“არ გვწყინს… გულწრფელად, არ გვწყინს… კარგია, არ გვწყინს…” – ევროკავშირი ოცნებას ვერ აწყენინებს

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა: „უფრო შეაქეს მოლდოვა და უკრაინა, რომელიც საქართველოზე უკან არიან რეფორმებით და ისევ არ შეაქეს საქართველო. თქვეს, რომ პროგრესი მნიშვნელოვანია. როდესაც ყველა პარამეტრით შენს უკან მყოფ ქვეყნებს აქებენ და შენ – არა, ეს გარკვეული ტენდენციაა. ამას საკუთარი საფუძვლები აქვს და ზუსტად იგივე საფუძვლები აქვს, რასაც თქვენ ახლა გაიფიქრებთ, […]

“დრო იწურება, ჩახედეთ 9 ნაბიჯს, შავით თეთრზე წერია, რა უნდა გააკეთოს საქართველომ” – ევროკავშირის ელჩი

ევროკავშირის ელჩი ჰაველ ჰერჩინსკი აკეთებს მოუწოდებს ყველას, რომ რეფორმები მალე უნდა გატარდეს და ეს წელი არ უნდა დაკარგოს საქართველომ. ჩვენთვის ყველა პირობა თანაბრად მნიშვნელოვანია. აუცილებელია ყველა პოლიტიკური ძალის ჩართულობა და პროფესიონალური ადმინისტრაციით 9-ვე ნაბიჯის შესრულება ძალიან სწრაფადაა შესაძლებელი. დრო იწურება, ყველამ ვიცით, რომ ახლოვდება არჩევნები და საარჩევნო კამპანია არ არის საუკეთესო გარემო რეფორმების განსახორციელებლად. ამიტომ […]

შემდეგი სადგური “არჩევნები” ანუ “რა პრობლემაა” 15 მეტროსადგურის დამატება?!

ყოფილი პრემიერმინისტრი და ეკონომიკის მინისტრი, გიორგი გახარია თბილისში 15 ახალი მეტროსადგურის დამატების დაპირებას იძლევა. პარტია საქართველოსთვის წინასაარჩევნოდ ირწმუნება, რომ პირველი ახალი მეტროსადგური დიდ დიღომში გაიხსნება. პოლიტიკური გაერთიანება პროექტის ოთხ ფაზად განხორციელებას გეგმავს. მათი მტკიცებით, დაემატება ოთხი ახალი მიმართულება და პირველი ფაზა – დიდი დიღმის “9.5-კილომეტრიანი ხაზი” იქნება. მეტროსადგურების პროექტი ან მისი “დრაფტი” რომ ვითხოვეთ, ჩვენი […]

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7000 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7000 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7000 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7060 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.006 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9214 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9544 ლარს შეადგენდა. […]

ამერიკელი ჟურნალისტი რუსეთის ციხეში გატარებული ერთი წლის მიუხედავად, კარგად არის

შეერთებული შტატების ელჩმა ლინ ტრეისიმ რუსეთის ციხეში მყოფი ამერიკელი ჟურნალისტი ევან გერშკოვიჩი მოინახულა. საელჩოს განცხადებით, რუსულ ციხეში გატარებული თითქმის ერთი წლის შემდეგ, ის ჯერ კიდევ კარგად იმყოფება. „შემდეგ კვირაში შესრულდება ერთი წელი, მას შემდეგ რაც რუსულმა ხელისუფლებამ ის უკანონოდ დააკავა. ევანი ძლიერი და გამძლეა, მაგრამ ტრაგედიაა, რომ ის ელოდება სასამართლოს “დანაშაულზე, რომელიც არ ჩუდენია“, – […]

ღაზაში დაღუპულთა რიცხვმა 32 000-ს მიაღწია – ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემები

