭყოიძე, საქმეს სხვაგვარად მიუდგნენ. ღვინის ბარის გახსნის იდეა ბუდაპეშტიდან დაბრუნებისას გაჩნდა, სადაც ორივე […]
გაყიდვების მაჩვენებელი 500%-ით გაიზარდა — როგორ შექმნა FryDay-მ საქართველოს ბანკის Ads მენეჯერით წარმატებული შეთავაზება

მომხმარებელთა სურვილების განსაზღვრა და მათთვის ზუსტ დროს სწორი შეთავაზების გაკეთება ნებისმიერი ბიზნესისთვის მნიშვნელოვან შედეგებს იძლევა. იმისათვის, რომ სასურველი სეგმენტი მარტივად აარჩიოთ და 1.4 მილიონზე მეტ ადამიანს მისწვდეთ, საქართველოს ბანკის მომხმარებლებს Ads მენეჯერით თქვენს ბიზნესზე მორგებული შეთავაზების შექმნა შეგიძლიათ. ამისათვის კი შემდეგ მარტივ ნაბიჯებს უნდა მიჰყვეთ: · bog.ge-ზე მომხმარებლის იმ ლოგინითა და პაროლით შედით, რომელსაც საქართველოს […]
ვაზიანის აეროპორტის საკონსულტაციო მომსახურებაზე გამოცხადებული ტენდერი არ შედგა

„საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ მიერ ვაზიანის აეროპორტის საკონსულტაციო მომსახურებაზე გამოცხადებული ტენდერი არ შედგა. შეგახსენებთ, რომ აეროპორტების გაერთიანებამ ვაზიანის აეროპორტის საკონსულტაციო მომსახურებაზე ტენდერი მარტის დასაწყისში გამოაცხადა. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, ტენდერში წინადადებების მიღება 20 მარტს დაიწყო და 22 მარტს დასრულდა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 261,773 ლარს შეადგენდა. ტენდერი დღეს დასრულდა, თუმცა შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე მითითებულია, რომ […]
პაველ ჰერჩინსკი – ჩვენთვის ვენეციის კომისია უმაღლესი სტანდარტია, პარლამენტმა მიიღო ის გადაწყვეტილება, რაც მიიღო – ვიმუშავებთ ხელისუფლებასთან, რათა საარჩევნო პროცესი იმდენად სამართლიანი იყოს, რამდენადაც ეს შესაძლებელია

ჩვენ, ვიცით, რა თქვა ვენეციის კომისიამ საარჩევნო კოდექსში ცვლილებებთან დაკავშირებით. ჩვენთვის ვენეციის კომისია უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტია. პარლამენტმა მიიღო ის გადაწყვეტილება, რაც მიიღო. ჩვენ დავეხმარებით და ვიმუშავებთ ხელისუფლებასთან ერთად, რათა უზრუნველვყოთ, რომ საარჩევნო პროცესი იმდენად თავისუფალი და სამართლიანი იყოს, რამდენადაც ეს შესაძლებელია, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ საარჩევნო კოდექსში განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით განაცხადა. […]