პაატა მანჯგალაძე – ორმაგი უსამართლობაა, რომ ჩვენს ემიგრანტებს არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ ეძლევათ

პოლიტიკური ჯგუფის „რეფორმების ჯგუფის“ წევრის პაატა მანჯგალაძის განცხადებით, საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველ ემიგრანტებს საქართველოში მიმდინარე პროცესებში მონაწილეობის უფლება არ ეძლევათ. მისივე განცხადებით, „უდიდესი პასუხისმგებლობაა „ქართული ოცნებისთვის“, რომ საქართველოში ამ ხალხისთვის არ შეიქმნა ღირსეული სამუშაო ადგილები“. „ის, რომ ჩვენ ემიგრანტებს არ ეძლევათ რეალურად არჩევნებში მონაწილეობის უფლება ორმაგი უსამართლობაა. პირველი უსამართლობა ის არის, რომ საქართველოს მოქალაქეს იმის გამო, […]

ალეკო ელისაშვილი – მაქვს შეთავაზება იმ პარტიებთან, რომლებიც არც „ნაცები“ ვართ, არც „ქოცები“, ვილაპარაკოთ გაერთიანების გზებზე – ასეთ ძალად მოვიაზრებ ,,ლელოს“, გახარიას პარტიას, საპარლამენტო ,,გირჩს“, ანა დოლიძეს და კიდევ რამდენიმე უპარტიო ადამიანს

მაქვს შეთავაზება, იმ პარტიებთან, რომლებიც არც „ნაცები“ ვართ და არც „ქოცები“, ვილაპარაკოთ გაერთიანების გზებზე – ასეთ ძალად მოვიაზრებ ,,ლელოს“, გახარიას პარტიას, საპარლამენტო ,,გირჩს“ ანა დოლიძეს და კიდევ რამდენიმე უპარტიო ადამიანს, წესით ახლა ყველა რაღაც საერთო კონტურებზე უნდა ვმსჯელობდეთ, – ამის შესახებ „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, პოლიტიკა კომპრომისების ხელოვნებაა და ზოგჯერ შეიძლება ისეთი […]

დავით ნარმანია „ეკონომიკურ ფორუმში“ მონაწილეობდა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკი) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ „ეკონომიკური ფორუმის“ ფარგლებში, მწვანე ენერგეტიკის შესახებ გამართულ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა. ამის შესახებ ინფორმაციას სემეკი ავრცელებს. მათივე ცნობით, სემეკის თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა მწვანე ენერგეტიკის განვითარების მნიშვნელობაზე. მან ვრცლად ისაუბრა მარეგულირებელი ჰესების მშენებლობის აუცილებლობასა და ენერგეტიკის სექტორში მიმდინარე რეფორმებზე. „ეკონომიკური ფორუმის“ ფარგლებში, საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გამართულ […]

დავით ხაჯიშვილი – რატომ არ დგამს ხელისუფლება ქმედით ნაბიჯებს იმისთვის, რომ უფრო მეტმა ჩვენმა თანამოქალაქემ მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა? – ემიგრანტები ვერ დავარწმუნეთ, რომ საკონსულოში აღრიცხვა დეპორტაციას არ ნიშნავს

ფრაქციის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ წევრის დავით ხაჯიშვილის შეფასებით, ხელისუფლება არაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ემიგრაციაში წასულმა რაც შეიძლება მეტმა მოქალაქემ მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა. მისივე განცხადებით, ემიგრაციაში წასული საქართველოს მოქალაქე მილიონზე მეტია და აქედან 12 ათასი მონაწილეობს არჩევნებში. „დიასპორაში, 12 ათასი ჩვენი თანამოქალაქე მონაწილეობს არჩევნებში, როდესაც მილიონზე მეტი ადამიანი გვყავს ემიგრაციაში. რატომ […]

„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით, Startup Grind-ის წლის პირველი ღონისძიება ბათუმში გაიმართება

საქართველოს ბანკი, როგორც ტექნოლოგიური კომპანია, ბიზნესის ხელშეწყობასა და ტექნოლოგიებით დაინტერესებული ადამიანების მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, ბანკის მხარდაჭერით, Startup Grind – ის წლის პირველი ღონისძიება 25 მარტს, ბათუმში ჩატარდება. ღონისძიება Ripple Space-ში გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ბანკი“ ავრცელებს. როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, ღონისძიება პანელური დისკუსიის ფორმატი ექნება და მისი სპეციალური სტუმარი საქართველოს ბანკის […]

მამუკა მდინარაძე აფხაზეთთან სარკინიგზო მიმოსვლაზე – ამ თემაზე საუბარს ვერ დაგიდასტურებთ – ჩვენ უნდა შევურიგდეთ ერთმანეთს და მშვიდობა, განვითარება უნდა იყოს შერიგების გზა – მერე რკინიგზაზეც ვისაუბრებთ