ღაზაში დაღუპულთა რიცხვმა 32 000-ს მიაღწია – ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემები ღაზის სექტორში დაღუპულთა რიცხვი 32 000-ს მიუახლოვდა, დაშავდა 74 188 ადამიანი. გასული წლის 7 ოქტომბერს დაწყებული ომის მსხვერპლთა სტატისტიკას ღაზის სექტორის ჯანდაცვის უწყება ავრცელებს და იუწყება, რომ მარტო გასული დღე-ღამის განმავლობაში, ანკლავში 65 ადამიანი დაიღუპა, 92 კი დაიჭრა. ისრაელის არმია უკვე მეხუთე დღეა ინტენსიურ […]

BAG-მ ინვესტორთა საბჭოზე 48-საათიანი სამუშაო კვირის საკითხი კიდევ ერთხელ დააყენა – ლევან ვეფხვაძე

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის ლევან ვეფხვაძის განცხადებით, სპეციფიკური სამუშაო რეჟიმების მქონე დარგებიდან მშენებლობის, რიტეილისა და ჰორეკას ამოღების შემდეგ, სექტორებში მუშახელის დეფიციტის პრობლემა დროთა განმავლობაში სულ უფრო მძაფრდება. მისი თქმით, სწორედ ამიტომ ქვეყანაში უმსხვილესი ბიზნეს გაერთიანების პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ დღეს, ინვესტორთა საბჭოს სხდომაზე 48-საათიანი სამუშაო კვირის საკითხი კიდევ ერთხელ დააყენა. BM.GE-ისთან საუბრისას ლევან ვეფხვაძე აღნიშნავს, […]

“ჭავჭავაძე გავიდა ქვეყნიდან და დაბრუნდა, ჯორჯ ბალანჩინი არ დაბრუნდა ამერიკიდან” – ოდიშარია

რაც შეეხება დღევანდელ წარმოდგენას, პერფომანსს, სახელწოდებით ინტერპელაცია, მას წარმოგვიდგენენ დარგის ნეგატიური რეკორდსმენები, რომელთა სინდისზეა და მათ მმართველობის პერიოდზე მოდის 2003-2024 წლებში გასული ადამიანების, ჩვენი ქართველების სრული რაოდენობის ორი მესამედი. გასული მხოლოდ, თუ გაქცეული და დატერორებული? კარგი გამახსენდა ქალბატონ დეკანოიძის მიმართ, არ მომისმინეთო, თქვენ უთხარით ბატონო მინისტრო… არა ბატონომინისტრო, მათ თქვენ მოგისმინეს, უბრალოდ უფრო ადრე, რამდენიმე […]

ლონდონი ამერიკის ნებისმიერ პრეზიდენტთან იმუშავებს – კამერონი

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, დევიდ კამერონი ამბობს, რომ დიდი ბრიტანეთი „აუკუსის“ საკითხებში იმუშავებს შეერთებული შტატების ნებისმიერ პრეზიდენტთან, რომელსაც ამერიკელი ხალხი 2024 წლის ნოემბერში აირჩევს. კამერონმა ეს განცხადება 22 მარტს, ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვაზე პასუხად გააკეთა. ბრიტანეთის საგარეო უწყების მეთაურს ჰკითხეს, უქმნის თუ არა საფრთხეს დონალდ ტრამპის შესაძლო არჩევა ამერიკის პრეზიდენტად, „აუკუსის“ სამხედრო ალიანსს. „დარწმუნებული […]

ამერიკის სახელმწიფო მდივანი ისრაელშია

„ჰამასთან“ მიმდინარე ისრაელის ექვსთვიანი ომის გამო, ორი მოკავშირე ქვეყნის, აშშ-ისა და ისარელის მზარდად დაძაბული ურთიერთობის ფონზე, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ისრაელის პრემიერ-მინისტრს შეხვდა. ენტონი ბლინკენი ისრაელს სამშვიდობო მოლაპარაკებების ფარგლებში, ეგვიპტის შემდეგ ეწვია. ახლო აღმოსავლეთში მორიგი მოლაპარაკებების მიზანი, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მიღებაა, რომელიც მინიმუმ 6 კვირა გასტანს. ასევე, ღაზის მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება და ჰამასის […]