ამ თემაზე საუბარს ვერ დაგიდასტურებთ, მსგავსის დადასტურება შეუძლებელია, მაგრამ ჩვენი მიზანია, რკინიგზაც გაიხსნას, მიმოსვლაც იყოს, ოღონდ ჯერ ქვეყანა უნდა გაერთიანდეს. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ და ეს არის მთავარი სირთულე, – ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, თუ როგორია ხელისუფლების პოზიცია აფხაზურ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც, სარკინიგზო მიმოსვლა […]

ბრიუსელიდან დაბრუნებულ ოპოზიციონერებს აეროპორტში საპროტესტო შეძახილებით დახვდნენ

ბრიუსელიდან თბილისში დაბრუნებულ ოპოზიციონერ დეპუტატებს — ანა წითლიძეს, გიორგი ბოტკოველსა და გიორგი ვაშაძეს — აეროპორტში მოქალაქეები საპროტესტო შეძახილებით დახვდნენ. სოციალურ ქსელში გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ დეპუტატები აეროპორტიდან პოლიციის კორდონის გავლით გამოდიან. შეკრებილმა მოქალაქეებმა ისინი შეძახილებით „მონა“ გააცილეს და ეკითხებოდნენ, რატომ არ მოაწერეს ხელი ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ რეზოლუციას. ანა წითლიძემ ფეისბუკზე დაწერა, რომ ადამიანები, ვინც მათ […]

თქვენ მორალური უფლებაც არ გაქვთ, ევროპაზე ისაუბროთ – არჩილ თალაკვაძე ოპოზიციას

„დღეს წარმოუდგენელი მოცულობის დეზინფორმაცია მოვისმინეთ ამ ტრიბუნიდან. „სტრატეგია აღმაშენებელი“ და სხვა ოპოზიციონერები პირდაპირ „ნიანგის ცრემლებით“ საუბრობდნენ ემიგრაციასთან დაკავშირებით. თქვენ ასე გაღიზიანებულები და აგრესიულები საგარეო საქმეთა სამინისტროს და ზოგადად, საქართველოს საგარეო პოლიტიკის მიმართ იმიტომ ხართ, რომ თქვენი ხელისუფლებაში ყოფნის დროს საქართველოს არ ჰქონია, პრაქტიკულად, არც ერთი აღიარებული წარმატება ევროინტეგრაციის გზაზე“, – განაცხადა პლენარულ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარის […]

ხატია დეკანოიძე – ჩასაბარებელი გვაქვს ტესტი, რაც რეფორმების განხორციელებას უკავშირდება – ამ ტემპით, მოლაპარაკებების ეტაპზე შეიძლება ვერ გადავიდეთ – მუდმივი ანტიდასავლური პროპაგანდაც მძიმე მდგომარეობაში აგდებს პროცესს

„ევროოპტიმისტების“ დეპუტატის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, იმისთვის, რომ საქართველომ ევროკავშირთან ინტეგრაციის კუთხით მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგას, აუცილებელია ისეთი რეფორმები განხორციელდეს, როგორიცაა ანტიკორუფციული რეფორმა და სასამართლოს დამოუკიდებლობა. დეკანოიძე ფიქრობს, რომ რეფორმების განხორციელების კუთხით „ქართულ ოცნებას“ პოლიტიკური ნება არ გააჩნია. „საქართველოს ძალიან სერიოზული რეფორმები აქვს განსახორციელებელი, ეს პირველ რიგში, ეხება კანონის უზენაესობას, ანტიკორუფციულ რეფორმებს და სასამართლოს დამოუკიდებლობას. სწორედ დამოუკიდებელი […]

არჩილ თალაკვაძე ოპოზიციას – უვიზო მიმოსვლის რეჟიმი რომ ჰქონოდა მაშინ საქართველოს, შუქის ჩამქრობი არ დარჩებოდა ქვეყანაში, რაც თქვენ აქ ხალხს დამართეთ და რა დღეშიც ადამიანები ჩააგდეთ – თქვენ გეკუთვნით ემიგრაციის რეკორდი

უვიზო მიმოსვლის რეჟიმი რომ მაშინ ჰქონოდა საქართველოს, გეუბნებით, შუქის ჩამქრობი არ დარჩებოდა ამ ქვეყანაში, რაც თქვენ აქ ხალხს დამართეთ და რაც თქვენ აქ ადამიანები დღეში ჩააგდეთ, – ასე მიმართა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა არჩილ თალაკვაძემ ოპოზიციის წარმომადგენლებს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. პარლამენტში, სადაც „ინტერპელაციის წესით“ საგარეო საქმეთა მინისტრს,ილია დარჩიაშვილს უსმენენ, არჩილ თალაკვაძემ სპეკულაცია უწოდა ოპოზიციის განცხადებებს,რომლის თანახმად, […]